... (S-2829), 1688 წ.

717. შენ: არ: გატეხა: კარგი: გჭირს: ზენაარისა: ფიცისა: ჴამს: გასრულება: მოყვრისა: სიყვარულისა: მტკიცისა: ძებნა: წამლისა: მისისა: ცოდნა: ჴამს: უვიცისა: ჩემი: თქვი: რა: ვქმნა: ბნელ: ქმნილმან: მზე: მამეფაროს: მე: ცისა:

718. ყმამან: ჰკადრა: სიახლითა: შევრთე: ჭირი: შვიდსა: მე: რვა: ცუდი: არის: დამზრალისა: გასათბობლად: წყლისა: ბერვა: ცუდი: არის: სიყვარული: ქუეით: კოცნა: მზისა: წურვა: თუ: გიახლო: ერთხელ: ვა: და: რა: მოგშორდე: ათასჯერ: ვა:

719. კვლაცა: ჰკადრა: გავიგონე: შენ: ამბავი: რაცა: ბრძანე: ვარდსა: ქაცვი: მაპოვნინებს: ეკალთამცა: რად: ვეფხანე: მაგრა: მზეო: თავიშენი: ჩემთვის: მზესა: დაადარნე: სიცოცხლისა: საიმედო: ნიშანი: რამ: წამატანე:

720. ვაი: თუ: გავიჭრა: მინდორად: სადა: გლახ: დამწვავს: სამალი: გული: ძეს: საგნად: ისრისა: მესვრის: საკრავად: სამალი: დრო: სიცოცხლისა: ჩემისა: დღისითღა: ჩანს: ნაასამალი: მალვა: მწადს: მაგრა: გარდაჴდა: ჟამი: პატიჟთა: სამალი:

721. ყმა: ტკბილი: და: ტკბილ: ქართული: სიკეთისა: ჴელის: მჴდელი: მზესა: ასრე: ეუბნების: ვით: გაზრდილსა: ტკბილი: მზრდელი: ქალმან: მისცა: მარგალიტი: სრულ: ყო: მისი: საწადელი: ღ~თნ: ქნა: და: გაუსრულდეს: ლხინი: ესე: აწინდელი:

722. რა: სჯობს: რა: კაცმან: გიშერი: ბროლ: ლალსა: თანა: არიოს: ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ახიოს: მისსა: მჭვრეტელსა: ალხინოს: ვერ: მჭურეტსა: ავაგლახიოს: ვაი: მოყვარისა: გაყრილსა: ახიო: ეყოს: ახი: ოს:

723. ყმა: მხიარული: წყლიანი: დაიჩენს: არ: სიმძიმილსა: მისნი: კბილნი: და: ბაგენი: დაიშვენებდეს: ღიმილსა: რა: მოეშორის: მოყვარე: თვალთაგან: დასდებდა: მილსა: მუნით: ადენდი: წყაროსა: სოფლისა: დასაწვიმილსა:

724. მათ: მიხუდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა: ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა: მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღვისაცა: მეტის: მეტითა: იტყვის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვა: ჩემთა: სისხლთა: ხურეტითა:

725. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამ: ილებს: რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს: რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს: მის: მოყვრისა: მოშორება: აჩრდილებს: კვლა: აბინდებს:

726. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწვი: ქნის: ღარად: და: ღარად: მიკვირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად: იტყვის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: ვირემ: ვნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად:

727. ვინ: უწინ: ედემს: ნაზარდი: ალვა: რგო: მრწყო: მახია: დღეს: საწუთრომან: ლახუარსა: მიმცა: უწყალოდ: დამხია: აწ: გული: ცეცხლით: ამივსებს: დაბმით: დამაბა: მახია: აწყა: ვცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია:

728. ამას: მოსთქვამს: ცრემლსა: აბნევს: ათრთოლებს: და: აწანწარებს: გულ: ამოსკვნით: ოხვრა: სულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს: საყვარლისა: სიახლესა: მოშორვება: გაამწარებს: ვაი: საწუთრო: ბოლოდ: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს:

729. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების: მაგრა: ახლავს: გონებითა: საყვარელსა: არ: მოსწყდების: ვით: მწვანვილსა: თრთვილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების: ხედავთ: ვარდსა: უმზეობა: როგორ: ადრე: დააკლდების:

730. საწოლს: მჯდომმან: პირსა: ცემით: ბროლი: ბღუჯოს: ვარდი: კონოს: გულსა: იდებს: იტყვის: კაცმან: ჭირი: ლხინსა: შეაწონოს: ლხინმან: სძლიოს: გაძლება: ჴამს: ჭირი: სთმოს: და: ჟამთა: მონოს: ვით: ქონება: არ: იმადლოს: ღ~თნ: სხვამცა: რა: აქონოს:

731. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი: გული: ჟამ: ჟამად: ყოველთა: ჭირთ: მომლხინთა: მდომელი: გული: ბრმა: ურჩი: ხედვისა: მართ: ვერას: ვერ: გამზომელი: ვერცა: ჰპატრონობს: სიკვდილი: ვერცა: მეფეა: რომელი:

732. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყვანი: საგულისონი: იგ: მარგალიტი: მოიხვნა: მის: მზისა: სამეყუისონი: მის: მზისა: მკლავსა: ნაბამნი: მათ: კბილთა: შესატყვისონი: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი:

733. რა: გათენდა: კაცი: მოვა: მომკითხავი: დარბაზს: მჴმობი: ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილ: ნაკრთობი: ერთმანერთსა: ეჯავრვოდა: დგას: მჭვრეტელთა: ჯარი: მსწრობი: მეფე: მინდორს: ეკაზმოდა: მოეკაზმა: დაბდაბნობი:

734. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქმოდა: ქოსდაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყვა: არ: ისმოდა: მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: სიმრავლე: მიდამოდა: მას: დღეს: მათგან: დანაჴოცი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა:

735. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი: შეიტანნეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი: დაჯდა: დახვდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი: ჴმას: სცემს: ჩანგი: ჩაღანასა: მომღერალნი: იყვნეს: სრულნი:

736. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ჰკითხვიდა: ეუბნებოდა: ბაგეთა: გასჭვირს: ბროლ: ლალი: და: კბილთათ: ელვა: ჰკრთებოდა: ახლოს: სხდეს: ღირსნი: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელოდ: ჴსენება: არვისგან: იკადრებოდა: