... (Q-779), XVIII ს.

703. შესთუალა჻ თუ჻ რაცა჻ გმართებს჻ ვით჻ მოგცე჻ და჻ ვით჻ გაქონო ვალთა჻ შენთა჻ გარდასაჴდლად჻ რა჻ ნაცვალი჻ მოვიგონო თუღა჻ დავრჩე჻ შენთუის჻ მოვკუდე჻ თავი჻ ჩემი჻ დაგამონო სიყუარული჻ სიყუარულსა჻ შეგიცალო჻ შეგიწონო

704. მე჻ ვითა჻ ვთქუა჻ უებრობა჻ სიკეთე჻ და჻ ქება჻ მისი კაცი჻ იყო჻ საქმისაცა჻ შესაფერი჻ შესატყუისი ასრე჻ უნდა჻ მოჴმარება჻ ჰგავიდოდეს჻ ვისცა჻ ვისი ოდეს჻ კაცსა჻ დაეჭიროს჻ მაშინ჻ უნდა჻ ძმა჻ და჻ თუისი

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა჻

705. შერმადინს჻ ეტყუის჻ უბრძანებს჻ პირმზე჻ ნათელთა჻ მფენელი ესე჻ დღე჻ არის჻ იმედი჻ ჩემის჻ გულისა჻ მლხენელი შენგან჻ თავისა჻ შენისა჻ საჩემოდ჻ გამომჩენელი მქებრად჻ ამბვისა჻ მათისა჻ ჴამს჻ მკითხავი჻ და჻ მსმენელი

706. იტყუის჻ როსტან჻ არ჻ გამიშვა჻ არცა჻ სიტყვა჻ მომისმინა მან჻ არ჻ იცის჻ რათა჻ ვინა჻ და჻ სულდგმული჻ ვისგან჻ ვინა უმისომცა჻ ნუ჻ ცოცხალ჻ ვარ჻ ნუცა჻ გარე჻ ნუცა჻ შინა რაც჻ ა჻ საქმე჻ უსამართლო჻ ღ~თნ჻ ვისმცა჻ შეარჩინა

707. თუცა჻ მისი჻ არ჻ გაწირვა჻ ჩემგან჻ მტკიცობს჻ არ჻ სათუობს ყოვლი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ღ~თსა჻ ჰგმობს჻ და჻ აგრე჻ ცრუობს გული჻ მისი჻ უნახავი჻ ტირს჻ და჻ სულთქუამს჻ ვაებს჻ უშობს ლხინსა჻ არას჻ არ჻ იახლებს჻ ჰკრთების჻ კუშტობს჻ ვახშობს჻ უშობს

708. ოდეს჻ ბრძენმან჻ გაიგონოს჻ გონებითა჻ მთით჻ და჻ გორით მიჯნური჻ და჻ სამიჯნურო჻ ერთმანერთსა჻ შევასწორით ერთად჻ ვთქუენით჻ გაუყრელად჻ მათი჻ არა჻ გავაორით მოყუარესა჻ მოყურისაგან჻ მოგონება჻ უნდა჻ შორით

709. სამი჻ არის჻ მოყურისაგან჻ მოყურობისა჻ გამოჩენა პირველ჻ ნდომა჻ სიახლისა჻ სიშორისა჻ ვერ჻ მოთმენა მიცემა჻ და჻ არას჻ შური჻ ჩუქებისა჻ არ჻ მოწყენა გავლენა჻ და჻ მოჴმარება჻ მისად჻ რგებად჻ ველთა჻ რბენა

710. მან჻ გამისრულა჻ ყუელაი჻ ესე჻ წესი჻ და჻ რიგები აწ჻ ჩემგან჻ ჰმართებს჻ მუქაფა჻ გულომცა჻ ჭირსა჻ შეები თუ჻ ვერა჻ ვარგო჻ მისთანა჻ მეცა჻ წა სადმე ვეგები ხარ჻ რაზომ჻ ფერი჻ სოფელო჻ არვისგან჻ არ჻ შეიგები

711. რადღა჻ ვაგრძელებ჻ სიტყუასა჻ ჟამია჻ შემოკლებისა აწ჻ გაპარვაა჻ წამალი჻ ამა჻ გულისა჻ ხლებისა რასაცა჻ გვედრებ჻ ისმენდი჻ ვიდრე჻ დრო჻ გქონდეს჻ ხლებისა შენ჻ გაამაგრე჻ დაჭირვა჻ ჩემისა჻ ნასწავლებისა

712. აწ჻ მეფეთა჻ სამსახურად჻ პირველ჻ თავი჻ დაამზადე სიკეთე჻ და჻ უკლებლობა჻ შენი჻ ერთობ჻ გააცხადე სახლი჻ ჩემი჻ შეინახე჻ სპათა჻ ჩემთა჻ ეთავადე სამსახური჻ აქანამდის჻ კულა჻ გავლენა჻ გააკულადე

713. მტერთა჻ ჩემთა჻ ენაპირე჻ ძალი჻ ნურა჻ მოგაკლდების ერთგულთათუის჻ კარგი჻ ნუ჻ გშურს჻ ორგულიმცა჻ შენი჻ კუდების შემოვიქცე჻ შენი჻ ჩემგან჻ ვალი჻ კარგად჻ გარდიხდების პატრონისა჻ სამსახური჻ არაოდეს჻ არ჻ წაჴდების

714. ესე჻ ესმა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ შერმადინსა჻ თუალთა჻ სდინდი მოაჴსენა჻ მარტოობით჻ ჭირსა჻ რადმცა჻ შევუშინდი მაგრა჻ რა჻ ვქნა჻ უშენომან჻ დამეცემის჻ გულსა჻ ბინდი წამიტანე჻ სამსახურად჻ მოგეჴმარო჻ რაცა჻ გინდი

715. ვის჻ ასმია჻ მარტოსაგან჻ ღარიბობა჻ ეგზომ჻ დიდი ვის჻ ასმია჻ პატრონისა჻ ჭირსა჻ შიგან჻ ყმისა჻ რიდი დაკარგულსა჻ გიგონებდე჻ რა჻ ვიქნები჻ აქა჻ ფლიდი ყმამან჻ უთხრა჻ ვერ჻ წაგიტან჻ რაზომსაცა჻ ცრემლსა჻ ღურიდი

716. შენგან჻ ჩემი჻ სიყუარული჻ ვითამც჻ არა჻ დამეჯერა მაგრა჻ საქმე჻ არ჻ მოჴდების჻ ჟამი჻ ასრე჻ დამემტერა ვის჻ მივანდო჻ სახლი჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდევ჻ ვინმც჻ მეფერა გული჻ დადევ჻ დაიჯერე჻ ვერ჻ წაგიტან჻ ვერა჻ ვერა

717. თუ჻ მიჯნური჻ ვარ჻ ერთი჻ ვჴამ჻ ხელი჻ მინდორთა჻ მე჻ რებად არ჻ მარტო჻ უნდა჻ გაჭრილი჻ ცრემლისა჻ სისხლსა჻ ფერებად გაჭრა჻ ჴელია჻ მიჯნურთა჻ რად჻ სცალს჻ თავისა჻ ბერებად ასრეა჻ ესე჻ სოფელი჻ შესჯერდი჻ კულა჻ შეჯერებად

718. რა჻ მოგშორდე჻ მაჴსენებდი჻ სიყუარული჻ ჩემი჻ გქონდეს არ჻ ვეშიშვი჻ მტერთა჻ ჩემთა჻ თავი჻ მონად჻ მომიმონდეს ჴამს჻ მამაცი჻ გაგულისდეს჻ ჭირსა჻ შიგან჻ არ჻ დაღონდეს მძულს჻ რა჻ კაცსა჻ სააუგო჻ საქმე჻ არა჻ არ჻ შესწონდეს

719. მე჻ იგი჻ ვარ჻ ვინ჻ სოფელსა჻ არ჻ ამოვჰკრეფ჻ კიტრად჻ ბერად ვის჻ სიკუდილი჻ მოყურისათუის჻ თამაშად჻ და჻ მისჩანს჻ მღერად ჩემსა჻ მზესა჻ დავეთხოვე჻ გავუშვივარ჻ დავდგე჻ მე჻ რად მას჻ თუ჻ დავსთმობ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ ვეღარ჻ დავსთმობ჻ ვისსა჻ მე჻ რად

720. აწ჻ ანდერძსა჻ ჩემსა჻ მოგცემ჻ როსტანს჻ წინა჻ დაწერილსა შენ჻ შეგვედრებ჻ დაგიჭიროს჻ ვითა჻ გმართებს჻ ჩემსა჻ ზრდილსა მოვკუდე჻ თავსა჻ ნუ჻ მოიკლავ჻ სატანისგან჻ ნუ჻ იქ჻ ქნილსა ამაზედა჻ ატირებდი჻ დაიდებდი჻ თუალთა჻ მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა჻