... (Q-779), XVIII ს.

721. დაჯდა჻ წერად჻ ანდერძისად჻ საბრალოსა჻ საუბრისად ჰე჻ მეფეო჻ გავიპარე჻ ძებნად჻ ჩემგან჻ საძებრისად ვერ჻ დავდგები჻ შეუყრელად჻ ჩემთა჻ ცეცეხლთა჻ მომდებრისად შემინდევ჻ და჻ წამატანე჻ მოწყალება჻ ღმრთაებრისად

722. ვიცი჻ ბოლოდ჻ არ჻ დამიგმობ჻ ამა჻ ჩემსა჻ გაზრახულსა კაცი჻ ბრძენი჻ ვერ჻ გასწირავს჻ მოყუარესა჻ მოყუარულსა მე჻ სიტყუასა჻ ერთსა჻ გკადრებ჻ პლატონისგან჻ სწავლათქმულსა სიცრუე჻ და჻ ორპირობა჻ ავნებს჻ ჴორცსა჻ მერმე჻ სულსა

723. რადგან჻ თავია჻ სიცრუე჻ ყოვლისა჻ უბადობისა მე჻ რად჻ გავსწირო჻ მოყუარე჻ ძმა჻ უმტკიცესი჻ ძმობისა არა჻ ვიქ჻ ცოდნა჻ რას჻ მარგებს჻ ფილასოფოსთა჻ ბრძნობისა მით჻ ვისწავლებით჻ მოგუეცეს჻ შერთვა჻ ზესთ჻ მწყობრთა჻ მწყობისა

724. წაგიკითხავს჻ სიყუარულსა჻ მოციქულნი჻ რაგუარ჻ სწერენ ვით჻ იტყუიან჻ ვით჻ აქებენ჻ ცან჻ ცნობანი჻ მიაფერენ სიყუარული჻ აღგუამაღლებს჻ ვით჻ ეჟვანი჻ ამას჻ ჟღერენ შენ჻ არ჻ ჯერხარ჻ უსწავლელნი჻ კაცნი჻ რადმცა჻ შეაჯერენ

725. ვინ჻ დამბადა჻ შეძლებაცა჻ მანვე჻ მომცა჻ მძლევად჻ მტერთად ვინ჻ არს჻ ძალი჻ უხილავი჻ შემწედ჻ ყოვლთა჻ მიწიერთად ვინ჻ საზღუარსა჻ დაუსაზღვრებს჻ ზის჻ უკუდავი჻ ღ~თი჻ ღმერთად იგი჻ გაჰჴდის჻ წამისყოფით჻ ერთსა჻ ასად჻ ასსა჻ ერთად

726. რაცა჻ ღ~თსა჻ არა჻ სწადდეს჻ არა჻ საქმე჻ არ჻ იქნების მზისა჻ შუქთა჻ ვერ჻ მჭურეტელი჻ ია჻ ჴმების჻ ვარდი჻ ჭკნების თუალთა჻ ტურფა჻ საჭურეტელი჻ ყუელა რამე჻ ეშუდინების მე჻ ვით჻ გავსძლო჻ უმისობა჻ ან჻ სიცოცხლე჻ ვით჻ გეთნების

727. რაზომცა჻ სწყრები჻ შემინდევ჻ შეცვლა჻ თქუენისა჻ მცნებისა ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყუექნილსა჻ მე჻ მაგისისა჻ თნებისა აწ჻ წასულა჻ იყო჻ წამალი჻ ჩემთა჻ საჴუმილთა჻ გზნებისა სადა჻ გინდ჻ ვიყო჻ რა჻ მგამა჻ ყოფამცა჻ მქონდა჻ ნებისა

728. არას჻ გარგებს჻ სიმძიმილი჻ უსარგებლო჻ ცრემლთა჻ დენა არ჻ გარდავა჻ გარდუვალად჻ მომავალი჻ საქმე჻ ზენა წესი჻ არის჻ მამათაგან჻ მოჭირვება჻ ჭირთა჻ თმენა არვის჻ ძალუცს჻ ჴორციელსა჻ განგებისა჻ გარდავლენა

729. რაცა჻ ღმერთსა჻ გაუგია჻ თავსა჻ ჩემსა჻ გარდასავლად გარდამჴდეს჻ და჻ შემოვიქცე჻ აღარ჻ დამრჩეს჻ გული჻ ავლად თქუენვე჻ გნახნე჻ მხიარულნი჻ დიდებით჻ და჻ დავლამრავლად მას჻ რა჻ ვარგო჻ დიდებად჻ და჻ კმარის჻ ესე჻ ჩემად჻ დავლად

730. მეფეო჻ ესე჻ თათბირი჻ მომკალ჻ ვინ჻ დამიწუნოსა მეფეო჻ ნუთუ჻ წასულამან჻ თქუენ჻ ჩემმან჻ დაგაჭმუნოსა ვერ჻ ვეცრუვები჻ ვერ჻ უზამ჻ საქმესა჻ საძაბუნოსა პირისპირ჻ მარცხუენს჻ ორნივე჻ მივალთ჻ მას჻ საუკუნოსა

731. არ჻ დავიწყება჻ მოყურისა჻ აროდეს჻ გუიზამს჻ ზიანსა ვჰგმობ჻ კაცსა჻ აუგიანსა჻ ცრუსა჻ და჻ ღალატიანსა ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ ვუზამ჻ მას჻ ჴელმწიფესა჻ მზიანსა რა჻ უარია჻ მამაცსა ომშიგან წასულა გუიანსა

732. რა჻ უარეა჻ მამაცსა჻ ომშიგან჻ პირისმჴმეჭელსა შედრეკილშეშინებულსა჻ და჻ სიკუდილისა჻ მეჭუელსა კაცი჻ ჯაბანი჻ რათა჻ სჯობს჻ დიაცსა჻ ქსლისა჻ მბეჭუელსა სჯობს჻ სახელისა჻ მოხუეჭა჻ ყოველსა჻ მოსახუეჭელსა

733. ვერ჻ დაიჭირავს჻ სიკუდილსა჻ გზა჻ ვიწრო჻ ვერცა჻ კლდოვანი მისგან჻ გასწორდეს჻ ყოველნი჻ სუსტი჻ და჻ ძალგულოვანი ბოლოდ჻ შეყარნეს჻ მიწამან჻ ერთგან჻ მოყმე჻ და჻ მჴცოანი სჯობს჻ სიცოცხლესა჻ ნაზრახსა჻ სიკუდილი჻ საჴელოვანი

734. მერმე჻ ვიშიშუი჻ მეფეო჻ თქუენად჻ კადრებად჻ ამისად სცთების჻ და჻ სცთების჻ სიკუდილსა჻ ვინ჻ არ჻ მოელის჻ წამისად მოვა჻ შემყრელი჻ ყოველთა჻ ერთად჻ დღისა჻ და჻ ღამისად თუ჻ ვერა჻ გნახე჻ ცოცხალმან჻ სიცოცხლე჻ გქონდეს ჟამისად

735. თუ჻ საწუთრომან჻ დამამჴუა ყოველთა჻ დამამჴობელმან ღარიბი჻ მოვკუდე჻ ღარიბად჻ ვერ჻ დამიტიროს჻ მშობელმან ვეღარ჻ შემსუდრონ჻ დაზრდილთა჻ და჻ ვერცა჻ მისანდობელმან მუნ჻ შემიწყალოს჻ თქუენმავე჻ გულმან჻ მოწყალე მლმობელმან

736. მაქუს჻ საქონელი჻ ურიცხუი჻ ვერუისგან჻ ანაწონები მიეც჻ გლახაკთა჻ საჭურჭლე჻ ათავისუფლე჻ მონები შენ჻ დაამდიდრე჻ ყოველი჻ ობოლი჻ არას჻ მქონები მიღუწიან჻ მომიგონებენ჻ დამლოცვენ჻ მოვეგონები

737. ღ~თსა჻ მვედრებდა჻ მრავალი჻ გლახაკი჻ გულმჴურვალები დამჴსნას჻ ჴორცთა჻ და჻ სოფელსა჻ ნუმცა჻ რად჻ შევიცვალები კულა჻ ცეცხლი჻ ჯოჯოხეთისა჻ ნუმცა჻ მწუავს჻ იგი჻ ალები჻ მომცეს჻ მკუიდრივე჻ მამული჻ მუნ჻ ჩემი჻ სასურვალები

738. დამჴსნას჻ ბნელი჻ და჻ ნათელი჻ შემმოსოს჻ ზესთაზენისა მუნ჻ დამაუნჯოს჻ წამალი჻ სადა჻ ძეს჻ სულთა჻ ლხენისა ჩემი჻ არ჻ ჰქონდეს჻ შეძლება჻ სოფლისა჻ მღილთა჻ კბენისა ფრთენი჻ მომესხნენ჻ და჻ ძალი჻ მომეცეს჻ აღმაფრენისა

739. რაცა჻ თქუენთუინ჻ არ჻ ვარგიყოს჻ საჭურჭლესა჻ დასადებლად მიეც჻ ზოგი჻ ჴანაგათა჻ ზოგი჻ ჴიდთა჻ ასაგებლად ნურა჻ ნუ჻ გშურს჻ საქონელი჻ ჩემი჻ ჩემთუის჻ წასაგებლად შენგან჻ კიდევ჻ არვინ჻ მივის჻ ცეცხლთა჻ ჩემთა჻ დამავსებლად

740. ამას჻ იქით჻ ჩემგან჻ ჩემი჻ ამბავიცა჻ არ჻ გეცნევის ამად჻ გვედრებ჻ სულსა჻ ჩემსა჻ წიგნი჻ გკადრებსარ჻ გეთნევის არას჻ მარგებს჻ ეშმაკისა჻ საქმეთაგან჻ დაეძლევის შემინდევ჻ და჻ შემივედრე჻ მკუდარსა჻ რაღა჻ გარდმეჴდევის