... (Q-779), XVIII ს.

741. გვედრებ჻ მეფეო჻ შერმადინს჻ მონასა჻ ჩემსა჻ რჩეულსა ნაკად჻ აქუს჻ ჭირი჻ სამისოდ჻ ამ჻ წელიწადსა჻ წლეულსა ნუგეშინისეც჻ წყალობით჻ ჩემგან჻ წყალობა ჩუეულსა ნუ჻ დაადინებ჻ თუალთაგან჻ ცრემლსა჻ სისხლითა჻ ფრქვეულსა

742. გასრულდა჻ ჩემი჻ ანდერძი჻ ჩემგან჻ ნაწერი჻ ჴელითა აჰა჻ გამზრდელო჻ მოგშორდი჻ წაველ჻ გულითა჻ ჴელითა ნუ჻ სჭმუნავთ჻ ჩემთუინ მეფენი჻ ნუ჻ ხართ჻ მოსილნი჻ ბნელითა სუფევით჻ ხარმცა჻ თავითა჻ მტერთაგან჻ საკრძალველითა

743. მისცა჻ ანდერძი჻ შერმადინს჻ რა჻ გაათავა჻ წერითა უთხრა჻ ჰკადრეო჻ მეფესა჻ საქმითა჻ მეცნიერითა შენ჻ დაგამეტებს჻ ვერავინ჻ მსახურებითა჻ ვერითა მოეხვია჻ და჻ ატირდა჻ ცრემლითა჻ სისხლთა჻ ფერითა

744. ყმა჻ შეეკაზმა჻ წასავლად჻ ცრემლითა჻ მოერწყო჻ ველი მზე჻ წავიდოდა჻ დაეცა჻ არაბეთს჻ ბინდი჻ ყოველი ჴამს჻ შეპოვნება჻ მაღლისა჻ ვინცა჻ არს჻ ჭირსა჻ მოველი მიზგითას჻ მივა჻ ღ~თისაგან჻ გამარჯვებისა჻ მთხოველი

ლოცვა ავთანდილისაგან მასჯითას და გაპარვა჻

745. ილოცავს჻ იტყვის჻ მაღალო჻ ღ~თო჻ ჴელთა჻ და჻ ცათაო ზოგჯერ჻ მომცემო჻ პატიჟთა჻ ზოგჯერ჻ კეთილთა჻ მზათაო უცნაურო჻ და჻ უთქმელო჻ უფალო჻ უფლებათაო მომეც჻ დათმობა჻ სურვილთა჻ მფლობელო჻ გულისთქუმათაო

746. ღ~თო჻ ღ~თო჻ გეაჯები჻ რომელი჻ ჰფლობ჻ ქვენათ჻ ზესა შენ჻ დაჰბადე჻ მიჯნურობა჻ შენ჻ აწესებ჻ მისსა჻ წესსა მე჻ სოფელმან჻ მომაშორვა჻ უკეთესსა჻ ჩემსსა჻ მზესა ნუ჻ ამოჰფხური჻ სიყუარულსა჻ მისგან჻ ჩემთუის჻ დანათესსა

747. ღ~თო჻ ღ~თო჻ მოწყალეო჻ არვინ჻ მივის჻ შენგან჻ კიდე შენგან჻ ვითხოვ჻ შეწევნასა჻ რაზომსაცა჻ გზასა჻ ვლიდე მტერთა჻ ძლევა჻ ზღუათა჻ ღელვა჻ ღამით჻ მავნე჻ გამარიდე თუღა჻ დავრჩე჻ გმსახურებდე჻ შენდა჻ მსხვერპლსა჻ შევსწირდე

748. რა჻ ილოცა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მალვით჻ კარნი჻ გაიარნა შერმადინცა჻ დააბრუნა჻ თუმცა჻ ვამნი჻ ადიადნა მონა჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ საბრალომან჻ ცრემლი჻ ღუარნა პატრონისა჻ ვერა჻ მჭურეტმან჻ ყმამან჻ რადმცა჻ გაიხარნა

749. მოსთქუამს჻ და჻ იტყუის჻ ვაი მზეო჻ შენი჻ ადგილი჻ ჩრდილდები შენ჻ მოგეშორე჻ დაღამდა჻ ჩემთუის჻ აღარა჻ დილდების მე჻ მანდით჻ მესრის჻ ისარი჻ ერთიცა჻ არ჻ ამცილდების჻ გამყარა჻ ლხინა჻ სოფელმან჻ აწ჻ თუალთა჻ ცრემლი჻ მილდების

750. აწ჻ ამბავი჻ სხუა჻ დავიწყო჻ ყმასა჻ წავჰყუე჻ წამავალსა არ჻ შეექნა჻ დარბაზობა჻ მას჻ დღეს჻ როსტანს჻ გულგამწყრალსა რა჻ გათენდა჻ ქუში჻ ადგა჻ ჰგავს჻ თუ჻ ადენს჻ პირით჻ ალსა ჴმობა჻ ბრძანა჻ ვაზირისა჻ მიიყუანდეს჻ შიშით჻ მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა჻

751. რა჻ ვაზირი჻ მოწიწებით჻ დარბაზს჻ ნახა჻ შემოსრული როსტან჻ უთხრა჻ არა჻ მაჴსოვს჻ გუშინდელი჻ შენგან჻ თქმული მაწყინე჻ და჻ გამარისხე჻ ვერ჻ დავიღე჻ დიდხანს჻ სული აზომ჻ რომე჻ გაგათრივე჻ შენ჻ ვეზირი჻ გულისგული

752. თუ჻ რად჻ მაჴსოვს჻ რად჻ უნდოდა჻ ისრე჻ ავად჻ რად჻ გაგხადე მართლად჻ უთქუამს჻ მეცნიერთა჻ წყენააო჻ ჭირთა჻ ბადე ესე გუარსა჻ ნუოდის჻ იქ჻ საქმე჻ ხოლე჻ გაიცადე აწ჻ მითხარ჻ თუ჻ რას჻ იტყოდი჻ თქუი჻ და჻ სიტყუა჻ გააკვლადე

753. კულა჻ მოახსენა჻ ვაზირმან჻ სიტყუა჻ ნაგუშინდელევი რა჻ გაიგონა჻ შესთუალა჻ პასუხი჻ არ჻ ნაგრძელევი შენ჻ თუ჻ უშმაგო჻ მგონიხარ჻ ვარმცა჻ ურია჻ მე჻ ლევი კულა჻ ამის჻ მეტად჻ ნუ჻ მასმენ჻ თუარა჻ მე჻ სრულად჻ გელევი

754. რა჻ გამოვიდა჻ ვეზირმან჻ ძებნა჻ ვერ჻ პოვა჻ მინანი მართ჻ გაპარვასა჻ უთხრობდეს჻ მონანი჻ ცრემლთა჻ მდინანი მან჻ თქუა჻ მე჻ დარბაზს჻ ვერ჻ შევალ჻ მახსოვან჻ დღენი჻ წინანი ვინცაღა჻ ჰკადრებს჻ მან჻ ჰკადროს჻ რაცა჻ ვთქუი჻ მასცა჻ ვინანი

755. რა჻ ვაზირი჻ არ჻ შეუიდა჻ კულა჻ მეფემან჻ კაცი჻ გზავნის კაცმან჻ ცნის჻ და჻ გარეთ჻ დადგის჻ წასულა჻ ვერვინ჻ გაამჟღავნის როსტანს჻ ეჭუა჻ შეუვიდა჻ ჭმუნვა჻ ამით჻ გაათავნის თქუა჻ უცილოდ჻ გაიპარა჻ ვინ჻ მარტომან჻ ასთა჻ ავნის

756. თავდადრეკით჻ იგონებდა჻ გულსა჻ ჰქონდა჻ ჭმუნვა჻ დიდი უში჻ ქნა჻ და჻ აიხედნა჻ უბრძანებდა჻ მონას჻ მიდი მოვიდეს჻ და჻ აწ჻ მიამბოს჻ შემოვიდეს჻ იგი჻ ფლიდი რა჻ ვაზირი჻ შემობრუნდა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ ჰქონდა჻ რიდი

757. კულა჻ შევა჻ დარბაზს჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ არ჻ მხიარულად მეფემან჻ ჰკითხა჻ წასრულა჻ მზე჻ დაუდგრომლად჻ მთუარულად მან჻ მოაჴსენა჻ ყუელაი ვით჻ წასრულიყო჻ ფარულად მზე჻ აღარ჻ მზეობს჻ ჩუეთანა჻ დარი჻ არ჻ დარობს჻ დარულად

758. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ დაიზახნა჻ მეტისმეტნი მოსთქუამს჻ იტყუის჻ ვაი჻ გაზრდილო჻ ვეღარ჻ გნახვენ჻ თუალნი჻ რეტნი პირსა჻ მხოკით჻ წუერსა჻ გლეჯით჻ გააკუირნა჻ მისნი჻ მჭურეტნი჻ სად჻ წაჰჴე჻ და჻ სად჻ დაჰკარგენ჻ სინათლისა჻ ეგე჻ სვეტნი