... (H-1090), XIX ს.

982. მათ სპათაგან ვერ შეპყრობა, ჰსცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა჻ თჳთ შესხდეს და შეუტივეს, ამაყთა და არას მკრთალთა჻ რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ჴრმალთა჻ ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა჻

983. ვჰსძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა჻ მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა჻ მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არ დასტურობა჻ გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა჻

984. იგი ვჰსძებნე სამსა წელსა, არ ვიამე არცა ძილი჻ მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახენ მისგან დაკოდილი჻ ვპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი჻ შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი჻

985. ქვაბნი წაუხმან დეუთათვის, სრულად გამესისხლებია჻ მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია჻ მას მუდამ ძველი ცეცხლი ჰსწვავს, არ ახალ არ ახლებია჻ ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია჻

986. ქალი მარტო ქვაბსა შინა, ჰსტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი჻ ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკუსა ვითა ლომი჻ მიართმევს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერ დამდგომი჻ მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი჻

987. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა჻ მითხრა ამბავი მისი და, მისისა სასურველისა჻ რა ჭირნი დაჰსთმო ვერ იტყვის, აწ ენა ესე ხელისა჻ ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა, მისისა სასურველისა჻

988. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების჻ მასვე ცხენსა შენეულსა, ჰზის აროდეს გარდახდების჻ არას ჰნახავს პირ მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების჻ ვაჲ მე მისსა მგონებელსა, ვაი მას ვინცა მისთვის კვდების჻

989. მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეხლითა მისითა჻ შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა჻ მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ხმელითა჻ შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა჻

990. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა჻ დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა჻ გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა჻ აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა჻

991. შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა჻ აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა჻ გამომირჩივე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა჻ მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა჻

992. აწ ფრიდონ იტყჳს სიტყჳთა, მის ყმისა ნაუბარითა჻ ორნივე სწორად მოჰსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა჻ გულ ამოსკუნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა჻ მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა჻

993. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ჴმა ტირილისა დიდისა჻ ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრეუა ქედისა჻ ფრიდონ ჰსტირს მოჰსთქუამს, ჴმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა჻ უხანობა და სიცრუე, ვაი საწუთროსა ფლიდისა჻

994. ფრიდონ მოჰსთქვამს რა შეგასხათ, ვერ საქებო ვერ სათქმელო჻ ჴმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამხმელო჻ მხლებელთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო჻ ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო჻

995. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია჻ თუმცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთჳს მამსურვებია჻ შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია჻ ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია჻

996. ფრიდონ ჰსთქვა ესე სიტყუები, მოთქმითა შვენიერითა჻ სული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა჻ ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს, ჭვრეტითა აერ ფერითა჻ მელნისა ტბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა჻

997. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა, სრა მოკაზმული სრულითა჻ საჴელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა჻ მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყვნეს სრულითა჻ შეფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულ წასრულითა჻

998. შევიდეს და დიდი შეჰქმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი჻ იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი჻ თჳთ ორნივე ერთგან დასხდეს, ვინმცა ვინ თქვას ქება მათი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი჻

999. დასხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა჻ უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა჻ მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა჻ მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა჻

1000. მას დღე სვეს ჰსჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა ჯარისა჻ გათენდა ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა჻ შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა჻ შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა჻

1001. ყმამან დაჰყუნა დღენი რამე, თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა჻ ფრიდონს თანა ნადირობად, გავიდეს და თამაშობდა჻ სწორად ჰჴოცდა შორს და ახლოს, თუ რას ჴელსა მიაპყროდა჻ მისი სროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა჻