... (H-1090), XIX ს.

892. ცჳლსა ცეცხლის სიმხურვალე, უგავს ამად აენთების჻ მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების჻ რაცა ვისცა საქმე თჳთ ჰსჭირს, სხვათათვისცა ეკარგების჻ თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების჻

აქა მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცვისა:

893. რა წამეკიდა ყუელაი, წვრილად გიამბო ენითა჻ მერმეღა გაბრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა჻ შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა჻ ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორად მოვლა მამინდა ცხენითა჻

894. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მამეარნეს჻ ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს჻ ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს჻ მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკჳრდეს შემეზარნეს჻

895. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი჻ სახედ ვამჰსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი჻ შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი჻ ლომი სდევს ვეფხი მიურბის, იყუნეს არ ჩემგან ქებულნი჻

896. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს჻ თჳთო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკუდილსა არ დარიდნეს჻ გამოჰრიდა ვეფხმან გული, დედათამცა გამორიდნეს჻ ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს჻

897. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი არა ხარ ცნობასა჻ შენ საყუარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა჻ ჴრმალ ამოწუდილი გაუხე, მივეც ლახვართა სობასა჻ თავსა გარდავკარ მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა჻

898. ჴრმალი გავტყორცე გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ჴელითა჻ მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა჻ მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა჻ ვეღარ გაუძელ გულითა, იგიცა მოვკალ ჴელითა჻

899. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე჻ გავგულისდი მოვიქნივე, ჰკარ მიწასა დავაწყვიდე჻ მამეგონა ოდეს ჩემსა, საყუარელსა წავეკიდე჻ სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე჻

900. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს჻ სულთა დგმაცა არა მართებს, ასრე გასლვა რას გიკჳრდეს჻ სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძჳრდეს჻ ესე სიტყუა დაასრულა, ყმამან სულთქნა აცატირდეს჻

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს: მისვლა და ასმათის ნახვა:

901. ავთანდილცა მასთანავე, ჰსტიროდა და ცრემლსა ღვრიდა჻ უთხრა დასთმე ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და჻ ღ~თი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა჻ თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა჻

902. სდეუს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს჻ მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს჻ მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგაახლებს჻ გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს჻

903. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს჻ რა ასმათმან დაინახა, გაღანამცა გაეხარნეს჻ მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს჻ აკოცეს და აცაჰსტირდეს, კულა ცნობანი ააჩქარნეს჻

904. ასმათ თქუა ღ~თო რომელი, არ ითქმი კაცთა ენითა჻ შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა჻ გაქო ვით გაქო რა გაქო, არ საქებელო სმენითა჻ დიდება შენდა არ მამკალ, ამათთვის ცრემლთა დენითა჻

905. ტარიელ იტყჳს ჱე დაო, მით ცრემლი აქა მდენია჻ საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია჻ ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია჻ ვაჲ შენი ბრალი დავ თვარე, სიკვდილი ჩემი ლხინია჻

906. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის, კაცი უშმაგო ცნობილი჻ მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი჻ უწყლობა ჰკლავს წყალი სდის, არ ოდეს არ გაჴმობილი჻ ვაი წარხდა ვარდი პობილი, ვაი მარგალიტი წყობილი჻

907. ავთანდილსაც მოეგონა, მისი მზე და საყუარელი჻ იტყჳს ჩემო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი჻ შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის, სიცოცხლია სანანელი჻ გითხრამცა ვით რა მჭირს, რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი჻

908. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მოშორდეს არ დავჭკნეო჻ ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო჻ გულო გიჯობს გაუმაგრდე, თავი სრულად გააკლდეო჻ ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო჻

909. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა჻ ასმათი შეყუა შევიდა, მათებრვე ცეცხლი გზნებოდა჻ დაუგო ტყავი ვეფხისა, რომე კვლავ მიწყივ ჰგებოდა჻ ორნივე დასხდეს უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა჻