... (H-1090), XIX ს.

აქა პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა:

853. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერ შეცვლილი჻ ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი჻ ნახა შავი შამბთა პირსა, დგა სადავე უკუყრილი჻ თქუა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი჻

854. რა შეხედა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა჻ აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა჻ ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა჻ ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა჻

855. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა჻ ახლოს მყოფი სიკუდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა჻ საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა჻ მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა჻

856. ერთკენ უც ლომი მოკლული, და ჴრმალი სისხლ მოცხებული჻ კულა სხვაგან ვეფხი უსულო, მკუდარი ქუე დანარცხებული჻ მას წყაროსაებრ თვალთაგან, ცრემლი ჰსდის გაფიცხებული჻ მუნ ეგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული჻

857. თვალთა ახმადცა ზარ ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა჻ ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა჻ მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა჻ ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა჻

858. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა჻ ახლოს უზის და უყივის, მართ სახელდობით სახელსა჻ ეტყჳს ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა჻ მას არა დია შეესმის, რეტსა თვალ დაუფახველსა჻

859. ესე ყუელაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა჻ ცრემლნი მოჰსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა჻ მაშინღა იცნა აკოცა, მოეჭდო მოეძმობილა჻ ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა჻

860. უთხრა ძმაო არ გიტყუო, გიყავ რაცა შემოგფიცე჻ გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე჻ აწ დამეხსენ სიკუდილამდის, ვიტირო და თავსა ვიცე჻ მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არა მიმცე჻

861. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა჻ ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის საჴმილი არა სწვავსა჻ ვის უქნია შენი მსგავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა჻ რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა჻

862. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი, აპირებენ ამა პირსა჻ ჰჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა჻ ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვითკირსა჻ თავისისა ცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა჻

863. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ჻ მინდორს ჰსტირ და მჴეცთა, ახლავ რას წადილსა აისრულებ჻ ვისთვის კუდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიმდურვებ჻ თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ჻

864. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ საჴმილნი სდებიან჻ ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთჳს ვინ არა ბნდებიან჻ მითხარ უსახო რა ქნილა, სულნი რად ამოგხდებიან჻ არ იცი ვარდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან჻

865. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამან შეგქმნა ტანად პირად჻ მიკჳრს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რადგან ჭირად჻ მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოებს, ჰსჯობს იქნების რაცა ძვირად჻ ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად჻

866. რადგან ვარდი ამას იტყჳს, უსულო და უასაკო჻ მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო჻ უბოროტო ვის ასმია, რაცა კარგი საეშმაკო჻ რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო჻

867. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე წავიდეთ ნებასა჻ ნუ მიჰყოლიხარ თავისა, თათბირსა გაგონებასა჻ რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა჻ ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი, რად მეჭუ რასაცა თნებასა჻

868. მან უთხრა ძმაო რა გითხრა, ძვრაცა არ ძალმიც ენისა჻ ძალი არა მაქვს ტყუექმნილსა, შენთა სიტყვათა სმენისა჻ რად ადჳლად გჩანს მოთმენა, ჩემთა სასჯელთა თმენისა჻ აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა჻

869. ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ არ ენით჻ აქა გაყრილნი მიჯნურნი, მუნამცა შევიყარენით჻ მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლავ რამე გავიხარენით჻ მოი მოყვრეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით჻

870. საყვარელმან საყვარელი, ვით არ ნახოს ვით გაწიროს჻ მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს჻ მივეგებვი მამეგებოს, ამიტირდეს ამატიროს჻ ჰკითხე ასთა ჰქენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს჻

871. მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყჳ მართალსა პირასა჻ სიკვდილი მახლავს დამეხსენ, ხანსაღა დავყოფ მცირასა჻ არ ცოცხალ ვიყო რას ვაქმნევ, რა დავრჩე ხელსა მხდი რასა჻ დამშლიან ჩემი კავშირნი, შეჰვრთვიან სულთა სირასა჻