... (S-4499), XVII ს.

793. თუ: საწუთრომან: დამამჴოს: ყოველთა: დამამჴობელმან: ღარიბი: მოვკვდე: ღარიბად: ვერ: დამიტიროს: მშობელმან: ვეღარ: შემსუდრონ: მოყუისთა: და: ვერცა: მისანდობელმან: მუნ: შემიწყალოს: თქუენმავე: გულმან: მოწყალე: მლმობელმან:

794. მაქუს: საქონელი: ურიცხვი: ვერუისგან: ანაწონები: მიეც: გლახაკთა: საჭურჭლე: ათავისუფლე: მონები: შენ: დაამდიდრე: ყოველი: ობოლი: არას: მქონები: მიღუწიან: მამიგონებენ: დამლოცვენ: მოვეგონები:

795. ღმერთსა: მვედრებდა: მრავალი: გლახაკი: გულ: მხურვალები: დამჴსნას: ჴორცთა: და: სოფელსა: ნუმცა: რად: შევიცვალები: კულავ: ცეცხლი: ჯოჯოხეთისა: ნუმცა: მწვავს: იგი: ალები: მომცეს: მკვიდრივე: მამული: მუნ: ჩემი: სასურვალები:

796. დამხსნას: ბნელი: და: შემმოსოს: ნათელი: ზესთა: ზენისა: მუნ: დამაუნჯოს: წამალი: სადა: ძეს: სულთა: ლხენისა: ჩემი: არ: ჰქონდეს: შეძლება: სოფლისა: მღილთა: კბენისა: ფრთენი: მამესხნენ: და: ძალი: მომეცეს: აღმაფრენისა:

797. რაცა: თქუენთვინ: არ: ვარგიყოს: საჭურჭლესა: დასადებლად: მიეც: ზოგი: ჴანაგათა: ზოგი: ჴიდთა: ასაგებლად: ნურა: ნუ: გშურს: საქონელი: ჩემი: ჩემთვის: წასაგებლად: შენგან: კიდევ: არვინ: მივის: ცეცხლთა: ჩემთა: დამავსებლად:

798. ამას: იქით: ჩემგან: ჩემი: ამბავიცა: არ: გეცნევის: ამად: გვედრებ: სულსა: ჩემსა: წიგნი: გკადრებ: არ: გეთნევის: არას: გარგებს: ეშმაკისა: საქმეთაგან: დაეძლევის: შემინდევ: და: შემივედრე: მკუდარსა: რაღა: გარდმეჴდევის:

799. გვედრებ: მეფეო: შერმადინს: მონასა: ჩემსა: რჩეულსა: ნაკად: აქუს: ჭირი: სამისოდ: ამ: წელიწადსა: წლეულსა: ნუგეშინისეც: წყალობით: ჩემგან: წყალობა: ჩვეულსა: ნუ: დაადინებ: თვალთაგან: ცრემლსა: სისხლითა: ფრქვეულსა:

800. დასრულდა: ჩემი: ანდერძი: ჩემგან: ნაწერი: ჴელითა: აჰა: გამზრდელო: მოგშორდი: წაველ: გულითა: ხელითა: ნუ: სჭმუნავთ: ჩემთვის: მეფენი: ნუ: ხართ: მოსილნი: ბნელითა: სუფევითამც: ხარ: თავითა: მტერთაგან: საკრძალველითა:

801. მისცა: ანდერძი: შერმადინს: რა: გაათავა: წერითა: უთხრა: ჰკადრეო: მეფესა: საქმითა: მეცნიერითა: შენ: დაგამეტებს: ვერავინ: მსახურებითა: ვერითა: მოეხვია: და: ატირდა: ცრემლითა: სისხლთა: ფერითა:

802. ყმა: შეეკაზმა: წასავლად: ცრემლითა: მოერწყო: ველი: მზე: წავიდოდა: დაეცა: არაბეთს: ბინდი: ყოველი: ჴამს: შეპოვნება: მაღლისა: ვინცა: არს: ჭირსა: მოველი: მიზგითას: მივა: ღ~თისაგან: გამარჯვებისა: მთხოველი:

ლოცვა ავთანდილისაგან მასჯითას და გაპარვა:

803. ილოცავს: იტყვის: მაღალო: ღმერთო: ჴელთა: და: ცათაო: ზოგჯერ: მამცემო: პატიჟთა: ზოგჯერ: კეთილთა: მზათაო: უცნაურო: და: უთქმელო: უფალო: უფლებათაო: მომეც: დათმობა: სურვილთა: მფლობელო: გულის: თქმათაო:

804. ღმერთო: ღმერთო: გეაჯები: რომელი: ჰფლობ: ქვენათ: ზესა: შენ: დაბადე: მიჯნურობა: შენ: აწესებ: მისსა: წესსა: მე: სოფელმან: მამაშორვა: უკეთესსა: ჩემსსა: მზესა: ნუ: აღმოჰფხვრი: სიყუარულსა: მისგან: ჩემთვის: დანათესსა:

805. ღმერთო: დიდად: მოწყალეო: არვინ: მივის: შენგან: კიდე: შენგან: ვითხოვ: შეწევნასა: რაზომსაცა: გზასა: ვლიდე: მტერთა: ძლევა: ზღვათა: ღელვა: ღამით: მავნე: გამარიდე: თუღა: დავრჩე: გმსახურებდე: შენდა: მსხვერპლსა: შევსწირდე:

806. რა: ილოცა: ცხენსა: შეჯდა: მალვით: კარნი: გაიარნა: შერმადინცა: დააბრუნა: საბრალომან: ცრემლნი: ღვარნა: ყმა: ტირს: და: მკერდსა: იცემს: სისხლმან: მისმან: კლდენი: ღარნა: პატრონისა: ვერა: მჭურეტმან: ყმამან: რამცა: გაიხარნა:

807. მოსთქვამს: და: იტყუის: ვაი: მზეო: შენი: ადგილი: ჩრდილდები: შენ: მოგეშორე: დაღამდა: ჩემთვის: აღარა: დილდების: მე: მანდით: მესურის: ისარი: ერთიცა: არ: ამცილდების: გამყარე: ლხინა: სოფელმან: აწ: თვალთა: ცრემლი: მილდების:

808. აწ: ამბავი: სხუა: დავიწყო: მისვე: ყმისა: წამავალსა: არ: შეექნა: დარბაზობა: მას: დღეს: როსტანს: გულ: გამწყრალსა: რა: გათენდა: ქუში: ადგა: ჰგავს: თუ: ადენს: პირით: ალსა: ჴმობა: ბრძანა: ვეზირისა: მიიყუანდეს: შიშით: მკრძალსა:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა:

809. რა: ვეზირი: მოწიწებით: დარბაზს: ნახა: შემოსრული: როსტან: უთხრა: არა: მახსოვს: გუშინდელი: შენგან: თქმული: მაწყინე: და: გამარისხე: ვერ: დავიღე: დიდხანს: სული: აზომ: რომე: გაგათრივე: შენ: ვეზირი: გულისგული:

810. თურა: მახსოვს: რად: უნდოდა: ისრე: ავად: რად: გაგხადე: მართლად: უთქუამს: მეცნიერთა: წყენააო: ჭირთა: ბადე: არ: ვის: მართებს: სამძიმარი: საქმე: ხოლმე: გაიცადე: აწ: მითხარ: თუ: რას: მეტყოდი: თქვი: და: სიტყუა: გააკვლადე: