... (S-2829), 1688 წ.

937. ავთანდილცა: მასთანავე: ტიროდა: და: ცრემლსა: ღურიდა: უთხრა: დათმე: ნუ: მოჰკვდები: გულსა: სრულად: ნუ: დასჭრი: და: ღ~თი: მაგას: მოწყალეობს: თუცა: ჭირმან: არ: გაგრიდა: თუმც: უნდოდით: გასაყრელად: პირველ: ერთად: არ: შეგყრიდა:

938. სდევს: მიჯნურსა: ფათერაკი: საწუთროსა: დაანაღვლებს: მაგრა: ბოლოდ: ლხინსა: მისცემს: ვინცა: პირველ: ჭირსა: გასძლებს: მიჯნურობა: საჭიროა: მით: სიკვდილსა: მიგვაახლებს: გასწავლულსა: გააშმაგებს: უსწავლელსა: გაასწავლებს:

939. იტირეს: და: გაემართნეს: ქვაბისაკენ: თავნი: არნეს: რა: ასმათმან: დაინახა: გაღანამცა: გაეხარნეს: მოეგება: მოტიროდა: ცრემლმან: მისმან: კლდენი: ღარნეს: აკოცეს: და: აცატირდეს: კვლა: ცნობანი: ააჩქარნეს:

940. ასმათ: თქვა: ღ~თო: რომელი: არ: ითქმი: კაცთა: ენითა: შენ: ხარ: სავსება: ყოველთა: აღგვავსებ: მზეებრ: ფენითა: გაქო: ვით: გაქო: რა: გაქო: არ: იტქმის: კაცთა: ენითა: დიდება: შენდა: არ: მომკალ: ამათთვის: ცრემლთა: დენითა:

941. ტარიელ: იტყვის: აჰა: დაო: მით: ცრემლი: აქა: მდენია: საწურთო: ნაცულად: მატირებს: რაც: ოდენ: მამილხენია: ძველი: წესია: სოფლისა: არ: ახლად: მოსასმინია: ვაი: შენი: ბრალი: დავ: თუარა: სიკვდილი: ჩემი: ლხინია:

942. სწყუროდეს: წყალსა: ვინ: დაღურის: კაცი: უშმაგო,: ცნობილი: მე: თვალთა: ჩემთა: მით: მიკვირს: რად: ვარ: ცრემლითა: ლტობილი: უწყლოობა: ჰკლავს: და: წყალი: სდის: არ: ოდეს: არ: გაჴმობილი: ვაი: წარჴდა: ვარდი: პობილი: ვაი: მარგალიტი: წყობილი:

943. ავთანდილსცა: მოეგონა: მისი: მზე: და: საყვარელი: იტყვის: ჩემო: ვით: ვეგები: მე: უშენოდ: სულთა: მდგმელი: შენ: არ: გახლავ: ჩემი: ჩემთვის: სიცოცხლეა: სანანელი: გითხრამცა: ვინმე: უშენოდ: რა: ცეცხლი: მწვავს: როგორ: ცხელი:

944. ვარდი: ამას: ვით: იაზრებს: მზე: მომშორდეს,: არ: დავჭკნეო: ანუ: ჩვენ: გლახ: რა: გვერგების: რა: ჩასვენდეს: გორსა: მზეო: გულო: გიჯობს: გაუმაგრდე: თავი: სრულად: გაიკლდეო: ნუთუ: მოგხვდეს: ნახვა: მისი: სულთა: სრულად: ნუ: დალეო:

945. სული: დაიღეს: დადუმდეს: ორთავე: ცეცხლი: სდებოდა: ასმათი: შეჰყვა: შევიდა: მათებრვე: ცეცხლი: გზნებოდა: დაუგო: ტყავი: ვეფხისა: რომელ: კვლა: მიწყივ: ჰგებოდა: ორნივე: დასხდეს: უბნობდეს: რაცა: მათ: ეამებოდა:

946. მწვადი: შეიწვეს: შეიქმნა: პურობა: მგზავსი: ჟამისა: მუნ: უპურობა: პურობა: არ: სიდიადე: ჯამისა: მას: შეეხვეწნეს: ჭამეო: ძალი: არ: ჰქონდა: ჭამისა: გაცოხნის: ლუკმა: გატყორცის: წონა: ძლივ: ჩანთქის: დრამისა:

947. ამოა: რომე: კაცი: კაცს: ამოსა: ეუბნებოდეს: მან: გაუგონოს: რაცა: თქვას: არ: ცუდად: წაუჴდებოდეს: ცოტად: ეგრეცა: დაუვსებს: ცეცხლი: რაზომცა: სდებოდეს: დიდი: ლხინია: ჭირთა: თქმა: თუ: კაცსა: მოუჴდებოდეს:

948. მას: ღამესა: ერთგან: იყვნეს: იგი: ლომნი: იგი: გმირნი: იუბნეს: და: გააცხადეს: თავის: თავის: მათნი: ჭირნი: რა: გათენდა: კვლა: დაიწყეს: საუბარნი: სიტყვა: ხშირნი: ერთმანეთსა: გაუგონეს: ფიცნი: პირველ: დანაპირნი:

949. ტარიელ: ეტყვის: რად: უნდა: სიტყვისა: თქმა: მრავალისა: რაცა: შენ: ჩემთვის: გიქნია: ღ~თია: მზღველი: ვალისა: კმა: ზენაარი: ზენარად: არ: ნაქმარია: მთრუალისა: არ: დავიწყება: მოყვრობა: მოყვრისა: წარმავალისა:

950. აწ: შემიწყალე: ნუ: დამწვავ: კვლა: წვითა: უცხელესითა: მე: გულსა: ცეცხლი: მედების: არ: ნაგზებია: კვესითა: ვერ: დაშრეტ: შენცა: დაიწვი: სოფლისა: ქნისა: წესითა: წადი: დაბრუნდი: შეიქეც: მუნითვე: შენი: მზე: სით: ა:

951. ვინ: დამბადა: განკურნება: ჩემი: უჩანს: მასცა: ძნელად: ვისცა: გესმის: გაიგონეთ: მით: გაჭრილვარ: ჴელი: ველად: რაცა: მართებს: გონიერთა: ერთხელ: ვიყავ: მეცა: მქმნელად: აწ: ნობათი: ხელობისა: მამხვდომია: მით: ვარ: ხელად:

952. ავთანდილ: უთხრა: რა: გითხრა: პასუხი: მაგა: თქმულისა: შენვე: სთქვი: ეგე: სიტყვაა: კაცისა: ბრძნადსახულისა: ღ~თსამცა: ვით: არ: შეეძლო: კვლა: განკურნება: წყლულისა: იგია: მზრდელი: ყოვლისა: დათესულ: დანერგულისა:

953. ღ~თსამცა: ესე: რად: ექნა: ეგეთნი: დაებადენით: აღარ: შეგყარნა: გაგყარნა: თვალნი: ცრემლთა: დადენით: სდევს: ფათერაკი: მიჯნურსა: გასჭურიტეთ: გაიცადენით: თქვენ: ერთმანერთი: არ: მოხუდეთ: მე: სულნი: ამომჴადენით:

954. ნეტარ: მამაცი: სხვა: რაა: არ: გასძლოს: რაცა: ჭირია: ჭირსა: გადრეკა: რად: უნდა: რა: სასაუბრო: პირია: ნუ: გეშის: ღ~თი: უხვია: თუცა: სოფელი: ძვირია: რასცა: მიწვრთიხარ: იწვართე: გკადრო: უწვრთელი: ვირია:

955. თუ: რა: გესმის: გაიგონე: ესე: კმარის: ესე: სწავლად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: თქვენს: წინაშე: წამოსავლად: მოვახსენე: რათგან: ჩემი: შეუქმნია: გული: ავლად: არას: ვარგებ: არ: დავდგები: სხვა: ვიუბნო: რაღა: მრავლად:

956. მან: მიბრძანა: მადლიერ: ვარ: კარგად: ხარ: და: მამაცურად: მაგა: შენსა: გავლენასა: მე: დავიჩენ: სამსახურად: მისის: კითხვით: წამოსრულვარ: არ: მთურალურად: არ: მახმურად: აწ: მივიდე: რა: უამბო: რად: მოხველო: ჯაბან: მჴრდლურად: