... (S-2829), 1688 წ.

757. ვაზირმან: უთხრა: სიცილით: ქრთამი: შენ: გქონდეს: შენია: შენგან: კმა: ჩემად: წყალობად: რომე: გზა: გაგიჩენია: მაგას: რა: ვჰკადრებ: მეფესა: რაცა: აწ: თქვენგან: მსმენია: ვიცი: უცილოდ: ამავსებს: ბოძება: რა: საწყენია:

758. თავმან: მისმან: მუნვე: მამკლავს: რომ: წამიცა: არ: წამეაროს: შენი: ოქრო: შენვე: დაგრჩეს: მე: გლახ: მიწა: მესამაროს: მამკალ: კაცსა: სიცოცხლისა: სწორად: რაცა: მოეჴმაროს: არ: ითქმის: და: ვერცა: ვიტყვი: რა: გინდა: ვინ: მისაგმაროს:

759. გზა: არ: წავა: თავსა: წინა: სიცოცხლე: გლახ: ვით: გათნიო: რად: არ: მუნვე: გაიგონე: რად: ხარ: შმაგი: ეგეთიო: ამიკლებს: და: ანუ: მომკლავს: ეგე: სიტყვა: ვითა: სთქვიო: სჯობს: სიკვდილი: აკლებასა: ამას: თავსა: აწვე: ვსწვრთიო:

760. თუ: მეფეცა: გაგიშვებდეს: თვით: ლაშქარნი: რად: დაღორდენ: რად: გაგიშვან: რად: მოღორდენ: ანუ: მზესა: რად: მოშორდენ: შენ: წახვიდე: ჩვენნი: მტერნი: დაგუთამამდენ: გაგვისწორდენ: ეგე: ასრე: არ: იქნების: ვითა: ჩიტნი: არ: გაქორდენ:

761. ყმა: ატირდა: ცრემლით: უთხრა: ჴამს: თუ: დანა: გულსა: ვიცი: ჰე: ვაზირო: შეგეტყობის: სიყვარული: არ: თურ: იცი: ანუ: სხვაცა: არ: გინახავს: მოყვრობა: და: არცა: ფიცი: თუ: გინახავს: უმისოსა: ჩემი: ლხინი: ვითა: მტკიცი:

762. მზე: დაბრუნდა: არ: ვიცოდი: მზესა: რამცა: დააბრუნვებს: აწ: უშველოთ: გვიჯობს: იგი: ნაცვლად: დღესა: დავითბუნვებს: ჩემი: ჩემებრ: არვინ: იცის: რა: მამწარებს: რა: მატკბუნვებს: ზოგთა: კაცთა: სააუგო: საქმე: მეტად: დააჭმუნვებს:

763. მეფე: ანუ: მისნი: სპანი: ნეტარ: ჴელსა: რასა: მჴდიან: აწ: ვითამცა: გაუწყვეტლად: ღვარისაებრ: ცრემლი: მდიან: სჯობს: წავიდე: არ: გავტეხნე: კაცსა: ფიცნი: გამოსცდიან: ჭირნი: მისგან: უნახავნი: კაცსა: ვისმცა: გარდუჴდიან:

764. ჰე: ვაზირო: მაგა: პირსა: გული: კრული: ვით: მოგთმინდეს: რკინა: ჩემი: მონაცვალე: ჴამს: გაცვილდეს: არ: გარვინდეს: ვერ: გარდვიჴდი: თვალთა: ჩემთა: ჯეონიცა: თვალთა: მდინდეს: მომეჴმარე: თუღა: ოდეს: მოჴმარება: ჩემგანც: გინდეს:

765. არ: გამიშვებს: გავიპარვი: წავალ: მათგან: შეუგებლად: ვითა: მნუკევს,ვით: დაურთო: გული: ცეცხლსა: დაუვსებლად: ვიცი: ჩემთვის: არას: გიზამს: თუ: არ: უნდი: გასაძებლად: თქვი: რა: გინდა: წაგეკიდოს: თავი: დადევ: საწამებლად:

766. ვაზირმან: თქვა: შენი: ცეცხლი: მეცა: ცეცხლად: მამედების: ვეღარ: უჭვრეტ: ცრემლთა: შენთა: სოფელიცა: გაქარდების: ზოგჯერ: თქმა: სჯობს: არა: თქმასა: ზოგი: თქმითაც: დაშავდების: ვიტყვი: მოვჰკვდე: არა: მგამა: ჩემი: მზეცა: შენ: მოგხვდების:

767. რა: ვაზირმან: ესე: უთხრა: ადგა: დარბაზს: გაემართა: მეფე: დახუდა: შეკაზმული: პირი: მზეებრ: ეწაღმართა: შეუშინდა: საწყენლისა: მოხსენება: ვერ: შემართა: დაყრით: დგა: და: იგონებდა: არ: საქმეთა: საომართა:

768. მეფემან: ნახა: ვაზირი: დაღრეჯით: დაყმუნვებული: უბრძანა: რა: გჭირს: რა: იცი: რად: მოხველ: შეჭირვებული: მან: ჰკადრა: არა: არ: ვიცი: მართ: ვარ: თავისა: ვებული: მართალ: ხართ: მამკლათ: რა: გესმათ: ამბავი: ჩემგან: ცნებული:

769. ჩემი: ჭმუნვა: ჭირსა: ჩემსა: არცა: მეტობს: არცა: სდიდობს: მეშინიან: თუცა: შიშსა: მოციქული: ვერ: დარიდობს: აწ: ავთანდილ: გეთხოვების: მოაჯეობს: არ: წამკიდობს: უმისყმისოდ: სოფელსა: და: საწუთროსა: მისთვის: ფლიდობს:

770. რაცა: იცოდა: ყველაი: ჰკადრა: მოშიშრად: ენითა: კვლა: მოახსენა: რაცა: სცნა: სიტყვითა: ესოდენითა: თუ: როგორ: მყოფი: მინახავს: თუ: რაგვარ: ცრემლთა: დენითა: მართალ: ხართ: თუმცა: რისხვანი: ჩემთვის: იანაზდენითა:

771. რა: მეფემან: მოისმინა: გაგულისდა: გაავცნობდა: ფერი: ჰკრთა: და: გასაშიშრდა: შემხედველთა: შეაშთობდა: შეუზახნა: რასთვის: შმაგობ: მაგას: სხვამცა: ვინ: მითხრობდა: ავსა: კაცსა: ურჩევნია: ავსამცა: რას: ადრე: სცნობდა:

772. ვითამც: რამე: სიხარული: საქმე: მითხარ: ვითა: ღადრად: მაგის: მეტი: რა: ვინ: მიყოს: თუ: არ: მომკლას: მუხთლად: ღადრად: შმაგო: ენა: ვით: იჴმარე: შენ: ამისად: ჩემად: კადრად: ეზომ: შმაგი: არ: ვარგხარ: არ: ვაზირად: არცა: სხვად: რად:

773. ჴამსა: კაცმან: პატრონისა: საწყინარსა: არ: დახედნეს: ოდენ: სიტყვა: უმეცრული: უალაგოდ: დაიყბედნეს: მე: მაგისად: მოსმენამდის: რად: არ: ყურნი: შემებეჭდნეს: შენ: თუ: მოგკლა: სისხლნი: შენნი: ჩემმან: ქედმან: მიიქედნეს:

774. კვლა: უბრძანა: თუმცა: მისგან: აწ: არ: იყავ: მოგზავნილი: თავმან: ჩემმან: აწვე: მოგკვეთ: არად: უნდა: ამას: ცილი: წა: უკუ: დეგ: ავი: შმაგი: უმეცარი: შლეგი: წბილი: შაბაშ: კაცი: შაბაშ: სიტყვა: შაბაშ: საქმე: შენგან: ქმნილი:

775. დადრკა: სკამნი: შემოსტყორცნა: ჰკრნა: კედელსა: შეალეწნა: დააცდუნვა: მაგრა: მისთვის: აალმასნა: არ: აძეწნა: ვით: მიამბე: წასლვა: მისი: ვინ: ალვისა: მორჩი: ხვეწნა: ვაზირისა: ცხელმან: ცრემლმან: ღაწვნი: თეთრნი: აახეწნა:

776. ვაზირმან: გლახ: გამორიდნა: მართ: ვეღარას: ვერ: იწრწინვებს: გამოძრწა: და: გამომელდა: გულსა: წყლულსა: მოიმტკივნებს: შეის: ხასობს: გაის: ქუშობს: ენა: ასრე: მოაყივნებს: მტერი: მტერსა: ვერას: ავნებს: რომე: კაცი: თავსა: ივნებს: