... (Q-779), XVIII ს.

759. თუ჻ თავი჻ შენი჻ შენ჻ გახლავს჻ ღარიბად჻ არ჻ იხსენები მაგრა჻ მე჻ რა჻ ვქნა჻ გაზრდილო჻ აწ჻ სახლად჻ მმართებს჻ სენები გამაღარიბე჻ დამაგდე჻ გულსა჻ გლახ჻ ვისთვის჻ ენები შენად჻ შეყრამდის჻ პატიჟთა჻ ჩემთა჻ ვერ჻ იტყუის჻ ენები

760. ოდეს჻ გნახავ჻ მხიარულსა჻ ნადირობით჻ შემოსრულსა ვეღარ჻ გიჭურეტ჻ ნაბურთალსა჻ ტანსა჻ მჭეურსა჻ ჯავარსრულსა ვეღარ჻ ვისმენ჻ ჴმასა჻ შენსა჻ სასმენელად჻ მე჻ მასულსა აწ჻ უშენოდ჻ რაღა჻ ვუყო჻ საჯდომსა჻ და჻ სრასა჻ სრულსა

761. ვიცი჻ არ჻ მოგკლავს჻ შიმშილი჻ რასომცა჻ დია჻ ირები შენ჻ შენი჻ მშვილდი჻ დაგარჩენს჻ შენთა჻ ისართა჻ პირები ნუთუ჻ კულა჻ ღ~თნ჻ წყალობით჻ გაგიადუილოს჻ ჭირები მაგრა჻ თუ჻ მოვკუდე჻ გაზრდილო჻ ვისგანღა჻ დავიტირები

762. ზარი჻ გაისმა჻ შემოკრბა჻ ჯარი჻ მრავალი჻ კაცისა დარბაზს჻ ხასთაგან჻ ჯარია჻ ჴელითა჻ წვერთა჻ ტაცისა იგლეჯს჻ და჻ იცემს჻ ყუელაი჻ ჴმა჻ ისმის჻ თავსა჻ ტკაცისა თქუეს჻ ბნელი჻ გუმართებს჻ დღე კრულთა჻ რადგან჻ მზე჻ მიგვიდრკა჻ ცისა

763. რა჻ მეფემან჻ დიდებულნი჻ ნახუნა჻ სულთქმით჻ შემოსტირნა უთხრა჻ ხედავთ჻ მზემან჻ ჩუენმან჻ შუქნი჻ სრულად჻ დაგუიძუირნა რა჻ ვაწყინეთ჻ რა჻ შევსცოდეთ჻ რად჻ დაგუყარნა჻ რად჻ გაგუწირნა სპანი჻ მისგან჻ დაჭირულნი჻ ვინმცაღა჻ ვით჻ დაგუიჭირნა

764. ყოვლნი჻ ტიროდეს჻ მოთქუმიდეს჻ მერმე჻ დაწყნარდეს჻ გუიანად მეფემან჻ ბრძანა჻ იკითხეთ჻ მარტუოა჻ ანუ჻ ყმიანად მოვიდა჻ მონა჻ შერმადინ჻ მოშიშრედ჻ სირცხუილიანად ანდერძი჻ ჰკადრა჻ ატირდა჻ სიცოცხლე჻ უჩნდა჻ ზიანად

765. მოაჴსენა჻ საწოლს჻ ვპოვე჻ ესე჻ მისგან჻ დანაწერი დგეს჻ მონანი჻ ნატირებნი჻ დაეგლიჯა჻ თმა჻ და჻ წვერი იგი჻ მარტო჻ გაპარულა჻ ყმა჻ არ჻ ახლავს჻ არცა჻ ბერი მე჻ თუ჻ მომკლავთ჻ მემართლებით჻ სიცოცხლე჻ მჭირს჻ შეუფერი

766. რა჻ ანდერძი჻ წაიკითხეს჻ კულა჻ იტირეს჻ დიდი჻ ხანი მერმე჻ ბრძანა჻ მხიარულსა჻ ნუ჻ ჩაიცმენ჻ ჩემნი჻ სპანი ვამლოცველნეთ჻ დავრდომილნი჻ ობოლნი჻ და჻ ქურივნი჻ სხუანი შევეწივნეთ჻ მშვიდობისა჻ ნუთუ჻ მისცეს჻ ღ~თნ჻ გზანი

წასვლა ავთანდილისა მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა჻

767. მთუარე჻ მზესა჻ მოეშორვოს჻ მოშორვება჻ გაანათლებს რა჻ იახლოს჻ შუქი჻ დასწუავს჻ გაეყრების჻ ვერ჻ იახლებს მაგრა჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ გააჴმობს჻ და჻ ფერსა჻ აკლებს ჩუენ჻ ვერჭურეტა჻ საყუარლისა჻ ჭირსა჻ ძუელსა჻ გაგუიახლებს

768. აწყა჻ დავიწყებ჻ ამბავსა჻ მის჻ ყმისა჻ წამავლობასა მივა჻ და჻ მიტირს჻ გულმდუღრად჻ ვერ჻ ვიტყუი჻ ცრემლთა჻ მცრობასა წამწამ჻ მობრუნდის჻ იაჯდის჻ მისთუის჻ მზისავე჻ მზობასა უჭურეტდის჻ თუალნი჻ ვერ჻ მოჴსნის჻ თუ჻ მოჴსნის჻ მიჰჴდის჻ ცნობასა

769. რა჻ მიეახლის჻ დაბნედად჻ ვერ჻ ჴელყუის჻ გაძრვად჻ ენისად მაგრა჻ სდის჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ მსგავსად჻ დიჯლისა჻ დენისად ზოგჯერ჻ დაბრუნდის჻ იჭურეტდის჻ ღონედ჻ პატიჟთა჻ თმენისად რა჻ გაემართის჻ არ჻ იცის჻ მას჻ თუ჻ არბევდის჻ ცხენი჻ სად

770. თქვა჻ ჩემო჻ შენი჻ შორს჻ მყოფი჻ კრულია჻ ვინცა჻ დადუმდეს რადგან჻ შენ჻ დაგრჩა჻ გონება჻ გული჻ შენკენვე჻ დაბრუნდეს თუალთა჻ მტირალთა჻ შეხედვა჻ შენივე჻ სწადდეს჻ და჻ უნდეს სჯობს჻ საყუარელსა჻ მოყუარე჻ რაზომცა჻ დაუზაბუნდეს

771. მე჻ რა჻ ვქნა჻ შენად჻ შეყრამდის჻ ანუ჻ რას჻ ვეჭუდე჻ ლხენასა თავსა჻ მოვიკლავ჻ მე჻ თუცა჻ შენგან჻ არ჻ ვეჭუდი჻ წყენასა მაგრა჻ შენ჻ გაწყენ჻ ჩემისა჻ არ სიცოცოხლისა჻ სმენასა მოდი჻ და჻ მივსცნე჻ ცოცხალმან჻ თუალნი჻ ცრემლისა჻ დენასა

772. ტირს჻ იტყუის჻ დადუა჻ კაეშნი჻ ლახუარმან჻ ჩემთუინ ათმანო ჰინდოთა჻ რაზმან჻ ჩემად჻ კლად჻ თქუა჻ ესე჻ ტევრი჻ ვთხზა჻ თმანო თუალთა჻ გიშერი჻ აშუენებს჻ სათმან჻ რად჻ მომკლა჻ სათმანო ბაგე჻ კბილო჻ და჻ თუალ წარბო჻ მომცემდი჻ პატიჟთა჻ თმანო

773. იტყუის჻ ჰე჻ მზეო჻ ვინ჻ ხატად჻ გთქუის჻ მზიანისა჻ ღამისად ერთარსებისა჻ ერთისა჻ მის჻ უჟამოსა჻ ჟამისად ვის჻ გმორჩილობენ჻ ციერნი჻ ერთი჻ იოტის჻ წამისად ბედსა჻ ნუ჻ მიქცევ჻ მიაჯე჻ შეყრამდის჻ ჩემად჻ და჻ მისად

774. ვის჻ ხატად჻ ღ~თისად჻ გიტყუიან჻ ფილასოფოსნი჻ წინანი შენ჻ მიშველე჻ რა჻ ტყუექმნილსა჻ ჯაჭუნი჻ მაბიან჻ რკინანი ბროლ ბალახშისა჻ მძებნელმან჻ სათნი჻ დავჰკარგე჻ მინანი მაშინ჻ ვერ჻ გავძელ჻ სიახლე჻ აწ჻ სიშორესა჻ ვინანი

775. ამას჻ მოთსქუმიდის჻ იწვოდის჻ ვითა჻ სანთელი჻ დნებოდის დაყოვნებისა჻ მოშიში჻ ისწრაფდის჻ იარებოდის რა჻ შეუღამდის჻ ვარსკულავთა჻ ამოსულა჻ იამებოდის მას჻ ამსგავსებდის჻ ილხენდის჻ უჭურეტდის჻ ეუბნებოდის

776. მთუარესა჻ ეტყუის჻ იფიცე჻ სახელი჻ ღ~თისა჻ შენისა შენ჻ ხარ჻ მომცემი჻ მიჯნურთა჻ მიჯნურობისა჻ სენისა შენ჻ გაქუს჻ წამალი჻ მისისა჻ მოთმინებისა჻ თმენისა მიაჯე჻ შეყრა჻ პირისა჻ შენ გამო჻ შენებრ჻ მშუენისა

777. ღამე჻ ალხენდის჻ დღე჻ სჯიდის჻ ელის჻ ჩასლუასა჻ მზისასა რა჻ წყალი჻ ნახის჻ გარდიჴდის჻ უჭურეტდის჻ ჭავლსა჻ წყლისასა მას჻ თანა რთვიდის჻ ნაკადსა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ტბისასა კულა჻ გაემართის჻ ისწრაფდის჻ წასლუასა჻ მისვე჻ გზისასა