... (S-4499), XVII ს.

695. ყმა: მხიარული: წყლიანი: დაიჩენს: არ: სიმძიმილსა: მისნი: კბილნი: და: ბაგენი: დაიშვენებდეს: ღიმილსა: რა: მოიშორო: მოყუარე: თვალთაგან: დასდები: მილსა: მუნით: ადენდი: წყაროსა: სოფლისა: დასაწვი: მილსა:

696. მათ: მიხუდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა: ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა: მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღვისაცა: მეტის: მეტითა: იტყუის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვაი: ჩემთა: სისხლთა: ხურეტითა:

697. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამად: ილებს: რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს: რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს: მის: მოყურისა: მოშორება: აწ: აბინდებს: არ: აჩრდილებს:

698. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწვი: ქნის: ღარად: და: ღარად: იტყუის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: მიკუირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად: ვირე: ვნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად:

699. ვინ: უწინ: ედემს: ნაზარდი: ალვა: მრწყო: დამრგო: მახია: დღეს: საწუთრომან: ლახუარსა: მიმცა: დამნასა: მახია: დღეს: გული: ცეცხლსა: უშრეტსა: დაბმითა: და: ამახია: აწყა: ვცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია:

700. ამას: მოსთქუამს: ცრემლსა: აფრქუევს: ათრთოლებს: და: აწანწარებს: გულამოსკვნით: ოხვრასულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს: საყუარლისა: სიახლესა: მოშორვება: გაამწარებს: ვაი: საწუთრო: ბოლოდ: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს:

701. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების: მაგრა: ახლავს: გონებითა: საყუარელსა: არ: მოსწყდების: ვით: მწვანვილსა: თრთვილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების: ხედავთ: ვარდსა: უმზეობა: როგორ: ადრე: დააჩნდების:

702. საწოლს: მჯდომმან: პირსა: ცემით: ია: ბღუჯოს: ვარდი: კონოს: გულსა: იდებს: იტყუის: კაცმან: ჭირი: ლხინსა: შეაწონოს: ჭირმან: სძლიოს: გაძლება: ჴამს: ჭირი: სთმოს: და: ჟამთა: მონოს: ვით: ქონება: არ: იმადლოს: მას: სხვა: ღმერთმან: რამც: აქონოს:

703. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი: გული: ჟამჟამად: ყოველთა: ჭირთ: მომთმო: ლხინთა: მდომელი: გული: ბრმა: ურჩი: ხედვისა: თვით: ვერას: ვერ: გამზომელი: ვერცა: ჰპატრონობს: სიკუდილი: ვერცა: პატრონი: რომელი:

704. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყუანი: საგულისონი: მან: მარგალიტნი: მოიხვნა: მის: მზისა: სამეყვისონი: მის: მზისა: მკლავსა: ნაბამნი: მათ: კბილთა: შესატყვისონი: პირსა: დასდვა: აკოცა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი:

705. რა: გათენდა: კაცი: მოვა: მამკითხავი: დარბაზს: მჴმობი: ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილ: ნაკრთობი: ერთმანერთსა: ეჯავრიან: დგას: მჭურეტელთა: ჯარი: მსწრობი: მეფე: მინდორს: ეკაზმოდა: მოემზადა: დაბდაბნობი:

706. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქუმოდა: ქოს: დაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყვა: არ: ისმოდა: მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: რბოლა: მიდამოდა: მას: დღეს: მათგან: დანაჴოცი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა:

707. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი: შეიტანნეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი: დაჯდა: დახუდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი: ჴმასა: სცემდეს: ჩანგი: ჩაღანასა: მომღერალნი: იყვნეს: სრულნი:

708. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ჰკითხვიდა: ეუბნებოდა: ბაგეთა: გასჭვირს: ბროლ: ლალი: და: კბილთათ: ელვა: ჰკრთებოდა: ახლოს: სხდეს: ღირსნი: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელოდ: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა:

709. ყმამან: რაცა: არვის: უთხრის: კითხვად: ვინმცა: გამუპირდა: მართალაა: თუ: საუბარსა: აძვირებსა: ძვირად: ღირდა: სმა: გარდაჴდა: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: მიცასჭირდა: ვეღარ: გასძლო: გულ: მისი: აჩქარდა: და: აუტირდა:

710. თქუა: ამა: ჟამსა: წუხელის: მე: დილა: გამთენებოდა: მუნ: ვიყავ: სადა: სამყაროს: ღაწუთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: აწ: სიშორისა: მამლოდე: გულიმცა: მისთვის: კვდებოდა: მზემან: რა: მისცა: სინათლე: თუ: მთვარე: გაეყრებოდა:

711. ყმა: მივიდა: გულმოკლული: ცრემლი: ველთა: მოედინა: მართ: მისივე: სიყვარული: უარებდის: თვალთა: წინა: ზოჯერ: ადგის: ზოგჯერ: დაწუის: ხელსა: რადმცა: დაეძინა: რაც: ა: აჯა: დათმობისა: გულმან: ვისმცა: მოუსმინა:

712. ტირს: იტყვის: გულსა: სალხინო: რამცაღა: დაუსახეო: მოგშორდი: ედემს: ნაზარდო: ტანო: ლერწამო: და: ხეო: შენთა: მჭურეტელთა: ნიშატო: ვერ: მჭურეტთა: სავაგლახეო: ცხადად: ნახვასა: არ: ღირს: ვარ: ნეტარმცა: სიზმრად: გნახეო:

713. ამას: მოსთქმიდის: ტირილით: რწყავს: საგუბრითა: საროთა: კულავ: გულსა: ეტყუის: დათმობა: ჰგვანდეს: სიბრძნისა: წყაროთა: არ: დავსთმოთ: რა: ვქმნათ: სევდასა: მითხარ: რა: მოუგვაროთა: თუ: ლხინი: გვინდა: ღმრთისაგან: ჭირნიცა: შევიწყნაროთა:

714. კულა: იტყვის: გულო: რაზომცა: გაქუს: სიკუდილისა: წადება: სჯობს: სიცოცხლისა: გაძლება: მისთვის: თავისა: დადება: მაგრამ: დამალე: არ: გიჩნდეს: შენი: ცეცხლისა: კულად: დება: ავად: შეჰფერობს: მიჯნურსა: მიჯნურობისა: ცხადება: