... (S-4499), XVII ს.

811. კვლა: მოახსენა: ვაზირმან: სიტყუა: ნაგუშინდელევი: რა: გაიგონა: შესთუალა: პასუხი: არ: ნაკრძელევი: შენ: თუ: უშმაგო: მგონიხარ: ვარმცა: ურია: მე: ლევი: კულავ: ამის: მეტად: ნუ: მასმენ: თვარა: მე: სრულად: გელევი:

812. რა: გამოვიდა: ვეზირმან: ძებნა: ვერ: პოვა: მინანი: მართ: გაპარვასა: უთხრობდეს: მონანი: ცრემლთა: მდინანი: მან: თქვა: მე: დარბაზს: ვერ: შევალ: მახსოვან: დღენი: წინანი: ვინცაღა: ჰკადრებს: მან: ჰკადროს: რაცა: ვთქუი: მასცა: ვინანი:

813. რა: ვეზირი: არ: შევიდა: კულავ: მეფემან: კაცი: გზავნის: კაცმან: ცნის: და: გარეთ: დადგის: სიტყუა: ვერვინ: გაამჟღავნის: როსტანს: ეჭუა: შეუვიდა: ჭმუნვა: ამით: გაამთავნის: თქუა: უცილოდ: გაიპარა: ვინ: მარტომან: ასთა: ავნის:

814. თავ: დადრეკით: იგონებდა: გულსა: ჰქონდა: ჭმუნვა: დიდი: უში: ქნა: და: აიხედნა: უბრძანებდა: მონას: მიდი: მოვიდეს: და: აწ: მიანბოს: შემოვიდეს: იგი: ფლიდი: რა: ვაზირი: შემობრუნდა: ფერი: ჰკრთა: და: ჰქონდა: რიდი:

815. კულავ: შევა: დარბაზს: ვაზირი: დაღრეჯით: არ: მხიარულად: მეფემან: ჰკითხა: წასრულა: მზე: დაუდგრომლად: მთვარულად: მან: მოახსენა: ყოველი: ვით: წასრულიყო: ფარულად: მზე: აღარ: მზეობს: ჩვეთანა: დარი: არ: დარობს: დარულად:

816. რა: მეფემან: მოისმინა: დაიზახნა: მეტის: მეტნი: მოსთქუამს: იტყუის: ვაი: გაზრდილო: ვეღარ: გნახვენ: თვალნი: რეტნი: პირსა: ხოჭით: წვერსა: გლეჯით: გააკუირნა: მისი: მჭურეტნი: სად: წახველ: და: სად: დაჰკარგენ: სინათლისა: ეგე: სვეტნი:

817. თუ: თავი: შენი: შენ: გახლავს: ღარიბად: არ: იხსენები: მაგრა: მე: რა: ვქნა: გაზრდილო: აწ: სახლად: მმართებს: სენები: გამაღარიბე: დამაგდე: გულსა: გლახ: ვისთვის: ენები: შენად: შეყრამდის: პატიჟთა: ჩემთა: ვერ: იტყუის: ენები:

818. გაზრდილო: ცეცხლი: მედების: ლახურით: ვარ: მე: დახეული: გაზრდილო: ჩემთვის: გამოჩნდა: ჟამი: მუხთალი: წუეული: გაზრდილო: დიდით: სევდათა: ძლივღა: ცოცხალვარ: სნეული: გაზრდილო: ადრე: მოვკუდები: საბრალო: დღე: დალეული:

819. ოდეს: გნახავ: მხიარულსა: ნადირობით: შემოსრულსა: ვეღარ: გიჭურეტ: ნაბურთალსა: ტანსა: მჭეურსა: ჯავარ: სრულსა: ვეღარ: ვისმენ: ჴმასა: შენსა: სასმენელად: მე: მასულსა: აწ: უშენოდ: რაღა: ვუყო: საჯდომსა: და: სრასა: სრულსა:

820. ვიცი: არ: მოგკლავს: შიმშილი: ჩემო: რასომცა: ირები: შენ: შენი: მშვილდი: დაგარჩენს: შენთა: ისართა: პირები: ნუთუ: კულავ: ღმერთმან: წყალობით: გაგიადვილოს: ჭირები: მაგრამ: თუ: მოვკუდე: გაზრდილო: ვისგანღა: დავიტირები:

821. ზარი: გაისმა: შემოკრბა: ჯარი: მრავალი: კაცისა: დარბაზს: ხასთაგან: ხასთაგან: ჴელითა: წვერთა: ტაცისა: იგლეჯს: და: იცემს: ყუელაი: ჴმა: ისმის: თავსა: ტკაცისა: თქუეს: ბნელი: გუმართებს: დღე: კრულთა: რათგან: მზე: მიგვიდრკა: ცისა:

822. რა: მეფემან: დიდებულნი: ნახნა: სულთქმით: შემოსტირნა: უთხრა: ხედავთ: მზემან: ჩვენმან: შუქნი: სრულად: დაგვიძვირნა: რა: ვაწყინეთ: რა: შევსცოდეთ: რად: დაგუყარნა: რად: გაგუწირნა: სპანი: მისგან: დაჭირულნი: ვინმცაღა: ვით: დაგვიჭირნა:

823. ყოვლნი: ტიროდეს: მოთქმიდეს: მერმე: დაწყნარდეს: გვიანად: მეფემან: ბრძანა: იკითხეთ: მარტოა: ანუ: ყმიანად: მოვიდა: მონა: შერმადინ: მოშიშრედ: სირცხვილიანად: ანდერძი: ჰკადრა: ატირდა: სიცოცხლე: უჩნდა: ზიანად:

824. მოახსენა: საწოლს: ვჰპოვე: ესე: მისგან: დანაწერი: დგეს: მონანი: ნატირებნი: დაეგლიჯა: თმა: და: წვერი: იგი: მარტო: გაპარულა: ყმა: არ: ახლავს: არცა: ბერი: მე: თუ: მამკლავთ: მემართლებით: სიცოცხლე: მჭირს: შეუფერი:

825. რა: ანდერძი: წაიკითხეს: კულავ: ატირდეს: დიდი: ხანი: მერმე: ბრძანა: მხიარულსა: ნუ: ჩაიცმენ: ჩემნი: სპანი: ვამლოცვინოთ: დავრდომილნი: ობოლნი: და: ქურივნი: სხუანი: შევეწივნეთ: მშვიდობისა: ნუთუ: ღმერთმან: მშვიდობისა: მისცეს: გზანი:

აქა მეორედ წასულა ავთანდილისაგან და ტარიელის შეყრა:

826. მთვარე: მზესა: მოეშორვოს: მოშორვება: გაანათლებს: რა: იახლოს: შუქი: დასწვავს: გაეყრების: ვერ: იახლებს: მაგრამ: ვარდსა: უმზეობა: გააჴმობს: და: ფერსა: აკლებს: ჩვენ: ვერ: ჭვრეტა: საყუარლისა: ჭირსა: ძველსა: გაგვიახლებს:

827. აწყა: დავიწყებ: ამბავსა: მის: ყმისა: წამავლობასა: მივა: და: მისტირს: გულ: მდუღრად: ვერ: ვიტყვი: ცრემლთა: მცრობასა: წამწამ: დაბრუნდის: იაჯდის: მისთვის: მზისავე: მზობასა: უჭურეტდის: თვალნი: ვერ: მოხსნის: თუ: მოხსნის: მიხდის: ცნობასა:

828. რა: მიეახლის: დაბნედად: ვერ: ჴელყვის: გაძრვად: ენისად: მაგრამ: სდის: ცრემლი: თვალთაგან: მგზავსად: დიჯლისა: დენისად: ზოგჯერ: დაბრუნდის: იაჯდის: ღონედ: პატიჟთა: თმენისად: რა: გაემართის: არ: იცის: მას: თუ: სად: არბევდის: ცხენი: სად:

829. თქუა: მზეო: შენი: შორს: მყოფი: კრულია: ვინცა: დადუმდეს: რადგან: შენ: დაგრჩა: გონება: გული: შენკენვე: დაბრუნდეს: თვალთა: მტირალთა: შეხედვა: შენივე: სწადდეს: და: უნდეს: სჯობს: საყუარელსა: მოყუარე: რაზომცა: დაუზაბუნდეს: