... (S-4499), XVII ს.

908. რაზომსაცა: ვამშვიდებდი: ვეფხი: ვერა: დავამშვიდე: გავგულისდი: მოვიქნივე: ვჰკარ: მიწასა: დავაწყვიდე: მამეგონა: ოდეს: ჩემსა: საყუარელსა: წავეკიდე: სულნი: სრულად: არ: ამომხდეს: რას: გიკუირს: რომ: ცრემლსა: ვღურიდე:

909. აჰა: ძმაო: მითხრობია: ჭირი: ჩემი: რაცა: მჭირდა: სულთა: დგმაცა: არა: მმართებს: ასრე: გასლვა: რად: გიკვირდა: სიცოცხლესა: გავეყარე: სიკუდილიცა: დამიძვირდა: ესე: სიტყუა: დაასრულა: ყმამან: სულთქნა: აცატირდა:

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქუაბს მისვლა და ასმათის ნახვა:

910. ავთანდილცა: მასთანავე: ტიროდა: და: ცრემლსა: ღურიდა: უთხრა: დათმე: ნუ: მოჰკუდები: გულსა: სრულად: ნუ: დასჭრი: და: ღმერთი: მაგას: მოწყალეობს: თუცა: ჭირმან: არ: გაგრიდა: თუმც: უნდოდით: გასაყრელად: პირველ: ერთად: არ: შეგყრიდა:

911. სდევს: მიჯნურსა: ფათერაკი: საწუთროსა: დაანაღულებს: მაგრა: ბოლოდ: ლხინსა: მისცემს: ვინცა: პირველ: ჭირსა: გასძლებს: მიჯნურობა: საჭიროა: მით: სიკუდილსა: მიგუაახლებს: უსწავლელსა: გაასწავლებს: გასწავლულსა: გააშმაგებს:

912. იტირეს: და: გაემართნეს: ქუაბისაკენ: თავნი: არნეს: რა: ასმათმან: დაინახა: გაღანამცა: გაეხარნეს: მოეგება: მოტიროდა: ცრემლმან: მისმან: კლდენი: ღარნეს: აკოცეს: და: აცატირდეს: კულავ: ცნობანი: ააჩქარნეს:

913. ასმათ: თქუა: ღმერთო: რომელი: არ: ითქმი: კაცთა: ენითა: შენ: ხარ: სავსება: ყოველთა: აღგვავსებ: მზეებრ: ფენითა: გაქო: ვით: გაქო: რა: გაქო: ძნელად: საქებელო: სმენითა: დიდება: შენდა: არ: მამკალ: ამათთვის: ცრემლთა: დენითა:

914. ტარიელ: იტყუის: ჰე: დავო: მით: ცრემლი: აქა: მდენია: საწურთო: ნაცულად: გუატირებს: რაც: ოდენ: გაგვიცინია: ძველი: წესია: სოფლისა: არ: ახლად: მოსასმენია: ვაი: შენი: ბრალი: და: თუ: არ: სიკუდილი: ჩემი: ლხინია:

915. სწყუროდეს: წყალსა: ვინ: დაღურის: კაცი: უშმაგო: ცნობილი: მე: თვალთა: ჩემთა: მით: მიკუირს: რად: ვარ: ცრემლითა: ლტობილი: უწყლოობა: ჰკლავს: და: წყალი: სდის: არ: ოდეს: არ: გაჴმობილი: ვაი: წაჴდა: ვარდი: პობილი: ვაი: მარგალიტი: წყობილი:

916. ავთანდილსცა: მოეგონა: მისი: მზე: და: საყუარელი: იტყვის: ჩემო: ვით: ვეგები: მე: უშენოდ: სულთა: მდგმელი: შენ: არ: გხედავ: ჩემი: ჩემთვის: სიცოცხლეა: სანანელი: გითხრამცა: ვინ: რა: მჭირს: ანუ: რა: ცეცხლი: მწვავს: როგორ: ცხელი:

917. ვარდი: ამას: ვით: იაზრებს: მზე: მომშორდეს: არ: დავძრეო: ანუ: ჩვენ: გლახ: რა: გვერგების: რა: ჩასვენდეს: გორსა: მზეო: გულო: გიჯობს: გაუმაგრდე: თავი: სრულად: გაიკლდეო: ნუთუ: მოგხუდეს: ნახვა: მისი: სულთა: სრულად: ნუ: დალეო:

918. სული: დაიღეს: დადუმდეს: ორთავე: ცეცხლი: სდებოდა: ასმათი: შეჰყუა: შევიდნეს: მას: მიწყივ: გვერდსა: ხლებოდა: დაუგო: ტყავი: ვეფხისა: რომელ: კულავ: მიწყივ: ჰგებოდა: ორნივე: დასხდეს: იუბნეს: რაცა: მათ: ეამებოდა:

919. მწვადი: შეიწუეს: შეიქმნა: პურობა: მგზავსი: ჟამისა: მუნ: უპურობა: პურობა: არსიდიადე: ჯამისა: მას: შეეხვეწნეს: ჭამეო: ძალი: არ: ჰქონდა: ჭამისა: დაცოხნის: ლუკმა: გატყორცის: წონა: ძლივ: ჩანთქის: დრამისა:

920. ამოა: რომე: კაცი: კაცს: ამოსა: ეუბნებოდეს: მან: გაუგონოს: რაცა: თქუას: არ: ცუდად: წაუჴდებოდეს: ცოტად: ეგრეცა: დაუვსებს: ცეცხლი: რაზომცა: სდებოდეს: დიდი: ლხინია: ჭირთა: თქმა: თუ: კაცსა: მოუჴდებოდეს:

921. მას: ღამესა: ერთგან: იყვნეს: იგი: ლომნი: იგი: გმირნი: იუბნეს: და: გააცხადეს: თავთავისად: მათნი: ჭირნი: რა: გათენდა: კულავ: დაიწყეს: საუბარნი: სიტყვა: ხშირნი: ერთმანეთსა: გაუგონნეს: ფიცნი: პირველ: დანაპირნი:

922. ტარიელ: ეტყვის: რად: უნდა: სიტყუისა: თქმა: მრავალისა: რაცა: შენ: ჩემთვის: გიქნია: ღმერთი: მზღველია: ვალისა: კმა: ზენაარი: ზენარად: არ: ნათქუამია: მთურალისა: არ: დავიწყება: მოყურობა: მოყურისა: წამავალისა:

923. აწ: შემიხვეწე: ნუ: დამწვავ: კულა: წვითა: უცხელესითა: მე: რომე: ცეცხლი: მედების: არ: ნაგზებია: კუესითა: ვერ: დაშრეტ: შენცა: დაიწვი: სოფლისა: ქნისა: წესითა: წადი: მიბრუნდი: შეიქეც: მუნითვე: შენი: მზე: სით: ა:

924. ვინ: დამბადა: განკურნება: ჩემი: უჩანს: მასცა: ძნელად: ვისცა: გესმის: გაიგონეთ: მით: გავჭრილვარ: ხელი: ველად: რაცა: მართებს: გონიერთა: ერთხელ: ვიყავ: მეცა: მქმნელად: აწ: ნობათი: ხელობისა: მამხვდომია: მით: ვარ: ხელად:

925. ავთანდილ: ეტყუის: რა: გითხრა: პასუხი: მაგა: თქმულისა: შენვე: სთქვი: ეგე: სიტყუანი: კაცისა: ბრძნად: სწავლულისა: ღმერთსამცა: ვით: არ: შეეძლო: კულა: განკურნება: წყლულისა: იგია: მზრდელი: ყოვლისა: დათესილ: დანერგულსა:

926. ღმერთსამცა: ესე: რად: ექნა: ეგეთნი: დაებადენით: აღარ: შეგყარნა: გაგყარნა: ხელი: ცრემლთა: დადენით: სდევს: ფათერაკი: მიჯნურსა: გასჭვრიტეთ: გაიცადენით: თქუენ: ერთმანერთი: არ: მოხუდეთ: მე: სულნი: ამომხადენით: