... (H-1090), XIX ს.

740. მეფემან ნახა ვეზირი, დაღრეჯით დაყმუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული჻ მან ჰკადრა არა არ ვიცი, მართ ვარ თავისა ვებული჻ მართალ ხართ მამკლათ რა გესმას, ამბავი ჩემგან ცნებული჻

741. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა, არცა მატს და არცა სდიდობს჻ მეშინიან თუცა შიშსა, მოციქული ვერ დარიდობს჻ აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს არ წამკიდობს჻ უმის ყმისოდ სოფელსა და, საწუთროსა მისთვის ფლიდობს჻

742. რაცა იცოდა ყუელაი, ჰკადრა მოშიშრად ენითა჻ კვლავ მოახსენა რამცა ჰსცნა, სიტყჳთა ესოდენითა჻ თუ რაგავარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა჻ მართალ ხართ თუმცა რისხვანი, ჩემთჳს იანაზდენითა჻

743. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა გაუცნობდა჻ ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა჻ შეუზახნა რასთჳს შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა჻ ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე ჰსცნობდა჻

744. ვითამც რამე სიხარული, საქმე მითხარ ვითა ღადრად჻ მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად჻ შმაგო ენა ვით იხმარე, აწ მაგისად ჩემად კადრად჻ აგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად჻

745. ჰჴამსცა კაცმან პატრონისა, საწყინარსა არ დარიდნეს჻ ოდენ სიტყუა უმეცრული, უმეცრულად დაიყბედნეს჻ მე მაგისად მოსმენამდის, რად არ ყურნი შემებეჭდნეს჻ შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი, ჩემმან ქედმან მიიქედნეს჻

746. კულა უბრძანა თუცა მისგან, აწ არ იყავ მოგზავნილი჻ თავმან ჩემმან აწვე მოგკუეთ, არად უნდა ამას ცილი჻ წა უკუდეგ ავი შმაგი, უმეცარი შლეგი წბილი჻ შაბაშ სიტყუა შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქნილი჻

747. დადრკა სკამნი შემოსტყორცა, ჰკრა კედელსა შეალეწნა჻ დააცთუნა მაგრა მისთჳს, აალმასნა არ აძეწნა჻ ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა჻ ვაზირიცა ცრემლმან ცხელმან, ღაწვნი თეთრნი აახეწნა჻

748. ვეზირმან გლახ გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს჻ გამოჰძრწა და გამოჰმელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს჻ შეის ხასობს გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს჻ მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს჻

749. თუმც ცოდვათა ჩემთა მჰსგავსი, ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს჻ რად მოვღორდი რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს჻ ვინცა სხვა რა კადნიერად, პატრონსა რა მოახსენოს჻ ჩემი დღენი მასმცა ადგან, რაძინ ვითა გაისვენოს჻

750. ვაზირი გაწბილებული, მივა ბედითა შავითა჻ ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა჻ მადლი რა გკადრო აწ თქვენგან, გავხასდი მე მაშა ვითა჻ ვაჲ კარგი თავი უებრო, დავკარგე დავაშავითა჻

751. ქრთამსა ჰსთხოვს და ამხანაგობს, ცრემლსა თუცა არ იწყურვებს჻ მიკჳრს რად ჰსცალს საწყლიანოდ, რად არ გულსა შეიურვებს ჻ ვინ არ მისცეს ქადებული, მოურავსა მოიმდურვებს჻ თქმულა ქრთამი საურავსა, ჯოჯოხეთსცა დაიურვებს჻

752. ვით გამხადა რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა჻ რა სიავე რა სირეგვნე, რა შლუობა რა შმაგობა჻ მე თჳთ კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა჻ ესე მიკჳრს რად არ მამკლა, მისცა თურე ღ~თნ თმობა჻

753. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ, ცთომით არ წამკიდებია჻ ვიაზრე გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია჻ განგებით ქნილსა რისხვასა, ვერავინ დარიდებია჻ შენთვის სიკუდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია჻

754. ყმამან უთხრა აღარ წასვლა, არ ეგების ჩემგან აროს჻ იადონი მაშინ მოკუდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს჻ ჰჴამს უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგნით აროს჻ ვერ უპოოს რა ჰქნას ანუ, გული რითა დაიწყნაროს჻

755. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ, ჯდომასა ვერცა წოლასა჻ მართ ნადირთაებრ გაჭრასა, ვირჩევ მათთანა რბოლასა჻ ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა჻ ჰსჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა჻

756. მოვახსენებ ერთჴელ კულაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების჻ ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი, ვით იწჳს და ვით ენთების჻ არ გამიშვებს გავიპარვი, რა იმედი გარდასწყდების჻ მე თუ მოვჰკუდე ჩემი კერძი, სოფელიცა გაქარდების჻

757. მოიუბნეს ვაზირმან ჰქმნა, ჭამა სმანი მათნი ფერნი჻ უმასპინძლა ძღვენი უძღვნა, მისივედა შვენიერნი჻ მისნი მყოლნი ავეავსნა, მოყმენი თუნდა ბერნი჻ გაიყარნეს ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი჻

758. შეჰკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან჻ სამასი თავი სტავრა ატლასი, უხვმან და მიუმხდარომან჻ სამოცი თვალი ლალ იაგუნდი, ფერად მათმან საურაომან჻ კაცი გაგზავნა ვეზირისასა, ესე ყუელაი მისთვის არო მან჻

759. შეჰსთვალა თუ რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო჻ ვალთა შენთა გარდასახდელი, რა ნაცვალი მოვიგონო჻ თუღა დავრჩე შენთჳს მოვჰკუდე, თავი ჩემი დაგამონო჻ სიყუარული სიყუარულსა, შეგიცალო შეგიწონო჻