... (S-4499), XVII ს.

774. შენგან: ჩემი: სიყვარული: ვითამც: არა: დამეჯერა: მაგრა: საქმე: არ: მოჰჴდების: ჟამი: ასრე: დამემტერა: ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: კიდევ: ვინმც: მეფერა: გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერათ: ვერა:

775. თუ: მიჯნური: ვარ: ერთი: ვჴამ: ხელი: მინდორთა: მე: რებად: არ: მარტო: უნდა: გაჭრილი: ცრემლისა: სისხლსა: ფერებად: გაჭრა: ჴელია: მიჯნურთა: რად: სცალს: თავისა: ბერებად: ასრეა: ესე: სოფელი: შესჯერდი: კულა: შეჯერებად:

776. რა: მოგშორდე: მაჴსენებდი: სიყუარული: ჩემი: გქონდეს: არ: ვეშიშვი: მტერთა: ჩემთა: თავი: მონად: მომიმონდეს: ჴამს: მამაცი: გაგულოვნდეს: ჭირსა: შიგან: არ: დაღონდეს: მძულს: რა: კაცსა: სააუგო: სჭირდეს: მეტი: არ: შესწონდეს:

777. მე: იგი: ვარ: ვინ: სოფელსა: არ: ამოვჰკრეფ: კიტრად: ბერად: ვის: სიკვდილი: მოყვრისათვის: თამაშად: და: მიჩანს: მღერად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: გავუშვივარ: დავდგე: მე: რად: მას: თუ: დავსთმობ: სახლსა: ჩემსა: ვეღარ: დავსთმობ: ვისსა: მე: რად:

778. აწ: ანდერძსა: ჩემსა: მოგცემ: როსტანს: წინა: დაწერილსა: შენ: შეგვედრებ: დაგიჭიროს: ვითა: გმართებს: ჩემსა: ზრდილსა: მოვკუდე: თავსა: ნუ: მოიკლავ: სატანისგან: ნუ: იქ: ქნილსა: ამაზედან: იტირებდი: დაიდებდი: თვალთა: მილსა:

აქა ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა:

779. დაჯდა: წერად: ანდერძისად: საბრალოსა: საუბრისად: ჰე: მეფეო: გავიპარე: ძებნად: ჩემგან: საძებრისად: ვერ: დავდგები: შეუყრელად: ცეცეხლთა: ჩემთა: მომდებრისად: შემინდევ: და: წამატანე: მოწყალება: ღმრთაებრისად:

780. ვიცი: ბოლოდ: არ: დამიგმობ: ამა: ჩემსა: გაზრახულსა: კაცი: ბრძენი: ვერ: გასწირავს: მოყუარესა: მოყუარულსა: მე: სიტყუასა: ერთსა: გკადრებ: პლატონისგან: სწავლებულსა: სიცრუე: და: ორპირობა: ავნებს: ჴორცსა: მერმე: სულსა»:

781. რადგან: თავია: სიცრუე: ყოვლისა: უბადობისა: მე: რად: გავსწირო: მოყუარე: ძმა: უმტკიცესი: ძმობისა: არა: ვიქ: ცოდნა: რას: მარგებს: ფილასოფოსთა: ბრძნობისა: მით: ვისწავლებით: მოგვეცეს: შერთვა: ზესთ: მწყობრთა: მწყობისა:

782. წაგიკითხავს: სიყუარულსა: მოციქულნი: როგორ: სწერენ: ვით: იტყუიან: ვით: აქებენ: ცან: ცნობანი: მიაფერენ: სიყუარული: აღგუამაღლებს»: ვით: ეჟუანი: ამას: ჟღერენ: შენ: არ: ჯერხარ: უსწავლელნი: კაცნი: რადმცა: შეაჯერენ:

783. ვინ: დამბადა: შეძლებაცა: მანვე: მამცა: მძლევად: მტერთად: ვინ: არს: ძალი: უხილავი: შემწედ: ყოვლთა: მიწიერთად: ვინ: სამზღვარსა: დაუსამზღვრებს: ზის: უკუდავი: ღმერთი: ღმერთად: იგი: გაჴდის: წამის: ყოფით: ერთსა: ასად: ასსა: ერთად:

784. რაცა: ღმერთსა: არა: სწადდეს: არა: საქმე: არ: იქნების: მზისა: შუქთა: ვერ: მჭურეტელი: ია: ხმების: ვარდი: ჭკნების: თვალთა: ტურფა: საჭურეტელი: უცხო: რამე: ეშვენების: მე: ვით: გავსძლო: უმისობა: ან: სიცოცხლე: ვით: გეთნების:

785. რაზომცა: სწყრები: შემინდევ: შეცულა: თქვენისა: მცნებისა: ძალი: არ: მქონდა: ტყუექნილსა: მე: მაგისისა: თნებისა: აწ: წასლვა: იყო: წამალი: ჩემთა: საჴმილთა: გზნებისა: სადა: გინდ: ვიყო: რა: მგამა: ყოფამცა: მქონდა: ნებისა:

786. არას: გარგებს: სიმძიმილი: უსარგებლო: ცრემლთა: დენა: არ: გარდავა: გარდუვალად: მამავალი: საქმე: ზენა: წესი: არის: მამაცთაგან: მოჭირვება: ჭირთა: თმენა: არვის: ძალუცს: ჴორციელსა: განგებისა: გარდავლენა:

787. რაცა: ღმერთსა: გაუგია: თავსა: ჩემსა: გარდასავლად: გარდამჴდეს: და: შემოვიქცე: აღარ: დამრჩეს: გული: ავლად: თქუენვე: გნახნე: მხიარულნი: დიდებით: და: დავლა: მრავლად: მას: რა: ვარგო: ესე: ჩემთვის: დიდებით: და: კმარის: დავლად:

788. მეფეო: ესე: თათბირი: მამკალ: ვინ: დამიწუნოსა: მეფეო: ნუთუ: წასულამან: თქუენ: ჩემმან: დაგაჭმუნოსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: საქმესა: საძაბუნოსა: პირის: პირ: მარცხვენს: ორნივე: მივალთ: მას: საუკუნოსა:

789. არ: დავიწყება: მოყურისა: აროდეს: გვიზამს: ზიანსა: ვგმობ: კაცსა: უაუგოსა: ცრუსა: და: ღალატიანსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: ვუზამ: მას: ჴელმწიფესა: მზიანსა: რა: უარია: მამაცსა: სულ: დიდსა: წასულა: გვიანსა:

790. რა: უარეა: მამაცსა: ომშიგან: პირის: მჴმეჭელსა: შედრეკით: შეშინებულსა: და: სიკვდილისა: მეჭუელსა: კაცი: ჯაბანი: რითა: სჯობს: დიაცსა: ქსლისა: მბეჭუელსა: სჯობს: სახელისა: მოხვეჭა: ყოველსა: მოსახვეჭელსა:

791. ვერ: დაიჭირავს: სიკვდილსა: გზა: ვიწრო: ვერცა: კლდოვანი: მისგან: გასწორდენ: ყოველნი: სუსტი: და: ძალგულოვანი: ბოლოდ: შეყარნეს: მიწამან: ერთგან: მოყმე: და: მჴცოანი: სჯობს: სიცოცხლესა: ნაზრახსა: სიკუდილი: საჴელოვანი:

792. აჰა: ვიშიშუი: მეფეო: თქვენად: კადრებად: ამისად: სცთების: და: სცთების: სიკვდილსა: ვინ: არ: მოელის: წამისად: მოვა: შემყრელი: ყოველთა: ერთგან: დღისა: და: ღამისად: თუ: ვერა: გნახე: ცოცხალმან: ყოფაცა: მქონდა: ჟამისად: