... (S-4499), XVII ს.

947. გაიყარნეს: ტირილით: პირსა: ხოკით: თმათა: გლეჯით: ერთი: აღმა: ერთი: ჩაღმა: უგზოდ: მივლენ: შამბთა: ეჯით: ვირე: უჩნდა: ერთმანერთი: იზახდიან: პირსა: ბღნეჯით: იგი: ნახნეს: დაღრეჯილნი: მზე: დაიღრეჯს: მისის: ღრეჯით:

აქა წასულა ავთანდილისაგან ფრიდონოსას მულღაზანზარს:

948. ვაი: სოფელო: რაშიგან: ხარ: რას: გვაბრუნვებ: რა: ზნე: გჭირსა: ყოვლი: შენი: მონდობილი: ნიადაგმცა: ჩემებრ: ტირსა: სად: წაიყვან: სადაურსა: სად: აუფხვრი: სადათ: ძირსა: მაგრამ: ღმერთი: არ: გასწირავს: კაცსა: შენგან: განაწირსა:

949. ავთანდილ: მისი: გაყრილი: ტირს: ჴმა: უწუდების: ცათამდის: იტყუის: თუ: ღუარი: სისხლისა: კულაცა: მდენია: კულაცა: მდის: აწ: აგრე: გაყრა: ძნელია: ვით: მაშინ: შეყრა: ცათამდის: კაცი: არ: ყუელა: სწორია: დიდი: ძეს: კაცით: კაცამდის:

950. ველს: მაშინ: მჴეცნი: ძღებოდეს: სისხლითა: მუნ: ნატირითა: ვერ: დაივსებდა: საჴმილსა: იწვის: ცეცხლითა: ხშირითა: კულა: თინათინის: გონება: ავსებს: უფრორე: ჭირითა: ბაგეთათ: ვარდსა: ანათობს: ბროლი: ძოწისა: ძირითა:

951. ვარდი: ჭნებოდა: ღვრებოდა: ალვისა: შტო: ირხეოდა: ბროლი: და: ლალი: გათლილი: ლაჟუარდად: გარდიქცეოდა: გამაგრებოდა: სიკუდილსა: ამისთვის: არ: უმჴნეოდ: ა: იტყუის: თუ: ბნელი: რას: მიკუირს: რადგან: დაგაგდე: მზეო: და:

მზესა ტახტოსანთა მეფედ ეტლად იტყუიან:

952. მზესა: ეტყვის: მზეო: გიტყუი: თინათინის: ღაწუთა: დარად: შენ: მას: ჰგავ: და: იგი: შენ: გგავს: თქუენ: ანათობთ: მთად: და: ბარად: ხელსა: მალხენს: ნახვა: შენი: ამად: გიჭურეტ: არ: დამცდარად: მაგრა: ჩემი: რად: დააგდე: გული: ცივად: გაუმთბარად:

953. თვე: ერთისა: მოშორვება: მზისა: ზამთრის: გაგვამცივნებს: მე: გლახ: ორნი: დამიყრიან: გული: ამად: რად: არ: ივნებს: მაგრა: კლდესა: არა: შესწონს: არაოდეს: არ: ატკივნებს: წყლულსა: დანა: ვერა: ჰკურნებს: გაჰკუეთს: ანუ: გაამსივნებს:

954. იტყუის: თუ: ჩემი: ჴელმქმნელი: ღმერთო: მზეა: და: ცად: არი: ვინ: პირი: მგზავასად: პირისა: შექნა: და: შეაცადარი: უმისოდ: სულდგმულობასა: გულო: ვით: შეაცადარი: ვაი: სიცოცხლისა: სოფელმან: აროდეს: არ: დამცა: დარი:

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნება თავისა ბუნებასა ზედა:

955. მიმავალი: ცასა: შესტირს: ეუბნების: ეტყუის: მზესა: აჰა: მზეო: გეაჯები: შენ: უმძლესთა: მძლეთა: მძლესა: ვინ: მდაბალთა: გაამაღლებ: მეფობასა: მისცემ: სვესა: მე: ნუ: გამყრი: საყუარელსა: ნუ: შემიცული: ღამედ: დღესა:

ამას: სევდიანთა: ეტლად: იტყვიან:

956. მოი: ზოჰრაო: მომიმატე: ცრემლი: ცრემლსა: ჭირი: ჭირსა: გული: შავად: შემიღებე: სიბნელესა: მიმეც: ხშირსა: შემომყარე: კეეშანი: ტუირთი: მძიმე: ვითა: ვირსა: მას: უთხარ: თუ: ნუ: გასწირავ: შენია: და: შენთვის: ტირსა:

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან:

957. ჰე: მუშთარო: გეაჯები: შენ: მართალსა: პჭესა: ღმრთულსა: მოდი: უყავ: სამართალი: გაეპჭობის: გული: გულსა: ნუ: ამრუდებ: უმართლესსა: ნუ: წაიწყმედ: ამით: სულსა: მართალი: ვარ: გამიკითხე: რად: მაწყლულებ: მისთვის: წყლულსა:

ამას: მესისხლეთა: ეტლად: იტყვიან:

958. მოდი: მარიხო: უწყალოდ: დამჭერ: ლახურითა: შენითა: შეცამღებე: და: შემსუარე: წითლად: სისხლისა: დენითა: მას: უთხრენ: ჩემნი: პატიჟნი: მას: გააგონენ: ენითა: რაგვარ: გასრულვარ: შენ: იცი: გულია: აღარს: ლხენითა:

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან:

959. მოდი: ასპიროზ: მაგრე: რა: მან: დამწუა: ცეცხლთა: დაგითა: ვინ: მარგალიტსა: გარეშე: მოსცავს: ძოწისა: ბაგითა: შენ: დააშვენებ: კეკლუცთა: დაშვენებითა: მაგითა: ვისმე: ჩემებრსა: დააგდებ: გაჰჴდი: ცნობითა: შმაგითა: