... (S-4499), XVII ს.

927. ნეტარ: მამაცი: სხვა: რაა: არ: გასძლოს: რაცა: ჭირია: ჭირსა: გადრეკა: რად: უნდა: რა: სასაუბრო: პირია: ნუ: გეშის: ღმერთი: უხვია: თუცა: სოფელი: ძვირია: რასცა: მიწვრთიხარ: იწუართე: გკადრო: უწვრთელი: ვირია:

928. თუ: რა: გესმის: გაიგონე: ესე: კმარის: სწავლა: სწავლად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: თქუენს: წინაშე: წამოსავლად: მოვახსენე: რადგან: ჩემრებ: მას: შეუქმნია: გული: ავლად: ვერას: ვარგებ: არ: დავდგები: სხვა: ვიუბნო: რაღა: მრავლად:

929. მან: მიბრძანა: მადლიერ: ვარ: კარგად: ხარ: და: მამაცურად: შენგან: მისსა: გავლენასა: მე: დავიჩენ: სამსახურად: მისის: კითხუით: წამოსრულვარ: არ: მთურალურად: არ: მახმურად: აწ: შევიქცე: რა: უამბო: რად: მოხველო: ჯაბან: ხრდლურად:

930. მაგ: საუბარსა: ესე: სჯობს: ისმინე: ჩემი: თხრობილი: მქნელი: საქმისა: ძნელისა: კაციმცა: იყო: ცნობილი: ვერას: ვერ: იქს: ნაყოფსა: ვარდი: უმზეოდ: ჭკნობილი: შენ: ვერას: ირგებ: მე: გარგებ: ძმა: ძმისა: უნდა: ძმობილი:

931. სადაცა: გწადდეს: მუნ: იყავ: მითვე: წესითა: მაგითა: გწადდეს: გულითა: ბრძენითა: გწადდეს: ცნობითა: შმაგითა: მაგა: ქცევითა: ტურფითა: ანაგებითა: ნაგითა: ოდენ: გამაგრდიარ: მოჰკვდე: არ: დასდნე: ცეცხლთა: დაგითა:

932. ამის: მეტსა: არას: გნუკევ: წელიწადსა: ერთსა: მსგეფსა: აქა: ქუაბსა: მამნახვიდე: მე: ამბავთა: ყოვლგნით: მკრეფსა: ამა: ჟამსა: ნიშნად: მოგცემ: დროსა: ამას: ვარდ: იეფსა: ვარდთა: ნახვა: გაგაკრთობდეს: მართ: ვითამცა: ძაღლი: ყეფსა:

933. ვირ: ვარდი: იყოს: და: მზეს: ჯდეს: კირჩხიბსა: და: საროტანსა: აქა: ქუაბსვე: მამნახევდი: მოარებდი: ლომო: ტანსა: არას: ვჰპოვებ: ეგრე: მოვალ: თუ: რას: ვჰპოვებ: მოსატანსა: უაქაოდ: არ: დავდგები: ერანს: ვარ: თუ: ზავლისტანსა:

934. ამა: დროსა: გარდავსცილდე: აქავ: ქუაბსა: არ: მოვიდე: სცან: ცოცხალი: არ: თურე: ვარ: უღონიოდ: მოვკუე: კიდე: ესე: მისად: ნიშნად: კმარის: შენ: თუ: ჩემთუის: ცრემლსა: ღურიდე: მაშინ: გწადდეს: იხარებდი: გწადდეს: ჭმუნვა: გაადიდე:

935. აწ: რაცა: გკადრე: ამისთვის: ნუთუ: შენ: იყო: მჭმუნავი: მოგშორდები: და: არ: ვიცი: თუ: ცხენი: დამცემს: თუ: ნავი: არ: უთქმელობა: არ: ვარგა: არ: პირუტყვი: ვარ: მჩმუნავი: არ: ვიცი: ღმერთი: რას: მიზამს: ანუ: ცა: მიწყივ: მბუნავი:

936. მან: უბრძანა: აღარ: გაწყენ: არცა: სიტყვა: გამეტადდეს: არ: მამისმენ: რაზომიცა: საუბარი: მიდიადდეს: თუ: არ: მოგყუეს: საყუარელი: შენ: მას: მიჰყევ: რაცა: სწადდეს: ბოლოდ: ყოვლი: დამალული: საქმე: ცხადად: გამოცხადდეს:

937. არ: დაიჯერო: მაშინ: სცნა: ჩემთა: საქმეთა: ძნელობა: ჩემთვის: სწორია: ყუელაი: გაჭრა: და: გაუჭრელობა: მე: რაცა: მითქუამს: მაგას: ვიქ: მრჯის: რაზომ: გინდა: ხელობა: უშენოდ: მამხუდეს: რაღა: ვქნა: არ: დია: დღეთა: გრძელობა:

938. საუბარი: გარდასწყვიტეს: დააპირეს: ესე: პირი: ცხენსა: შესხდეს: მოიარეს: თვითო: მოკლეს: ველს: ნადირი: შემოიქცეს: აატირეს: გული: კულავცა: ანატირი: ხვალ: გაყრისა: გონებამან: სხვა: მიმატა: ჭირსა: ჭირი:

939. ლექსთა: მკითხველო: თქვენიმცა: თვალნი: ცრემლისა: მღურელია: გულმან: გლახ: რა: ქნას: უგულოდ: თუ: გული: გულსა: ელია: მოშორვება: და: მოყურისა: გაყრა: კაცისა: მკულელია: ვინცა: არ: იცის: არ: ესმის: ესე: დღე: როგორ: ძნელია:

940. დილა: გათენდა: შესხდეს: და: მას: ქალსა: გაესალამნეს: ტარიელ: ასმათ: ავთანდილ: თვალთაგან: ცრემლნი: დალამნეს: სამთავე: ღაწუთა: ნადენი: არღავნის: ფერად: ალამნეს: მათ: ლომთა: მიწყივ: მჴეც: ქმნილთა: თავნი: მჴეცთავე: ალამნეს:

941. ქუაბი: ჩავლეს: და: წავიდეს: ზახილით: ცრემლთა: მდენანი: ასმათ: ტირს: მოთქვამს: ჰე: ლომნო: ვისნი: ვით: მოგთქმენ: ენანი: მზემან: დაგუწუნა: და: დაგუდაგნა: ცისა: მნათობნი: ზენანი: ვაი: ჩემნი: ჭირნი: ეზომნი: ვაი: სიცოცხლისა: თმენანი:

942. მათ: ყმათა: მუნით: წასრულთა: იგი: დღე: ერთგან: იარეს: ზღვის: პირს: მივიდეს: მუნ: დადგეს: არ: ჴმელთა: არე: იარეს: არ: გაიყარნეს: მას: ღამეს: კულავ: ცეცხლი: გაიზიარეს: ერთმანერთისა: შორს: ყოფნა: იტირეს: იმგლოვიარეს:

943. ტარიელს: ეტყუის: ავთანდილ: რუ: გაჴმა: ცრემლთა: დენისა: რად: მოიშორე: შენ: ფრიდონ: მომცემი: მაგა: ცხენისა: მუნით: იცნობის: ამბავი: ღონე: მის: მზისა: ლხენისა: აწ: მე: მუნ: მივალ: მასწავლე: გზა: ძმად: ფიცისა: შენისა:

944. ტარიელ: სიტყუით: ასწავლის: მჴარსა: ფრიდონის: გზისასა: მართ: გაიგონა: რაც: ოდენ: შეეძლო: ძალსა: თქმისასა: აღმოსავლეთით: წადიო: პირსა: იარე: ზღვუისასა: თუ: ნახე: ჩემი: უამბე: გკითხავს: ამბავსა: ძმისასა:

945. თხა: მოკლეს: და: მიითრიეს: ცეცხლი: შექნეს: ზღვისა: პირსა: სვეს: და: ჭამეს: რაცა: ჭამა: შეჰფეროდა: მათსა: ჭირსა: მას: ღამესა: ერთად: იყუნეს: ერთგან: მიწვეს: ხეთა: ძირსა: ვგმობ: მუხთალსა: საწუთროსა: ზოგჯერ: უხვსა: ზოგჯერ: ძვირსა:

946. ცისკრად: ადგეს: გასაყრელად: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: მაშინ: მათგან: ნაუბარნი: დადნეს: ვინცა: მოისმინეს: თვალთა: ვითა: წყაროს: თვალი: ცრემლი: ველთა: მოადინნეს: დიდხანს: დგანან: შეჭედილნი: მკერდი: მკერდსა: შეარკინნეს: