... (H-1090), XIX ს.

930. დილა გათენდა შესხდეს და, მას ქალსა გაესალამნეს჻ ტარიელ ასმათ ავთანდილ, თვალთაგან ცრემლნი ალამნეს჻ სამთავე ღაწვთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს჻ მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთანა ალამნეს჻

931. ქვაბნი ჩავლნეს და წავიდეს, ზახილით ცრემლთა მდენანი჻ ასმათ ჰსტირს მოჰსთქუამს, ჱე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი჻ მზემან დაგვწვა და დაგდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი჻ ვაჲ ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაი სიცოცხლისა თმენანი჻

932. მათ ყმათა მუნით წარსულთა, იგი დღე ერთად იარეს჻ ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს, არ ჴმელთა არე იარეს჻ არ გაიყარნეს მას ღამით, კულა ცეცხლი გაიზიარეს჻ ერთმანერთისა შორს ყოფა, იტირეს იმგლოვიარეს჻

933. ტარიელს ეტყჳს ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა჻ რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი ამა ცხენისა჻ მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა მშვენისა჻ აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმად ფიცისა შენისა჻

934. ტარიელ სიტყჳთ ასწავლის, მხარსა ფრიდონის გზასასა჻ მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა჻ აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა჻ თუ ნახო ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა჻

935. თხა მოჰკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შეჰქმნეს ზღვისა პირსა჻ სვეს და ჭამეს რაცა ჭამა, შეფერობდა მათსა ჭირსა჻ მას ღამესა ერთად იყუნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა჻ ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა჻

936. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს჻ მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს ვინცა მოისმინეს჻ თვალთა ვითა წყაროს თვალნი, ცრემლი ველთა მოადინეს჻ დიდხანს დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს჻

937. გაიყარნეს ტირილით და, პირსა ხოკით თმათა გლეჯით჻ ერთი აღმა ერთი დაღმა, უგზო მივლენ შამბთა ეჯით჻ ვირემ უჩნდათ ერთმანერთი, იძახდიან პირსა ბღნეჯით჻ იგი ჰნახეს დაღრეჯილი, მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით჻ რომ შეეყარა:

აქა წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს :

938. ვაჲ სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა჻ ყოვლი შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა჻ სად წაიყუან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა჻ მაგრამ ღმერთი არ გაჰსწირავს, კაცსა შენგან განაწირსა჻

939. ავთანდილ მისი გაყრილი, ტირს ხმა მისწვდების ცათამდის჻ იტყჳს თუ ღვარი სისხლისა, კულაცა მდენია კვლაცა მდის჻ აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის჻ კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის჻

940. ველს მაშინ მჴეცი ჰსძღებოდეს, ცრემლითა მუნ ნატირითა჻ ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ჴშირითა჻ კულა თინათინის გონება, ავსებს უფროვე ჭირითა჻ ბაგეთა ვარდი ანათობს, ბროლი ძოწისა ძირითა჻

941. ვარდი ჰსჭკნებოდა ღურებოდა, ალვისა შტო ირხეოდა჻ ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა჻ გაჰმაგრებოდა სიკუდილსა, ამისთვის არ იმხნეოდა჻ იტყჳს თუ ბნელი რას მიკვირს, რადგან დამაგდე მზეო და჻

942. მზესა ეტყჳს მზეო გიტყვი, თინათინის ღაწვთა დარად჻ შენ მას ჰგავ და იგი შენ გავს, თქვენ ანათებთ მთა და ბარად჻ ჴელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცდარად჻ მაგრამ ჩემი რად დააგდეთ, გული ცივად გაუმთბარად჻

943. თვე ერთისა მოშორება, მზისა ზამთრის გაგვამცივებს჻ მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს჻ მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს჻ წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაკვეთს ანუ გაასივნებს჻

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა:

944. მიმავალი ცასა შეჰსტირს, ეუბნების ეტყჳს მზესა჻ აჰა მზეო გიაჯები, შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა჻ ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა჻ მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა჻

ამას სეუდიანთა ეტლად იტყვიან:

945. მო ზუალო მომიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა჻ გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა჻ შემოჰყარე კაეშანი, ტჳრთი მძიმე ვითა ვირსა჻ მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა჻

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან: