... (S-4499), XVII ს.

734. მზე: დაბრუნდა: არ: ვიცოდი: მზესა: რამცა: დააბრუნვებს: აწ: უშველოთ: გვიჯობს: იგი: ნაცვლად: დღესა: დაგვითბუნვებს: ჩემი: ჩემებრ: არვინ: იცის: რა: მამწარებს: რა: მატკბუნვებს: ზოგთა: კაცთა: საუბარი: კაცსა: მეტად: დააჭმუნვებს:

735. მეფე: ანუ: მისნი: სპანი: ნეტარ: ჴელსა: რასა: მჴდიან: აწ: ვითამცა: უცნობოსა: გაუწყვეტლად: ცრემლი: მდიან: სჯობს: წავიდე: არ: გავტეხო: კაცსა: ფიცნი: გამოსცდიან: ჭირნი: მისგან: უნახავნი: კაცსა: ვისმცა: გარდუჴდიან:

736. ჰე: ვაზირო: მაგა: პირსა: გული: კრული: ვით: მოგთმინდეს: რკინა: ჩემი: მონაცვალე: ჴამს: გაცვილდეს: არ: გატინდეს: ვერ: გარდვიჴდი: ცრემლთა: მისთა: ჯეიონიც: თვალთა: მდინდეს: მამეჴმარე: თუცა: ჩემგან: მოჴმარება: შენცა: გინდეს:

737. არ: გამიშვებს: გავიპარვი: წავალ: მათგან: შეუგებლად: ვითა: მნუკევს: ეგრე: დავრთო: გული: ცეცხლსა: მოსადებლად: ვიცი: ჩემთვის: არას: გიზამს: თუ: არ: უნდი: გასაძებლად: თქუი: რა: გინდა: წაგეკიდოს: თავი: დადევ: საწამებლად:

738. ვაზირმან: თქუა: შენი: ცეცხლი: მეცა: ცეცხლად: მომედების: ვეღარ: უჭვრეტ: ცრემლთა: შენთა: სოფელიცა: გაქარდების: ზოგი: თქმა: სჯობს: არა: თქმასა: ზოგი: თქმითა: დაშავდების: ვიტყვი: მოვჰკვდე: არა: გამა: ჩემი: მზეცა: თქუენ: მოგჴუდების:

739. რა: ვაზირმან: ესე: უთხრა: ადგა: დარბაზს: გაემართა: მეფე: დახუდა: შეკაზმული: პირი: მზეებრ: ეწაღმართა: შეუშინდა: საწყინარსა: მოხსენება: ვერ: შემართა: დაყრით: დგა: და: იგონებდა: არ: საქმეთა: საომართა:

740. მეფემან: ნახა: ვაზირი: დაღრეჯით: დაყმუნვებული: უბრძანა: რა: გჭირს: რა: იცი: რად: მოხველ: შეჭირვებული: მან: ჰკადრა: არცა: მე: ვიცი: მართ: ვარ: თავისა: ვებული: მართალ: ხართ: მამკლათ: რა: გესმათ: ამბავი: გაკვირვებული:

741. ჩემი: ჭმუნვა: ჭირსა: ჩემსა: არცა: მეტს: და: არცა: დიდობს: მეშინიან: თუცა: შიშსა: მოციქული: ვერ: დარიდობს: აწ: ავთანდილ: გეთხოვების: მოაჯეობს: არ: წამკიდობს: უმისყმისოდ: სოფელსა: და: საწუთროსა: მისთვის: ფლიდობს:

742. რაცა: იცოდა: ყუელაი: ჰკადრა: მოშიშრად: ენითა: კულავ: მოახსენა: რამცა: სცნა: სიტყვითა: ესოდენითა: თუ: როგორ: მყოფი: მინახავს: თუ: როგორ: ცრემლთა: დენითა: მართალ: ხართ: თუმცა: რისხვანი: ჩემთვის: იანასდენითა:

743. რა: მეფემან: მოისმინა: გაგულისდა: გაავცნობდა: ფერი: ჰკრთა: და: გასაშიშრდა: შემხედველთა: შეაშთობდა: შეუზახნა: რასთქუი: შმაგობ: მაგას: სხვამცა: ვინ: მითხრობდა: ავსა: კაცსა: ურჩევნია: ავსამცა: რას: ადრე: სცნობდა:

744. ვითამც: რამე: სიხარული: საქმე: მითხარ: ვითა: ღადრად: მაგის: მეტი: რა: ვინ: მიყოს: თუ: არ: მამკლას: მუხთლად: ღადრად: შმაგო: ენა: ვით: იჴმარე: აწ: მაგისად: ჩემად: კადრად: აგრე: შმაგი: არ: ვაზირად: არად: ვარგხარ: არცა: სხვად: რად:

745. ჴამსა: თუ: კაცმან: პატრონისა: საწყინარსა: არ: დახედნეს: ოდენ: სიტყუა: უმეცრული: უალაგოდ: დაიყბედნეს: მე: მაგისად: მოსმენამდის: რად: არ: ყურნი: შემეჭედნეს: შენ: თუ: მოგკლა: სისხლნი: შენნი: შემმან: ქედმან: მიიქედნეს:

746. კულა: უბრძანა: თუმცა: მისგან: აწ: არ: იყო: მოგზავნილი: თავმან: ჩემმან: აწვე: მოგკლავ: არად: უნდა: ამას: ცილი: წა: უკუდეგ: ავი: შმაგი: უმეცარი: შლეგი: წბილი: შაბაშ: სიტყვა: შაბაშ: კაცი: შაბაშ: საქმე: შენგან: ქნილი:

747. დადრკა: სკამნი: შემოსტყორცნა: ჰკრნა: კედელსა: შეალეწნა: დააცდუნვა: მაგრა: მისთვის: აალმასნა: არ: აძეწნა: ვით: მიანბე: წასულა: მისი: ვინ: ალვისა: მორჩი: ხე: წნა: ვით: ფრინველთა: მჴარნი: ჩემნი: მაგ: სიტყუამან: დამილეწნა:

748. ვეზირმან: გლახ: გამორიდნა: მართ: ვეღარას: ვერ: იწრწინვებს: გამოძრწა: და: გამომელდა: გულსა: წყლულსა: მოიმტკივნებს: შეის: ხასობს: გაის: ქუშობს: ენა: თავსა: მოაყივნებს: მტერი: მტერსა: ვერას: [ავნებს]: რომე: კაცი: თავსა: ივნებს:

749. თქუა: ცოდვათა: ჩემთა: მგზავსი: ღმერთმან: მეტი: რა: მიჩვენოს: რად: მოვღორდი: რად: დავბნელდი: ნეტარ: ვინღა: გამითენოს: ვინცა: კაცმან: კადნიერად: პატრონსა: სიტყუა: მოახსენოს: ჩემნი: დღენი: მას: ადგანან: ვერცა: რამან: მოისვენოს:

750. ვეზირი: გაწბილებული: მივა: ბედითა: შავითა: ავთანდილს: უთხრა: დაღრეჯით: პირითა: გამქუშავითა: მადლი: რა: გკადრო: აწ: ვიცი: გამჴადე: დამაშავითა: ვაი: კარგი: თავი: უებრო: დავკარგე: დავაშავითა:

751. ქრთამსა: სთხოვს: და: ამხანაგობს: თუცა: ცრემლსა: ვერ: იწურვებს: მიკვირს: რად: სცალს: წყლიანობად: რად: არ: გულსა: შეიურვებს: ვინ: არ: მისცეს: ქადებულსა: მოურავსა: მოიმდურვებს: თქმულა: ქრთამი: საურავსა: ჯოჯოხეთსცა: დაიურვებს:

752. ვით: გამჴადა: რა: მიბრძანა: არ: ეგების: ჩემგან: თხრობა: რა: სიავე: რა: სირეგუნე: რა: შლუობა: რა: შმაგობა: მე: თვით: კაცად: აღარ: ვარგ: ვარ: აღარა: მიც: თავსა: ცნობა: ესე: მიკვირს: რად: არ: მამკლა: მისცა: თურე: ღმერთმან: თმობა:

753. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვქენ: ცთომით: არ: წამკიდებია: ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია: განგებით: ქნილსა: საქმესა: ვერავინ: დარიდებია: შენთვის: სიკვდილი: ლხინად: მჩანს: ჭირი: არ: გამცუდებია: