... (S-4499), XVII ს.

850. ესე: არაკი: მართალი: ჩინეთს: ქვაზედა: სწერია: ვინ: მოყუარესა: არ: ეძებს: იგი: თავისა: მტერია: აწ: ზაფრანია: ვის: წინას: ვერ: ვარდი: ჰგვანდის: ვერ: ია: თუღა: მონახავ: მონახე: ჰქენ: რაცა: შენი: ფერია:

851. ყმამან: უთხრა: უმართლე: ხარ: არ: მამართლო: მდურვად: მისად: მაგრა: გაბჭე: რა: მიქნია: სამსახური: ტყუისა: ტყუისად: გამოჭრილვარ: სახლით: ჩემით: ვით: ირემი: ძებნად: წყლისად: მას: ვეძებ: და: მას: ვიგონებ: ვიარები: ველთა: ვლისად:

852. ბროლსადაფნი: მარგალიტსა: ლალის: ფერსა: სცვენ: და: ბურვენ: მას: მოვშორდი: ვერ: ვიახლენ: ვერ: ვისურვენ: ვერ: ვასურვენ: გამოპარვით: წამოსლუითაჩემნი: მზრდელნი: მოვიმდურვენ: ნაცულად: მათთა: წყალობათა: გულნი: მათნი: მოვაურვენ:

853. პატრონი: ჩემი: გამზრდელი: ღმერთი: დიდად: ცხოველი: მორჭმული: ტკბილი: მოწყალე: ცა: წყალობისა: მთოველი: მას: უორგულე: წამოველ: მართ: დავივიწყე: ყოველი: მისი: შემცოდე: მღრთისაგან: კარგსა: აღარას: მოველი:

854. ესე: ყველაი: ასრე: მჭირს: დაო: ბედითა: მისითა: არ: უტყუვე: მოსრულვარ: მგზავრი: ღამით: და: დღისითა: აწ: იგი: სადმე: წასულა: ვიწვი: ცეცხლითა: ვისითა: ცუდ: მაშურალი: და: მტირალი: ქუე: ზის: პირითა: მქისითა:

855. დაო: მეტსა: საუბარსა: აღარ: მომცემს: ჟამი: და: დრო: არ: ვინანი: გარდასრულსა: ბრძენთა: სიტყვა: დავაღადრო: წავალ: ვეძებ: ანუ: ვჰპოვებ: ან: სიკვდილი: მოვიადრო: ბედი: მიზამს: ეზომ: თურე: მიკვეთს: ღმერთსა: რაღა: ვჰკადრო:

856. ამის: მეტი: აღარა: თქუა: ატირდა: და: წამოვიდა: ქუაბი: ჩავლო: წყალსა: გაჴდა: შამბი: ჩავლო: ველს: გავიდა: ქარი: ველთა: მონაქროლი: ლალის: ფერსა: ვარდსა: ზრვიდა: რად: მიმეცო: ამა: ჭირსა: ბედსა: ამას: უზრახვიდა:

857. იტყუის: ღმერთო: რა: შეგცოდე: შენ: უფალსა: არსთა: მხედსა: რად: გამყარე: მოყვარეთა: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: ერთი: ორთა: მგონებელი: ვარ: საქმესა: წარსაწყმედსა: მოვჰკუდე: თავი: არ: მეწყალვის: სისხლი: ჩემი: ჩემსა: ქედსა:

858. მოყვარემან: ვარდის: კონა: გულსა: მკრა: და: დამიწყლულა: იგი: ფიცი: ჩემგან: სრული: მან: აღარა: გამისრულა: მას: თუ: გამყრი: საწუთროო: ჩემი: ლხინი: გარდასრულა: სხვა: მოყუარე: თვალთა: ჩემსა: გაკიცხულა: გაბასრულა:

859. კულავ: იტყუის: მიკუირს: ნაღველი: კაცისა: მე: ჭკუიანისა: ცუდ: მჭმუნვარებდეს: რას: არგებს: ნაკადი: ცრემლთა: ბანისა: სჯობს: გამორჩევა: აზრობა: საქმისა: დასაგვანისა: აწ: მეცა: მიჯობს: მონახვა: მის: მზისა: ლერწამ: ტანისა:

860. ყმა: გაემართა: საძებრად: მტირალი: ცრემლთა: მფქუეველი: ეძებს: უძახის: უყივის: დღეებრ: ღამეთა: მთეველი: სამ: დღემდი: მოვლო: მრავალი: ჴევი: შამბნარი: ტყე: ველი: ვერ: ჰპოვა: მივა: მჭუნვარე: ვერას: ამბისა: მცნეველი:

861. იტყუის: ღმერთო: რა: შეგცოდე: ეგზომ: დიდი: რა: გაწყინე: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: რა: სასჯელი: მომივლინე: გამკითხველო: გამიკითხე: აჯა: ჩემი: შეისმინე: დაამოკლე: დღენი: ჩემნი: ჭირნი: ამით: მამილხინე:

აქა პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა:

862. მივიდოდა: მიუბნობდა: ყმა: მტირალი: ფერ: შეცვლილი: ქედსა: რასმე: გარდაადგა: ველი: აჩნდა: მზიან: ჩრდილი: ნახა: შავი: შამბთა: პირსა: დგა: სადავე: უკუ: ყრილი: თქუა: უცილოდ: იგიაო: არა: უნდა: ამას: ცილი:

863. რა: შეხედნა: ყმასა: გულმან: გაუფეთქნა: გაუნათდა: აქა: ლხინი: დაღრეჯილსა: უათასდა: არ: უათდა: ვარდმან: ფერი: განანათლა: ბროლი: ბროლდა: სათი: სათდა: ვით: გრიგალმან: ჩაირბინა: არ: მოსცალდა: მჭურეტად: მათდა:

864. რა: ტარიელ: დაინახა: გაღანამცა: დაეღრიჯა: ახლოს: მყოფი: სიკუდილისა: ჯდა: და: პირი: დაებღნიჯა: საყელონი: გარდეხივნეს: თავი: სრულად: გაეგლიჯა: მას: აღარა: შეესმოდა: სოფლით: გაღმა: გაებიჯა:

865. ერთკე: უც: ლომი: მოკლული: და: ჴრმალი: სისხლმოცხებული: კულა: ერთკენ: ვეფხი: უსულო: მკუდარი: ქვედანარცხებული: მას: წყაროსაებრ: თვალთაგან: ცრემლი: სდის: გაფიცხებული: მუნ: გარე: გულსა: უნთებდა: ცეცხლი: მცხინვარე: ცხებული:

866. თვალთა: ახმადცა: ზარედვა: სრულად: მიჴდოდა: ცნობასა: მიახლებოდა: სიკვდილსა: მოშორვებოდა: ნობასა: ყმა: სახელდობით: უყივის: ლამის: სიტყვითა: კრთობასა: ვეღარ: ასმინა: გარდიჭრა: ძმა: გამოაჩენს: ძმობასა:

867. ჴელითა: ცრემლსა: უწურავს: თვალთა: ავლებდა: სახელსა: ახლოს: უზის: და: უყივის: მართ: სახელდობით: სახელსა: ეტყუის: ვერ: მიცნობ: ავთანდილს: შენთვის: გაჭრილსა: და: ჴელსა: მას: არა: დია: შეესმის: რეტსა: თვალ: დაუფახველსა:

868. ესე: ყუელაი: ასრეა: რაცა: აწ: ჩემგან: თხრობილა: ცრემლნი: მოსწურნა: თვალთაგან: ცოტადრე: მოაცნობილა: მაშინღა: იცნა: აკოცა: მოეჭდო: მოეძმობილა: ვიმოწმებ: ღმერთსა: ცხოველსა: მათებრივ: არა: შობილა: