... (S-4499), XVII ს.

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვაზირის საუბარი:

715. რა: გათენდა: შეეკაზმა: ყმა: გავიდა: ადრე: გარე: იტყუის: ღ~თო: მიჯნურობა: არ: დამაჩნდა: დაცავფარე: დათმობასა: ეაჯების: გულსა: შენ: რა: მოუგვარე: ცხენსა: შეჯდა: წამოვიდა: ვაზირისა: სახლსა: მთვარე:

716. ვაზირმან: სცნა: გაეგება: ჩემს: ა: მზეო: ამოსრული: ამას: თურე: მახარებდა: დღეს: ნიშანი: სიხარული: მიეგება: თაყუანისსცა: ჰკადრა: სრულსა: ქება: სრული: ჴამს: სტუმარი: სასურველი: მასპინძელი: მხიარული:

717. ყრმა: გარდასვა: მასპინძელმან: არ: ღაფალმან: ავმან: უქმან: ფერჴთა: ქუეშე: ხატაურსა: უფენენ: და: მიწად: უქმან: ყმამან: სახლი: გაანათლნა: ვით: სამყარო: მზისა: შუქმან: თქუეს: სურნელი: სული: ვარდთა: დღეს: მოგუბერნა: ქუენა: ბუქმან:

718. დაჯდა: მისთა: შემხედველთა: გული: მათი: მართლად: ხელეს: მისთა: მჭურეტთა: მისთვის: ბნედა: თავის: თვისა: ისახელეს: სულთქმა: ბევრი: აათასეს: აღარა: თუ: აერთხელეს: გაყრა: ბრძანეს: გაიყარნეს: ჯალაბობა: გაერთხელეს:

719. რა: ჯალაბი: გაიყარა: ყმა: ვაზირსა: ეუბნების: ეტყუის: შენი: დამალული: დარბაზს: არა: არ: იქნების: რაცა: გწადდეს: საურავი: მეფე: იქს: და: შენ: გეთნების: გაიგონე: ჭირი: ჩემი: მკურნე: რაცა: მეკურნების:

720. მის: ყმისა: ცეცხლი: მედების: წბა: მჭირს: მისისა: მწველისა: მკლავს: სურვილი: და: ვერ: ნახვა: ჩემისა: სასურველისა: მას: ჩემთვის: სულნი: არ: შურდეს: შეზღვა: ჴამს: შეუზღველისა: ჴამს: სიყუარული: მოყურისა: უხვისა: უშურველისა:

721. მისი: ნახვა: გულსა: ჩემსა: ვითა: ბადე: დაებადა: მუნვე: დარჩა: დათმობაცა: მასთანავე: დაება: და: რათგან: დასწვავს: მოახლეთა: ღმერთსა: მზედცა: დაებადა: მერმე: ასმათ: ჩემთვის: დისა: მართ: დად: უფრო: დაებადა:

722. ოდეს: წამოვე: შევჰფიცე: ფიცითა: საშინელითა: კულავ: მოვალ: გნახავ: პირითა: არ: მტერთა: საწუნელითა: შენსა: მე: ვეძებწამალსა: შენ: ხარ: გულითა: ბნელითა: ჟამია: ჩემგან: წასულისა: ვიწვი: ცეცხლითა: ნელითა:

723. ყოველსავე: მართლად: გითხრობ: არ: სიტყვასა: საკვეხელსა: მიმელის: და: ვერ: მივსულვარ: ესე: მიდებს: ცეცხლსა: ცხელსა: ვერ: გაუტეხ: ზენაარსა: ვერ: გავსწირავ: ხელი: ხელსა: რამცა: სადა: გაუმარჯუდა: კაცთა: ფიცთა: გამტეხელსა:

724. რაცა: გითხრა: ჩემაგიერ: როსტანს: ჰკადრე: მიდი: სრასა: თავმან: მისმან: ფიცით: გეტყუი: შენ: ვაზირსა: უსტასრასა: არ: შემიპყრობს: არ: დავდგები: თუ: შემიპყრობს: მაქნევს: რასა: მიშველე: რა: გული: ცეცხლმან: არ: დამიჭრას: არცა: სრასა:

725. ჰკადრე: ვით: გაქო: ყოველმან: პირმან: არ: მეუმზრახემან: ვითა: ვიშიშვი: გაცნობოს: ღმერთმან: ნათლითა: სახემან: მაგრა: მან: ყმამან: ცეცხლითა: დამწუა: ალვისა: სახემან: გული: წამსავე: წამიღო: ვერათ: ვერ: შევინახე: მან:

726. აწ: მეფეო: უმისობა: ჩემგნ: ყოლა: არ: ეგების: გული: მას: აქვს: უგულოსა: აქა: ჴელი: რა: მეჴდების: თუ: რას: ვარგებ: პირველ: ხუალემ: თვით: სახელი: თქვენ: მოგხვდების: ვერას: ვარგებ: გულსა: დავდებ: ჩემი: ფიცი: არ: გატყდების:

727. წასლვა: ჩემი: გულსა: თქუენსა: არ: ეწყინოს: არ: დაჭმუნდეს: თავსა: ჩემსა: გაგებული: იქნას: რაცა: ღმერთსა: უნდეს: მანვე: ქნას: და: გაგიმარჯვდეს: თქუენი: თქუენკე: დავებრუნდეს: არ: მოვბრუნდე: თქვენმცა: სუფევთ: თქვენი: მტერი: დაძაბუნდეს:

728. კულა: პირმზე: ეტყვის: ვაზირსა: მე: სიტყვა: შევამცირეო: წა: ესე: ჰკადრე: მეფესა: შევინ: ვიდოდეს: ვირეო: მიაჯე: ამოდ: გაშვება: და: თავი: გაიგმირეო: ასი: ათასი: წითელი: შენ: ქრთამად: შეიწირეო:

729. ვაზირმან: უთხრა: სიცილით: ქრთამი: შენ: გქონდეს: შენია: შენგან: კმა: ჩემად: წყალობად: რომე: გზა: გაგიჩენია: მაგას: რა: ვჰკადრებ: მეფესა: რაცა: აწ: თქუენგან: მსმენია: ვიცი: უცილოდ: ამავსებს: შოება: არ: საწყენია:

730. თავმან: მისმან: მუნვე: მამკლავს: ვეჭუ: წამიცა: არ: წამაროს: შენი: ოქრო: შენვე: დაგრჩეს: მე: გლახ: მიწა: მესამაროს: მამკალ: კაცსა: სიცოცხლისა: სწორად: რაცა: მოეჴმაროს: არ: ითქმის: და: ვერცა: ვიტყვი: რა: გინდა: ვინ: მისგან: აროს:

731. გზა: არ: წავა: თავსა: წინა: სიცოცხლე: გლახ: ვით: გათნიო: ამიკლებს: და: ანუ: მამკლავს: ეგე: სიტყუა: ვითა: სთქვიო: რად: არ: მუნვე: გაიგონე: რად: ხარ: შმაგი: ეგეთიო: სჯობს: სიკვდილი: აკლებასა: ამას: თავსა: აწვე: ვსწურთიო:

732. თუ: მეფეცა: გაგიშვებდეს: თვით: ლაშქარნი: რად: მოღორდენ: რად: გაგიშვან: ვით: მოტყუივდენ: ანუ: მზესა: რად: მოშორდენ: შენ: წახვიდე: მტერნი: ჩვენნი: დაგვთამამდენ: გაგვისწორდენ: ეგე: ასრე: არ: იქნების: ვითა: ჩიტნი: არ: გაქორდენ:

733. ყმა: ატირდა: ცრემლით: უთხრა: ჴამს: თუ: დანა: გულსა: ვიცი: ჰე: ვაზირო: შეგეტყობის: სიყუარული: არ: თურ: იცი: ანუ: სხვაცა: არ: გინახავს: მოყვრობა: და: არცა: ფიცი: თუ: გინახავს: უმისოსა: ჩემი: ლხინი: ვით: ამტკიცი: