... (S-2829), 1688 წ.

837. რა: ვაზირი: მოწიწებით: დარბაზს: ნახა: შემოსრული: როსტან: უთხრა: არა: მახსოვს: გუშინდელი: შენგან: ქნილი: მაწყინე: და: გამარისხე: ვერ: დავიღე: დიდხანს: სული: აზომ: რომე: გაგათხოვე: შენ: ვაზირი: გულის: გული:

838. თუღა: მახსოვს: რად: უნდოდა: ისრე: ავად: რად: გაგჴადე: მართლად: უთქვამს: მეცნიერთა: წყენააო: ჭირთა: ბადე: ესეგვარსა: ნუროდეს: იქ: საქმე: ხოლე: გაიცადე: აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: თქვი: და: სიტყვა: გააკვლადე:

839. კვლა: მოახსენა: ვაზირმან: სიტყვა: ნაგუშინდელევი: რა: გაიგონა: შესთვალა: პასუხი: არ: ნაგრძელევი: შენ: თუ: უშმაგო: მგონიხარ: ვარმცა: ურია: მე: ლევი: კვლა: ამის: მეტად: ნუ: მაწყენ: თვარა: მე: სრულად: გელევი:

840. რა: გამოვიდა: ვაზირმან: ძებნა: ვერ: პოვა: მინანი: მართ: გაპარვასა: უთხრობდეს: მონანი: ცრემლთა: მდინანი: მან: თქვა: მე: დარბაზს: ვერ: შევალ: მახსოვან: დღენი: წინანი: ვინცაღა: ჰკადრებს: მან: ჰკადროს: რაცა: ვთქვი: მასცა: ვინანი:

841. რა: ვაზირი: არ: შევიდა: კვლა: მეფემან: კაცი: გზავნის: კაცმან: თქვეს: და: გარეთ: დადგის: წასულა: ვერვინ: გაამჟღავნის: როსტანს: ეჭვი: შეუვიდა: ჭმუნვა: ამით: გაათავნის: თქვა: უცილოდ: გაიპარა: ვინ: მარტომან: ასთა: ავნის:

842. თავ: დადრეკით: იგონებდა: გულსა: ჰქონდა: ჭმუნვა: დიდი: უში: ქმნა: და: აიხედნა: უბრძანებდა: მონას: მიდი: მოვიდეს: და: აწ: მიამბოს: შემოვიდეს: იგი: ფლიდი: რა: ვაზირი: შემობრუნდა: ფერი: ჰკრთა: და: ჰქონდა: რიდი:

843. კვლა: შევა: დარბაზს: ვაზირი: დაღრეჯით: არ: მხიარულად: მეფემან: ჰკითხა: წასრულა: მზე: დაუდგრომლად: მთვარულად: მან: მოახსენა: ყოველი: ვით: წასრულიყო: დარულად: მზე: აღარ: მზეობს: ჩვეთანა: დარი: არ: დარობს: დარულად:

844. რა: მეფემან: მოისმინა: დაიზახნა: მეტის: მეტნი: პირსა: ხოჭით: წვერსა: გლეჯით: გააკვირნა: მისნი: მჭურეტნი: მოსთქვამს: იტყვის: ვაი: გაზრდილო: ვეღარ: გიჭურეტს: თვალნი: რეტნი: სად: წახველ: და: სად: დაჰკარგენ: სინათლენი: ეგე: სვეტნი:

845. თუ: თავი: შენი: შენ: გახლავს: ღარიბად: არ: იხსენები: მაგრა: მე: რა: ვქნა: გაზრდილო: აწ: სახლად: მმართებს: სენები: გამაღარიბე: დამაგდე: გულსა: გლახ: ვისთვის: ენები: შენად: შეყრამდის: პატიჟთა: ჩემთა: ვერ: იტყვის: ენები:

846. გაზრდილო: ცეცხლი: მედების: ლახურით: ვარ: მე: დახეული: გაზრდილო: ჩემთვის: გამოჩნდა: ჟამი: მუხთალი: წვეული: გაზრდილო: დიდით: სევდითა: ძლივღა: ცოცხალვარ: სნეული: გაზრდილო: ადრე: მოვკვდები: საბრალო: დღე: დალეული:

847. ოდეს: გნახავ: მხიარულსა: ნადირობით: შემოსრულსა: ვეღარ: გიჭვრეტ: ნაბურთალსა: ტანსა: მჭევრსა: ჯავარ: სრულსა: ვეღარ: ვისმენ: ჴმასა: შენსა: სასმენელად: მე: მას: რულსა: აწ: უშენოდ: რაღა: ვუყო: საჯდომსა: და: სრასა: სრულსა:

848. ვიცი: არ: მოგკლავს: შიმშილი: რასომცა: დია: ირები: შენ: შენი: მშვილდი: დაგარჩენს: შენთა: ისართა: პირები: ნუთუ: კვლა: ღთ~ნ: წყალობით: გაგიადვილოს: ჭირები: მაგრა: თუ: მოვკვდე: გაზრდილო: ვისგანღა: დავიტირები:

849. ზარი: გაისმა: შემოკრბა: ჯარი: მრავალი: კაცისა: დარბაზს: ხასთაგან: ჯარია: ჴელითა: წვერთა: ტაცისა: იგლეჯს: და: იცემს: ყველაი: ჴმა: ისმის: თავსა: ტკაცისა: თქვეს: ბნელი: გუმართებს: დღე: კრულთა: რათგან: მზე: მიგვიდრკა: ცისა:

850. რა: მეფემან: დიდებულნი: ნახნა: სულთქმით: შემოსტირნა: უთხრა: ხედავთ: მზემან: ჩვენმან: შუქნი: სრულად: დაგვიძვირნა: რა: ვაწყინეთ: რა: შევსცოდეთ: რად: დაგუყარნა: რად: გაგუწირნა: სპანი: მისგან: დაჭირულნი: ვინმცაღა: ვით: დაგვიჭირნა:

851. ყოვლნი: ტიროდეს: მოთქმიდეს: მერმე: დაწყნარდეს: გვიანად: მეფემან: ბრძანა: იკითხეთ: მარტოა: ანუ: ყმიანად: მოვიდა: მონა: შერმადინ: მოშიშრედ: სირცხვილიანად: ანდერძი: ჰკადრა: ატირდა: სიცოცხლე: უჩნდა: ზიანად:

852. მოახსენა: საწოლს: ვპოვე: ესე: მისგან: დანაწერი: დგეს: მონანი: ნატირებნი: დაეგლიჯა: თმა: და: წვერი: იგი: მარტო: გაპარულა: ყმა: არ: ახლავს: არცა: ბერი: მე: თუ: მამკლავთ: მემართლებით: სიცოცხლე: მჭირს: შეუფერი:

853. რა: ანდერძი: წაიკითხეს: კვლა: იტირეს: დიდი: ხანი: მერმე: ბრძანა: მხიარულსა: ნუ: ჩაიცმენ: ჩემნი: სპანი: ვამლოცველნეთ: დავრდომილნი: ობოლნი: და: ქვრივნი: სხვანი: შევეწივნეთ: ნუთუ: ღ~თნ: მშვიდობისა: მისცეს: გზანი:

854. მთვარე: მზესა: მოეშორვოს: მოშორვება: გაანათლებს: რა: იახლოს: შუქი: დასწვავს: გაეყრების: ვერ: იახლებს: მაგრა: ვარდსა: უმზეობა: გააჴმობს: და: ფერსა: აკლებს: ჩვენ: ვერ: ვსჭურეტთ: საყვარლისა: ჭირსა: ძველსა: გაგვიახლებს:

855. აწყა: დავიწყებ: ამბავსა: მის: ყმისა: წამავლობასა: მივა: და: მიტირს: გულმდუღრად: ვერ: ვიტყვი: ცრემლთა: მცრობასა: წამ: წამ: მობრუნდის: იაჯდის: მისთვის: მზისავე: მზობასა: უჭურეტდის: თვალნი: ვერ: მოხსნის: თუ: მოხსნის: მიჰჴდის: ცნობასა:

856. რა: მიეახლის: დაბნედად: ვერ: ჴელ: ყვის: გაძურად: ენისად: მაგრა: სდის: ცრემლი: თვალთაგან: მგზავსად: წყაროსა: დენისად: ზოგჯერ: დაბრუნდის: იაჯდის: მისტვის: პატიჟთა: თმენისად: რა: გაემართის: არ: იცის: მას: თუ: არბევდის: ცხენი: სად: