... (S-4499), XVII ს.

889. შეაქცევს: და: ეუბნების: საუბართა: შვენიერთა: მისთვის: სძრვიდა: სასაუბროდ: მათ: ბაგეთა: ძოწის: ფერთა: მისი: სმენა: გააყრმობდა: მსმენელისა: ყურთა: ბერთა: მოიშორვა: კაეშანი: დათმობავე: შეაერთა:

890. რა: შეატყვა: მოჯობება: მან: სევდისა: მუფარახმან: გაანათლა: პირივარდი: სიხარულმან: დაუსახმან: ცნობიერთა: დასტაქარმან: უცნობოთა: ოხრვა: ახმან: შვენიერი: სიტყვა: უთხრა: უცნობოსა: რასმე: მზრახმან:

891. შერასმეჰყვეს: საუბარსა: სიტყუა: ჰკადრა: არ: მალული: ერთსა: რასმე: მოგახსენებ: გამიცხადე: დაფარული: ეგე: სამჴრე: მისეული: შენ: გაჩნია: ვისგან: წყლული: როგორ: გიყუარს: როგორ: გიღირს: თქუი: დავიღე: მერმე: სული:

892. მან: უთხრა: სახე: რა: გითხრა: მის: უსახოსა: სახისა: ესეა: ჩემი: სიცოცხლე: ჩემი: მომცემი: ახისა: მჯობი: ყოვლისა: სოფლისა: წყლისა: მიწისა: და: ხისა: არ: სასმენლისა: მოსმენა: არს: უმჟავესი: წმახისა:

893. ავთანდილ: უთხრა: ვლამოდი: მართ: მაგისისა: თქმევასა: აწ: რადგან: გითქვამს: პასუხსა: გკადრებ: და: ნუ: მეჭუ: თნევასა: სჯობს: ასმათისა: არ: ლევა: მაგა: სამჴრისა: ლევასა: ამად: არ: გიქებ: საქმისა: უარესისა: რჩევასა:

894. სამხრე: გაბია: ოქროსა: ოქრომჭედლისა: დნობილი: უასაკო: და: უსულო: არ: სიტყუიერი: ცნობილი: აღარად: გინდა: ასმათი: ნახე: მათალი: ბრჭობილი: პირველ: გლახ: მისი: გამზრდელი: და: მერმე: შენი: დობილი:

895. თქუენს: შუა: მქნელი: საქმისა: შენგან: ნაჴმობი: დობისა: თქუენი: შემყრელი: მსახური: შენგან: ღირს: ქმნილი: ჴმობისა: მისი: გამზრდელი: გაზრდილი: მისთვის: მიჴდილი: ცნობისა: გლახ: დაგიგდია: არ: ნახავ: შაბაშ: მართლისა: ბრჭობისა:

896. მან: უბრძანა: რაცა: გითქუამს: უმართლე: ხარ: მეტის: მეტად: საბრალოა: ასმათ: მისად: მგონებლად: და: ჩემად: ჭურეტად: მე: სიცოცხლე: არ: მეგონა: შენ: მამესწარ: ცეცხლთა: შრეტად: რადგან: დავრჩი: გუალე: ვნახოთ: თუცავე: ვარ: ჯერცა: რეტად:

897. დამორჩილდა: გაემართნეს: ავთანდილ: და: ამირბარი: ვერ: მიქია: ქება: მათი: ვერა: ქება: საქებარი: კბილნი: ვითა: მარგალიტნი: ბაგე: ვარდი: ნაპობარი: გველსა: ჴვრელით: ამოიყვანს: ენა: ტკბილად: მოუბარი:

898. ამას: ეტყუის: შენთვის: დავსდებ: გონებასა: სულსა: გულსა: მაგრა: შენცა: ნუ: აგრე: ხარ: ნუ: იწყლულებ: ახლად: წყლულსა: არას: გარგებს: სწავლებული: თუ: არა: იქ: ბრძენთა: თქმულსა: არ: იხმარებ: რას: ჴელსა: ჰჴდი: საუნჯესა: დაფარულსა:

899. არას: გარგებს: შეჭირვება: რომ: სჭმუნვიდე: რა: გერგების: არ: თუ: იცი: უგანგებოდ: არათ: კაცი: არ: მოკუდების: მზისა: შუქთა: მომლოდინე: ვარდი: სამ: დღე: არ: დაჭნების: ბედი: ცდაა: გამარჯუება: ღ~თსა: უნდეს: მოცაგჴუდების:

900. მოახსენა: ეგე: სწავლა: ჩემთვის: ყოვლად: სოფლად: ღირდეს: გონიერსა: მწრთელი: უყუარს: უგუნურსა: გულსა: გმირდეს: მაგრა: რა: ვქნა: როგორ: გავსძლო: მეტის: მეტი: რა: მიმჭირდეს: შენცა: გჭირან: ჭირნი: ჩემნი: არ: მამართლო: რას: მიკუირდეს:

901. ცვინსა: ცეცხლის: სამჴურვალე: უგავს: ამად: აენთების: მაგრა: წყალსა: არსით: ახლავს: თუ: ჩავარდეს: დაცაშრტების: რაცა: ვისცა: საქმე: თვით: სჭირს: სხვათათვისცა: ევარგების: თავიდაღმა: რად: არ: იტყუი: ჩემი: გული: როგორ: დნების:

აქა მბობა ტარიელისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცვისა ავთანდილთანა:

902. რა: წამეკიდა: ყველაი: წურილად: გიამბო: ენითა: მერმეღა: გაპრჭევ: მართალი: მაგა: გულითა: ბრძენითა: შენ: მოგელოდი: მიმჭირდა: მოლოდინითა: შენითა: ქუაბს: ვეღარ: გავძელ: მინდორთა: მოვლა: მამინდა: ცხენითა:

903. იმა: ქედსა: გარდავადეგ: იგი: შამბნი: მომეარნეს: ერთი: ლომი: ერთი: ვეფხი: შეკრბეს: ერთად: შეიყარნეს: ჰგვანდეს: რათმე: მოყუარულთა: მათი: ნახვა: გამეხარნეს: მათ: რა: უყვეს: ერთმანერთსა: გამიკვირდეს: შემეზარნეს:

904. ქედსა: გარდავდეგ: ლომვეფხი: მოვიდეს: ორგინ: რებულნი: მიჯნურთა: სახედ: ვამგზავსე: ცეცხლნი: დამევსნეს: დებულნი: შეიყარნეს: და: შეიბნეს: იბრძოდეს: გამწარებულნი: ლომი: სდევს: ვეფხი: მიურბის: ჩემგან: არ: იყვნეს: ქებულნი:

905. პირველ: ამოდ: ილაღობეს: მერმე: მედგრად: წაიკიდნეს: თვითო: ტოტი: ერთმანეთსა: ჰკრეს: სიკვდილსა: არ: დარიდნეს: გამორიდა: ვეფხმან: გული: დედათამცა: განა: იდნეს: ლომი: მედგრად: გაეკიდა: იგი: ვერვინ: დაამშვიდნეს:

906. ლომსა: დაუგმე: ნაქმარი: ვარქვი: არა: ხარ: ცნობასა: შენ: საყუარელსა: რად: აწყენ: ფუ: მაგა: მამაცობასა: ჴრმალგამოწვდილი: მიუჴე: მივეც: ლახვართა: სობასა: თავსა: გარდავჰკარ: მოცავჰკალ: დაჴსენ: სოფლისა: თმობასა:

907. ჴრმალი: გავჰტყორცე: გარდვიჭერ: ვეფხი: შევიპყარ: ჴელითა: მის: გამო: კოცნა: მამინდა: ვინ: მწვავს: ცეცხლითა: ცხელითა: მიღრინვიდა: და: მაწყენდა: ბრჭყალითა: სისხლთა: მღურელითა: ვეღარ: გავუძელ: იგიცა: მოვჰკალ: გულითა: ხელითა: