... (H-1090), XIX ს.

778. წაგიკითხავს სიყუარულსა, მოციქულნი რაგვარ ჰსწერენ჻ ვით იტყჳან ვით აქებენ, ცან ცნობანი მიაფერენ჻ სიყუარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ჻ შენ არ ჰსჯერხარ უსწავლელნი, კაცნი რადმცა შევაჯერენ჻

779. ვინ დამბადა შეძლებაცა, მანვე მამცა მძლევად მტერთად჻ ვინ არს ძალი უხილავი, შემწე ყოვლთა მიწიერთად჻ ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს, ჰზის უკვდავი ღ~თი ღ~თად჻ იგი გახდის წამი ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად჻

780. რაცა ღ~თსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების჻ მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი, ია ჰჴმების ვარდი ჭკნების჻ თვალთა ტურფა საჭვრეტელი, ყველა რამე ეშვიდნების჻ მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების჻

781. რაზომცა ჰსწყრები შემინდევ, შეცულა თქვენისა მცნებისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა, მე მაგისისა თნებისა჻ აწ წასვლა იყო წამალი, ჩემთა საჴმილთა გზნებისა჻ სადა გინდ ვიყო რა მგამა, ყოფაცა მქონდეს ნებისა჻

782. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა჻ არ გარდავა გარდუვალად, მომავალი საქმე ზენა჻ წესი არის მამათაგან, მოჭირვება ჭირთა თმენა჻ არვის ძალუც ხორციელსა, განგებისა გარდავლენა჻

783. რაცა ღ~თსა გაუგია, თავსა ჩემსა გარდასავლად჻ გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად჻ თქვენვე გნახნე მხიარულად, დიდებით და დავლა მრავლად჻ მას რა ვარგო დიდებად, და კმარის ესე ჩემთვის დავლად჻

784. მეფეო ნუთუ წასვლამან, თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა჻ მეფეო ესე თათბირი, მამკალ ვინ დამიწუნოსა჻ ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ, საქმესა საძაბუნოსა჻ პირის პირ მარცხვენს ორნივე, მივალთ მას საუკუნოსა჻

785. არ დავიწყება მოყურისა, აროდეს გვიზამს ზიანსა჻ ვჰგმობ კაცსა უაუგოსა ცრუსა და ღალატიანსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ, მას ჴელმწიფესა სვიანსა჻ რა უარია მამაცსა სულ დიდსა წასულა გვიანსა჻

786. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა჻ შემდრკალსა შეშინებულსა, და სიკვდილისა მეჭველსა჻ კაცი ჯაბანი რათა სჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა჻ ჰსჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა჻

787. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი჻ მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ გულოვანი჻ ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მხცოანი჻ ჰსჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკუდილი სახელოვანი჻

788. მერმე ვიშიშვი მეფეო, თქვენად კადრებად ამისად჻ ჰსცდების და ჰსცდების სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად჻ მოვა შემყრელი ყოველთათჳნ, ერთად დღისა და ღამისად჻ თუ ვერა გნახნე ცოცხალმან, სიცოცხლე მქონდეს ჟამისად჻

789. თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამჴობელმან჻ ღარიბი მოჰვკუდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან჻ ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა, და ვერცა მისანდობელმან჻ მუნ შემიწყალოს თქუენმავე, გულმან მოწყალე ლმობილმან჻

790. მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები჻ მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები჻ შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები჻ მიღვწიან მამიგონებენ, დამლოცვენ მოვეგონები჻

791. რაცა თქვენთჳს არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად჻ მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა გასადებლად჻ ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთვის წასაგებლად჻ შენგან კიდე არვინ მივის, ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად჻

792. ამას იქით ჩემგან ჩემი, ამბავიცა არ გეცნევის჻ ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს არ გეთნევის჻ არას არგებს ეშმაკისა, საქმეთაგან დაეძლევის჻ შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის჻

793. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა჻ ნაკად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა჻ ნუგეშის ეც წყალობით, ჩემგან წყალობა ჩვეულსა჻ ნუ დაადინებ თუალთაგან, ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა჻

794. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა჻ აჰა გამზრდელო მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა჻ ნუ ჰსჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა჻ სუფევითამცა ხარ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა჻

795. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა჻ უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა჻ შენ დაგამეტებს ვერავინ, მსახურებითა ვერითა჻ მოეხვია და ატირდა, ცრემლითა სისხლთა ფერითა჻

აქა ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი:

796. ილოცავს იტყჳს მაღალო, ღ~თო ხმელთა და ცათაო჻ ზოგჯერ მამცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო჻ უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო჻ მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო჻