... (S-4499), XVII ს.

830. მე: რა: ვქნა: შენად: შეყრამდის: ანუ: რას: ვეჭუდე: ლხენასა: თავსა: მოვიკლავ: მე: თუმცა: შენგან: არ: ვეჭუდი: წყენასა: მაგრამ: შენ: გაწყენ: ჩემისა: არ: სიცოცოხლისა: სმენასა: მოდი: და: მივსცეთ: ცოცხალმან: თვალნი: ცრემლისა: დენასა:

831. ტირს: იტყუის: დადუა: კეშნი: ლახუარმან: ჩემთუის: ათმანო: ინდოთა: რაზმან: ჩემად: კლუად: თქუა: ესე: ტევრი: ვთხზა: თმანო: თვალთა: გიშერი: აშვენებს: სათმან: რად: მომკლა: სათმანო: ბაგე: კბილო: და: თუალწარბო: მამცემო: პატიჟთა: თმანო:

832. იტყუის: ჰე: მზეო: ვინ: ხატად: გთქუის: მზიანისა: ღამისად: ერთარსებისა: ერთისა: მის: უჟამოსა: ჟამისად: ვის: გმორჩილობენ: ციერნი: ერთი: იოტის: წამისად: ბედსა: ნუ: მიცული: მიაჯე: შეყრამდის: ჩემად: და: მისად:

833. ვის: ხატად: ღ~თისად: გიტყუიან: ფილასოფოსნი: წინანი: შენ: მიშუელე: რა: ტყუექმნილსა: ჯაჭუნი: მაბიან: რკინანი: ბროლ: ბალახშისა: მძებნელმან: სათნი: დავჰკარგე: მინანი: მაშინ: ვერ: გავძელ: სიახლე: აწ: სიშორესა: ვინანი:

834. ამას: მოთსქმიდის: იწოდის: ვითა: სანთელი: დნებოდის: დაყოვნებისა: მოშიში: ისწრაფდის: იარებოდის: რა: შეუღამდის: ვარსკულავთა: ამოსლუა: იამებოდის: მას: ამგზავსებდის: ილხენდის: უჭურეტდის: ეუბნებოდის:

835. მთვარესა: ეტყუის: იფიცე: სახელი: ღ~თისა: შენისა: შენ: ხარ: მომცემი: მიჯნურთა: მიჯნურობისა: სენისა: შენ: გაქუს: წამალი: მისისა: მოთმინებისა: თმენისა: მიაჯე: შეყრა: პირისა: შენ: გამო: შენებრ: მშვენისა:

836. ღამე: ალხენდის: დღე: სჯიდის: ელის: ჩასლვასა: მზისასა: რა: წყალი: ნახის: გარდიჴდის: უჭურეტდის: ჭავლსა: წყლისასა: მას: თანა: რთვიდის: ნაკადსა: სისხლისა: ცრემლთა: ტბისასა: კულავ: გაემართის: ისწრაფდის: წასლუასა: მისვე: გზისასა:

837. მარტო: მოსთქმიდის: ტიროდის: ტანად: ალვისა: ხიანი: მინდორს: თხა: მოკლის: სადაცა: ადგილი: დახუდის: კლდიანი: შეწვის: ჭამის: და: წავიდის: პირ: მზე: გულ: მარიხიანი: იტყუის: დავჰყარენ: ვარდნი: და: აჰა: მე: ვაგლახ: იანი:

838. აწ: ვერ: ვიტყუი: მაშინდელსა: მე: მის: ყმისა: ნაუბარსა: მიუბნობდის: რას: მოთქუმიდის: რას: ტურფასა: რაზომ: გვარსა: ზოგან: თოვლი: გაეწითლის: ვარდსა: ბრჭკლითა: ნახოკარსა: ქუაბნი: ნახნა: გაეხარნეს: ზე: გავიდა: ქვაბთა: კარსა:

839. რა: ასმათმან: დაინახა: მოეგება: ცრემლი: სწუთების: ვით: იამა: სიხარულსა: მართ: ვეღარას: ვერ: მიხუდების: ყმა: გარდაჴდა: მოეხვია: აკოცებს: და: ეუბნების: კაცი: კაცსა: მოელოდეს: მოსლვა: დია: იამების:

840. ყმა: ქალსა: ეტყუის: პატრონი: ნეტარ: სად: არის: და: ვითა: ქალი: ატირდა: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: ეტყუის: რა: წახველ: გაიჭრა: ქუაბს: ყოფა: მისჭირდა: ვითა: აწ: მისი: არა: არ: ვიცი: არ: ნახვით: არ: ამბავითა:

841. ყმა: დაჭმუნდა: ვითამც: რამე: ჰკრეს: ლახვარი: გულსა: შუა: ქალსა: ეტყუის: აჰა: დაო: ეგეთიმცა: კაცი: ნუა: იგი: ფიცი: რად: გატეხა: არ: ვეცრუე: ვით: მეცრუა: ვერ: იქმოდა: რად: მიქადა: თუ: მიქადა: რად: მიტყუა:

842. თუ: უმისოდ: სოფელს: ყოფა: რადგან: ჭირად: არ: მიღირდა: რად: დავიწყდი: რად: მივსცილდი: რად: ვერ: გაძლო: რა: მისჭირდა: მან: გატეხა: ზენარისა: რად: შემართა: ვით: გაპირდა: მაგრამ: ავის: ბედისაგან: ჩემი: რამცა: გამიკუირდა:

843. კულა: ქალი: ეტყუის: მართლაც: ხარ: მაგისსა: დამძიმებასა: მაგრა: რა: გავპრჭო: მართალი: ნუ: მეჭუ: რასაცა: თნებასა: არ: გული: უნდა: კაცის: ფიცისა: გასრულებასა: იგი: უგულო: მოელის: მართ: დღეთა: შემოკლებასა:

844. გული: ცნობა: და: გონება: ერთმანერთზედან: ჰკიდიან: რა: გული: წავა: იგიცა: მივლენ: და: მისკენ: მიდიან: უგულო: კაცი: ვერ: კაცობს: კაცთაგან: განაკიდიან: შენ: არ: გინახავნ: არ: იცი: მას: რომე: ცეცხლნი: წვიდიან:

845. შენ: უმართლე: ხარ: ემდურვი: შენ: გაეყარე: ძმობილსა: მაგრამ: ვით: ითქუმის: ვით: გაჴმა: ვითა: გიამბობ: ცნობილსა: ენა: დაშურების: გაცუდების: გულსა: შეელმის: ლმობილსა: ამას: მით: ვაზრობ: მინახავს: მე: უბედურსა: შობილსა:

846. ჯერთ: მისი: მგზავსი: სასჯელი: არცა: ვის: ამბად: სმენია: თვარა: კაცთა: სახელი: ქუათაცა: შესაძრწენია: დიჯლადცა: კმარის: მას: რომე: თვალთაგან: ცრემლი: სდენია: თვით: რაცა: ბრძანოთ: მართალ: ხართ: სხვა: სხვისა: ომსა: ბრძენია:

847. მას: წამავალსა: ვჰკითხევდი: დამწვარსა: ცეცხლ: მოდებულსა: მოვიდეს: რა: ქნას: ავთანდილ: მისსა: დამვედრე: დებულსა: მიბრძანა: მოღამნახვიდეს: მე: მისთვის: გაცუდებულსა: ამა: არეთა: არ: დავჰყრი: არ: გავსტეხ: მისს: ქადებულსა:

848. მას: ზენაარსა: არ: გავჰტეხ: მას: ფიცსა: არ: ვერცუები: მად: პაემნამდის: მოვიცდი: რაზომცა: გამდის: რუები: თუ: მკუდარი: მნახოს: დამმარხოს: თქვას: ვაგლახი: და: უები: ცოცხალი: დავხუდე: უკუირდეს: სიცოცხლე: არს: სათუები:

849. ჩემთვის: გარდახდა: მას: აქათ: გაყრა: მზისა: და: ქედისა: ოდენ: მოდენა: ცრემლისა: მჭირს: ველთა: მოსალბედისა: მსჯის: გამრავლება: ხელქნილსა: სულთქმისა: ზედან: ზედისა: დავიწყებივარ: სიკვდილსა: ნახეთ: ნაქმარი: ბედისა: