... (S-4499), XVII ს.

869. უთხრა: ძმაო: არ: გიტყუვე: გიყავ: რაცა: შემოგფიცე: გნახე: სულთა: გაუყრელმან: ფიცი: ასრე: დავამტკიცე: აწ: დამეხსენ: სიკუდილამდის: ვიტირო: და: თავსა: ვიცე: მაგრამ: გვედრებ: დამარხვასა: მჴეცთა: საჭმლად: არ: მივიცე:

870. ყმამან: უთხრა: რაშიგან: ხარ: შენ: საქმესა: რად: იქ: ავსა: ვინ: მიჯნური: არ: ყოფილა: ვის: საჴმილი: არა: სწვავსა: ვის: უქნია: შენი: მგზავსი: სხუათა: კაცთა: ნათესავსა: რად: სატანას: წაუღიხარ: რად: მოიკლავ: ნებით: თავსა:

871. თუ: ბრძენი: ხარ: ყოვლნი: ბრძენნი: აპირებენ: ამა: პირსა: ჴამს: მამაცი: მამაცური: სჯობს: რაზომცა: ნელად: ტირსა: ჭირსა: შიგან: გამაგრება: ასრე: უნდა: ვით: ქვიტკირსა: თავისისა: ცნობისაგან: ჩავარდების: კაცი: ჭირსა:

872. ბრძენი: ხარ: და: გამორჩევა: არა: იცი: ბრძენთა: თქმულებ: მინდორს: სტირ: და: მჴეცთა: ახლავ: არას: წადილსა: აისრულებ: ვისთვის: ჰკუდები: ვერ: მიხუდები: თუ: სოფელსა: მოიძულებ: თავსა: მრთელსა: რად: შეიკრავ: წყლულსა: ახლად: რად: იწყლულებ:

873. ვინ: არ: ყოფილა: მიჯნური: ვის: არ: საჴმილნი: სდებიან: ვის: არ: უნახვან: პატიჟნი: ვინ: ვისთვის: არა: ბნდებიან: მითხარ: უსახო: რა: ქნილა: სულნი: რად: ამოგჴდებიან: არ: იცი: ვარდნი: უეკლოდ: არავის: მოუკრებიან:

874. ვარდსა: ჰკითხეს: ეგზომ: ტურფა: რამა: შეგქმნა: ტანად: პირად: მიკუირს: რად: ხარ: ეკლიანი: პოვნა: შენი: რად: არს: ჭირად: მან: თქუა: ტკბილსა: მწარე: ჰპოებს: სჯობს: იქნების: რაცა: ძვირად: ოდეს: ტურფა: გაიეფდეს: არღარა: ღირს: არცა: ჩირად:

875. რადგან: ვარდი: ამას: იტყუის: უსულო: და: უასაკო: მაშა: ლხინსა: ვინ: მოიმკის: პირველ: ჭირთა: უმუშაკო: უბოროტო: ვის: ასმია: რაცა: საქმე: საეშმაკო: რად: ემდურვი: საწუთროსა: რა: უქმნია: უარაკო:

876. ისმინე: ჩემი: თხრობილი: შეჯე: წავიდეთ: ნებასა: ნუ: მიჰყოლიხარ: თავისა: თათბირსა: გაგონებასა: რაცა: არ: გწადდეს: იგი: ქენ: ნუ: სდევ: წადილთა: ნებასა: ასრე: არ: სჯობდეს: რად: გეტყვი: რად: მეჭუ: რასაცა: თნებასა:

877. მან: უთხრა: ძმაო: რა: გითხრა: ძვრაცა: არ: ძალმიც: ენისა: ძალი: არა: მაქვს: ხელქმნილსა: შენთა: სიტყუათა: სმენისა: ადვილად: გიჩანს: მოთმენა: ჩემთა: სასჯელთა: თმენისა: აწ: მივსწურვილვარ: სიკუდილსა: დრო: მომეახლა: ლხენისა:

878. ამას: მოკუდავი: ვილოცავ: აროდეს: ვიტყუი: არ: ენით: აქა: გაყრილნი: მიჯნურნი: მუნამცა: შევიყარენით: მუნ: ერთმანერთი: კულავ: ვნახნეთ: ნახვითა: გავიხარენით: მო: მოყვარეთა: დამმარხეთ: მიწანი: მომაყარენით:

879. საყუარელმან: საყუარელი: ვით: არ: ნახოს: ვით: გაწიროს: მისკენ: მივალ: მხიარული: მერმე: იგი: ჩემ: კერძ: იროს: მივეგებვი: მომეგებოს: ამიტირდეს: და: ამატიროს: ჰკითხე: ასთა: ქენ: გულისა: რა: გინდ: რა: ვინ: გივაზიროს:

880. მართ: გარდაწყუეტით: იცოდი: გეტყვი: მართალსა: პირასა: სიკუდილი: მახლავს: დამეხსენ: ხანსაღა: დავჰყოფ: მცირასა: რომ: ცოცხალ: ვიყო: რას: მაქნევ: რა: დავრჩე: ჴელსა: მჴდი: რასა: დამშლიან: ჩემი: კავშირნი: შევრთვივარ: სულთა: სირასა:

881. რა: სთქუი: რას: იტყუი: არ: მესმის: არცა: მცალს: სმენად: მაგისად: სიკუდილი: მახლავს: ხელქნილსა: სიცოცხლე: არის: წამისად: აწ: გამიარმდა: სიცოცხლე: მეტად: ყოვლისა: ჟამისად: მუნ: მეცა: მივალ: ცრემლისა: მიწყივ: მიწად: და: ლამი: სად:

882. ბრძენი: ვინ: ბრძენი: რა: ბრძენი: ხელი: ვითა: იქს: ბრძნობასა: ეგ: საუბარი: მაშინ: ჴამს: თუმცაღა: ვიყავ: ცნობასა: ვარდი: ვერ: არის: უმზეოდ: იყოს: დაიწყებს: ჭკნობასა: მაწყენ: არა: მცალს: დამეხსენ: არცაღა: ვახლავ: თმობასა:

883. კულა: ეუბნების: ავთანდილ: სიტყუითა: მრავალფერითა: ეტყუის: თუ: მოჰკუდე: რას: არგების: ქცევითა: მაგ: ოხერითა: ნუ: იქ: არა: სჯობს: საქმითა: ნუ: ხარ: თავისა: მტერითა: ვერ: წაიყუანა: ვერა: ქნა: სიტყუითა: ვერა: ვერითა:

884. მერმე: უთხრა: აჰა: რათგან: არ: მამისმენ: არას: არა: აღარ: გაწყენს: ენა: ჩემი: აქამდისცა: ცუდად: მცთარა: თუ: სიკუდილი: გიჯობს: მოჰკუე: ვარდი: დაჭკნეს: დაცამჭკნარა: ერთსა: რასმე: გეაჯები: მიყავ: ცრემლი: ამდუღარა:

885. სადა: ინდონი: ბროლ: ვარდსა: სარვენ: გიშრისა: სარითა: მას: მოვეშორვე: წამოვე: სიჩქარით: არ: სიწყნარითა: ვერ: დამიჭირა: მეფემან: მშობლურად: საუბარითა: შენ: არ: შემიყრი: გამიყრი: აწ: ჩემი: ლხინი: ვთქვა: რითა:

886. ნუ: გამგზავნი: გულმოკლულსა: ერთი: მიყავ: საწადელი: ერთხელ: შეჯე: ცხენოსანი: გნახო: ჩემი: სულთა: მდგმელი: ნუთუ: მაშინ: მოვიქარვო: სევდა: ესე: აწინდელი: მე: წავალ: და: შენ: დაგაგდებ: იქნას: შენი: საწადელი:

887. ეხუეწებოდა: შეჯეო: აჯას: ხვეწნითა: არვებდა: იცოდა: რომე: შეჯდომა: კაეშანს: მოაქარვებდა: ლერწმისა: სარსა: დასდრეკდა: გიშერსა: დააკარვებდა: დაიმორჩილა: იამა: არ: ივაგლახა: არ: ვებდა:

888. ცხადად: უთხრა: შევჯდებიო: მოიყუანე: ცხენი: წინა: მან: მოგუარა: წყნარად: შესვა: არ: სიჩქარით: ააქშინა: მინდორთაკენ: წაიყვანა: ტანი: მჭევრი: აძრუევინა: ხანი: წავლეს: სიარულმან: მოჯობება: დააჩნინა: