... (A-859), 1841 წ.

762. უთხრა ძმაო არ გიტყუო, გიყავ რაცა შემოგფიცე. გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე. აწ დამეხსენ სიკვდილამდის, ვიტირო და თავსა ვიცე. მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთ საჭმლად არ მიმცე:-

763. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა. ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა. ვის უქნია შენი მსგავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა. რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა:-

764. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი, აპირებენ ამა პირსა. ჰჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა:-

765. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ. მინდორს სტირ და მხეცთა, ახლავ რას წადილსა აისრულებ. ვისთჳს კუდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიმდურვებ. თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ:-

766. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან. ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთჳს ვინ არა ბნდებიან. მითხარ უსახო რა ქნილა, სულნი რად ამოგხდებიან. არ იცი ვარდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან:-

767. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამან შეგქმნა ტანად პირად. მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რადგან ჭირად. მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოებს, სჯობს იქნების რაცა ძვირად. ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად:-

768. რადგან ვარდი ამას იტყჳს, უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო. უბოროტო ვის ასმია, რაცა კარგი საეშმაკო. რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო:-

769. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე წავიდეთ ნებასა. ნუ მიჰყოლიხარ თავისა, თათბირსა გაგონებასა. რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. ასე არ სჯობდეს არ გეტყვი, რად მეჭუ რასაცა თნებასა:-

770. მან მითხრა ძმაო რა გითხრა, ძვრაცა არ ძალმიც ენისა. ძალი არა მაქვს ჴელქმნილსა, შენთა სიტყვათა სმენისა. რად ადჳლად გჩანს მოთმენა, ჩემთა სასჯელთა თმენისა. აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა:-

771. ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ არ ენით. აქა გაყრილნი მიჯნურნი, მუნამცა შევიყარენით. მუნ ერთმანერთი კულავ ვნახეთ, კვლავ რამე გავიხარენით. მოი მოყვრეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით:-

772. საყვარელმან საყვარელი, ვით არ ნახოს ვით გაწიროს. მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს. მივეგებვი მამეგებოს, ამიტირდეს ამატიროს. ჰკითხე ასთა ქენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს:-

773. მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა. სიკუდილი მახლავს დამეხსენ, ხანსაღა დავყოფ მცირასა. არ ცოცხალ ვიყო რას ვაქმნევ, რა დავრჩე ხელსა მხდი რასა. დამშლიან ჩემი კავშირნი, შეჰვრთვიან სულთა სირასა:-

774. რა სთქჳ რას იტყვი არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად. სიკუდილი მახლავს ხელქნილსა, სიცოცხლე არის წამისად. აწ გამიარმდა სიცოცხლე, მეტად ყოვლისა ჟამისად. მუნ მეცა მივალ ცრემლისა, მიწად სად გამდის ღამი სად:-

775. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა. ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა. ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა. მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა:-

776. კულავ ეუბნების ავთანდილ, სიტყვითა მრავალ ფერითა. ეტყჳს რამ მოჰკვდე გერგების, სიტყვითა რა ოხერითა. ნუ იქ არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა. ვერ წაიყვანა ვერა ქმნა, სიტყვითა ვერა ვერითა:-

777. მერმე უთხრა აჰა რადგან, არ მამისმენ არას არა. არას გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა. თუ სიკუდილი გიჯობს მოჰკვდე, ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა. ერთსა რასმე გიაჯები, მიყავ ცრემლი ამდუღარა:-

778. სადა ჰინდონი ბროლ ვარდსა, სარვენ გიშრისა სარითა. მას მოვეშორვე წამოვე, სიჩქარით არ სიწყნარითა. ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა. შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვარითა:-

779. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი. ერთხელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მდგმელი. ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სევდა ესე აწინდელი. მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი:-

780. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა. იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა. ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა. დაიმორჩილა იამა, არ ივაგლახა არ ვებდა:-

781. ცხადად უთხრა შევსჯდებიო, მამიყვანე ცხენი წინა. მან მოგვარა წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა. მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა. ხანი წავლეს სიარულმან, მოჯობება დააჩნინა:-