... (S-4499), XVII ს.

754. ყმამან: უთხრა: შენთვის: წყრომა: მემცა: დია: დამიმძიმდა: მაგრა: ქრთამი: რადღა: გმართებს: გაიცინნა: გაცაღიმდა: შენ: ადამი: გაგიმეშდა: არ: თუ: მეში: გიადიმდა: რა: აქიმი: დასნეულდეს: მისთვის: ვინღა: გააქიმდა:

755. მოახსენა: კულავ: ვაზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს: მოიწყრომებს: შეცამინდობსნუთუ: გული: გაიწმინდოს: შენ: რასა: იქ: ესე: მოთხარ: ჩემი: ჭმუნვა: გაიდიდოს: ჴამსცა: კაცმან: სასიკუდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს:

756. ყმამან: უთხრააღარ: წასლვა: არ: ეგების: ჩემგან: აროს: იადონი: მაშინ: მოკუდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს: ჴამს: უძებნოს: ცვარი: წყლისა: მისთვის: თავი: ყოვლგან: აროს: ვერ: უპოვოს: რა: ქნას: ანუ: გული: რათა: დაიწყნაროს:

757. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავსძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა: მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვირჩევ: მათთანა: რბოლასა: ასრე: გასრულსა: რად: მნუკავს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა: სჯობს: უყოლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა:

758. მოვახსენებ: ერთხელ: კულაცა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების: ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწვის: და: ვით: ენთების: არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების: მე: თუ: მოვჰკვდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გაჰქარდების:

759. მოიუბნეს: ვეზირმან: ქნა: ჭამა: სმანი: მათნი: ფერნი: უმასპინძლა: ძღვენი: უძღვნა: შვენიერსა: შვენიერნი: მისნი: ყმანი: ავეავსნა: მოყმენი: თუნდა: ბერნი: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წვერნი:

760. შეკრა: წითელი: ასი: ათასი: პირად: მზემან: და: ტანად: სარომან: ათასი: თვალი: ლალ: იაგუნდი: ფერად: არ: მათმან: საუარომან: სამასი: თავი: სტავრა: ატლასი: უხვმან: არ: მიუმხვდარომან: კაცი: გაგზავნა: ვეზირთან: ესე: ყველაი: მისთვის: არო: მან:

761. შესთუალა: თუ: რაცა: გმართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო: ვალთა: შენთა: გარდასაჴდლად: რა: ნაცვალი: მოვიგონო: თუღა: დავრჩე: შენთვის: მოვკვდე: თავი: ჩემი: დაგამონო: სიყუარული: სიყუარულსა: შეგიცუალო: შეგიწონო:

762. მე: ვითა: ვთქუა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი: კაცი: იყო: საქმისაცა: შესაფერი: შესატყუისი: ასრე: უნდა: მოხმარება: გავიდოდეს: ვისცა: ვისი: ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი: აქა: ავთანდილისაგან: შერმადინის: საუბარი: ოდეს: გაიპარა:

763. შერმადინს: ეტყუის: უბრძანებს: პირმზე: ნათელთა: მფენელი: ესე: დღე: არის: იმედი: ჩემის: გულისა: მლხენელი: შენგან: თავისა: შენისა: საჩემოდ: გამომჩენელი: მქებრად: ამბისა: მათისა: ჴამს: მკითხავი: და: მსმენელი:

764. იტყუის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყვა: მომისმინა: მან: არ: იცის: რათა: ვინა: და: სულ: დგმული: ვისგან: ვინა: უმისომცა: ნუ: ცოცხალ: ვარ: ნურცა: გარე: ნურცა: შინა: რაცა: საქმე: უსამართლო: ღმერთმან: ვისმცა: შეარჩინა:

765. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არ: სათუობს: ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღმერთსა: ჰგმობს: და: აგრე: ცრუობს: გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქვამს: ვაებს: უშობს: ვასცა: არას: არ: იახლებს: ერიდების: კრთების: შუობს:

766. ოდეს: ბრძენმან: გაიგონოს: მინდორთ: და: მთით: და: გორით: მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით: ერთად: ვთქუენით: გაუყრელად: მათი: არა: გავაორით: მოყუარესა: მოყურისაგან: მოგონება: უნდა: შორით:

767. სამი: არის: მოყვრისაგან: მოყვრობისა: გამოჩენა: პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა: მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა: გავლენა: და: მოჴმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა:

768. მან: გამისრულა: ყუელაი: ესე: წესი: და: რიგები: აწ: ჩემგან: მართებს: მუქაფა: მის: ჭირსა: შევერიგები: თუ: ვერა: ვარგო: მისთანა: მეცა: წასადმე: ვიგები: ხარ: რაზომ: ფერი: სოფელო: არვისგან: არ: შეიგები:

769. რადღა: ვაგრძელებ: სიტყუასა: ჟამია: შემოკლებისა: აწ: გაპარვაა: წამალი: ამ: გულის: დაწყლულებისა: რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვირემ: დრო: გქონდეს: ხლებისა: შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა:

770. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე: სიკეთით: და: უშურობით: მებ: ეგრეცა: ააზადე: სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სამსახური: აქანამდის: კულავცა: უფრო: გააკულადე:

771. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების: ერთგულთათვის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიმცა: შენი: კუდების: შემოვიქცე: შენი: ჩემგან: ვალი: კარგად: გარდიხდების: პატრონისა: სამსახური: არაოდეს: არ: წაჴდების:

772. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინსა: თვალთა: სდინდი: მოახსენა: მარტოობით: ჭირსა: რადმცა: შევუშინდი: მაგრა: რა: ვჰქნა: უშენომან: დამეცემის: გულსა: ბინდი: წამიტანე: სამსახურად: მოგეჴმარო: რაცა: გინდი:

773. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი: ვის: ასმია: პატრონისა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი: დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქნები: აქა: ფლიდი: მან: უბრძანა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღვრიდი: