... (H-1090), XIX ს.

760. მე ვითა ვჰსთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი჻ კაცი იყო საქმისაცა, შესაფერი შესატყვისი჻ ასრე უნდა სამსახური, გავიდოდეს ვისცა ვისი჻ ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი჻

აქა შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა:

761. შერმადინს ეტყჳს უბრძანებს, პირ მზე ნათელთა მფენელი჻ ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი჻ შენგან თავისა შენისა, საჩემოდ გამომჩენელი჻ მქებრად ამბისა მათისა, ჰჴამს მკითხავი და მსმენელი჻

762. იტყჳს როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მამისმინა჻ მან არ იცის რათ ვინა და, სულდგმულია ვისგან ვინა჻ უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ, ნუცა გარე ნუცა შინა჻ რაცა საქმე უსამართლო, ღ~თნ ვისმცა შეარჩინა჻

763. თუმცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს არ სათუობს჻ ყოვლი ცრუ და მოღალატე, ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს჻ გული მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს჻ ლხინსა არას არ იახლებს, ჰკრთების კუშტობს ვაებს უშობს჻

764. სამი არის მოყურისაგან, მოყურობისა გამოჩენა჻ პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა჻ მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა჻ გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა჻

765. რადღა ვაგრძელებ სიტყუასა ჟამია შემოკლებისა჻ აწ გაპარვაა წამალი, ამა გულისა ხლებისა჻ რასაცა გვედრებ ისმენდი, ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა჻ შენ გაამაგრე დაჭირვა, ჩემისა ნასწავლებისა჻

766. აწ მეფეთა სამსახურად, პირველ თავი დაამზადე჻ სიკეთე და უკლებრობა, შენი ერთობ გააცხადე჻ სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე჻ სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე჻

767. მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების჻ ერთგულთათჳს კარგი ნუ გშურს, ორგულნიმცა შენნი კვდების჻ შემოვიქცე ვალი შენი, ჩემგან კარგად გარდიხდების჻ პატრონისა სამსახური, არაოდეს არ წახდების჻

768. ესე ესმა ცრემლი ცხელი, შერმადინსა თვალთა სდინდი჻ მოახსენა მარტოობით, ჭირსა რადმცა შეუშინდი჻ მაგრა რა ვქნა უშენოსა, დამეცემის გულსა ბინდი჻ წამიტანე სამსახურად, მოგეხმარვი რაცა გინდი჻

769. ვის ასმია მარტოსაგან, ღარიბობა ეგზომ დიდი჻ ვის ასმია პატრონისა, ჭირსა შიგან ყმისა რიდი჻ დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქნები აქა ფლიდი჻ ყმამან უთხრა ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი჻

770. შენგან ჩემი სიყუარული, ვითამც არა დამეჯერა჻ მაგრა საქმე არ მოჰხდების, ჟამი ასრე დამემტერა჻ ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინც ეფერა჻ გული დადე დაიჯერე, ვერ წაგიტან ვერა ვერა჻

771. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჰჴამ, ჴელი მინდორთა მე რებად჻ არ მარტო უნდა გაჭრილი, ცრემლისა სისხლითა ღვარებად჻ გაჭრა ჴელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად჻ ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კულა შეჯერებად჻

772. რა მოგშორდე მახსენებდი, სიყუარული ჩემი გქონდეს჻ არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს჻ ჰჴამს მამაცი გაგულოვნდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს჻ მძულს რომ კაცსა სააუგო, საქმე არა არ შესწონდეს჻

773. მე იგი ვარ ვინ სოფელსა, არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად჻ ვის სიკუდილი მოყურისათვის, თამაშად და მიჩანს მღერად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშვივარ დავდგე მე რად჻ მაშ თუ დავსთმობ სახლსა ჩემსა, ვეღარ დავჰსთმობ ვისა მე რად჻

774. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა჻ შენ შეგვედრებ დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა჻ მოვჰკუდე თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქ ბნელსა჻ ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა჻

აქა ანდერძი ავთანდილისა როსტეუან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა:

775. დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად჻ ჱე მეფეო გავიპარე, ძებნად ჩემგან საძებრისად჻ ვერ დავსდგები შეუყრელად, ჩემთა ცეცხლთა მამდებრისად჻ შემინდევ და წამატანე, მოწყალება ღ~თაებრისად჻

776. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ, ამა ჩემსა გაზრახულსა჻ კაცი ბრძენი ვერ გასწირავს, მოყუარესა მოყვარულსა჻ მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა჻ სიცრუე და ორ პირობა, ავნებს ჴორცსა მერმე სულსა჻

777. რადგან თავი სიცრუვეა, ყოვლისა უბადობისა჻ მე რად გავსწირო მოყუარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა჻ არა ვიქ ცოდნა რას მარგებს, ფილასოფოსთა ბრძნობისა჻ მით ვისწავლიდით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა჻