... (S-2829), 1688 წ.

857. თქვა: მზეო: შენი: შორს: მყოფი: კრულია: ვინცა: დადუმდეს: რადგან: შენ: დაგრჩა: გონება: გული: შენკენვე: დაბრუნდეს: თვალთა: მტირალთა: შეხედვა: შენივე: სწადდეს: და: უნდეს: სჯობს: საყვარელსა: მოყვარე: რაზომცა: დაუძაბუნდეს:

858. მე: რა: ვქნა: შენად: შეყრამდის: ანუ: რას: ვეჭვდე: ლხენასა: თავსა: მოვიკლავ: მე: თუცა: შენგან: არ: ვეჭუდი: წყენასა: მაგრა: შენ: გაწყენ: ჩემისა: არ: სიცოცოხლისა: სმენასა: მოდი: და: მივსცნე: ცოცხალმან: თვალნი: ცრემლისა: დენასა:

859. ტირს: იტყვის: დადვა: კაეშნი: ლახვარმან: ჩემთვის: ათმანო: ინდოთა: რაზმან: ჩემად: კლვად: თქვა: ესე: ტევრი: ვთხზა: თმანო: თვალთა: გიშერი: აშვენებს: სათმან: რად: მამკლა: სათმანო: ბაგე: კბილო: და: თვალ: წარბო: მამცემდი: პატიჟთა: თმანო:

860. იტყვის: ჰე: მზეო: ვინ: ხატად: გთქვის: მზიანისა: ღამისად: ერთარსებისა: ერთისა: მის: უჟამოსა: ჟამისად: ვის: გმორჩილობენ: ციერნი: ერთის: იოტის: წამისად: ბედსა: ნუ: მიცულ: მიაჯე: შეყრამდის: ჩემად: და: მისად:

861. ვის: ხატად: ღ~თისად: გიტყვიან: ფილასოფოზნი: წინანი: შენ: მიშველე: რა: ტყვექმნილსა: ჯაჭუნი: მაბიან: რკინანი: ბროლ: ბალახშისა: მძებნელმან: სათნი: დავჰკარგე,: მინანი: მაშინ: ვერ: გავძელ: სიახლე: აწ: სიშორესა: ვინანი:

862. ამას: მოთსქმიდის: იწვოდის: ვითა: სანთელი: დნებოდის: დაყოვნებისა: მოშიში: ისწრაფდის: იარებოდის: რა: შეუღამდის: ვარსკვლავთა: ამოსულა: იამებოდის: მას: ამგზავსებდისუჭურეტდის: ილხენდის: ეუბნებოდის:

863. მთვარესა: ეტყვის: იფიცე: სახელი: ღ~თისა: შენისა: შენ: ხარ: მომცემი: მიჯნურთა: მიჯნურობისა: სენისა: შენ: ხარ: წამალი: მისისა: მოთმინებისა: თმენისა: მიაჯე: შეყრა: პირისა: შენ: გამო: შენებრ: თმენისა:

864. ღამე: ალხენდის: დღე: სჯიდის: ელის: წასულასა: მზისასა: რა: წყალი: ნახის: გარდიჴდის: უჭურეტდის: ჭავლსა: წყლისასა: მას: თანა: რთევდის: ნაკადსა: სისხლისა: ცრემლთა: ტბისასა: კვლა: გაემართის: ისწრაფდის: წასლვასა: მისვე: გზისასა:

865. მარტო: მოსთქმიდის: ტიროდის: ტანად: ალვისა: ხიანი: მინდორს: თხა: მოკლის: სადაცა: ადგილი: დახუდის: კლდიანი: შეწვის: ჭამის: და: წავიდის: პირ: მზე: გულ: მარიხიანი: იტყვის: დავჰკარგე: ვარდნი: და: აჰა: მე: ვაგლახიანი:

866. აწ: ვერ: ვიტყვი: მაშინდელსა: მე: მის: ყმისა: ნაუბარსა: მიუბნობდის: რას: მოთქმიდის: რას: ტურფასა: რაზომ: გვარსა: ზოგან: თოვლი: გაეწითლის: ვარდსა: ბრჭკალით: ნახოკარსა: ქვაბნი: ნახნა: გაეხარნეს: ზედ: გავიდა: ქვაბთა: კარსა:

867. რა: ასმათმან: დაინახა: მოეგება: ცრემლი: სწვთების: ვით: იამა: სიხარულსა: მართ: ვეღარას: ვერ: მიხუდების: ყმა: გარდაჴდა: მოეხვია: აკოცებს: და: ეუბნების: კაცი: კაცსა: მოელოდეს: მოსლვა: დიდად: ეამების:

868. ყმა: ქალსა: ეტყვის: პატრონი: ნეტარ: სად: არის: და: ვითა: ქალი: ატირდა: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: ეტყვის: რა: წახველ: გაიჭრა: ქვაბს: ყოფა: მისჭირდა: ვითა: აწ: მისი: არა: არ: ვიცი: არ: ნახვით: არ: ამბავითა:

869. ყმა: დაჭმუნდა: ვითამც: რამე: ჰკრეს: ლახუარი: გულსა: შუა: იგი: ფიცი: ვით: გატეხა: არ: ვეცრუე: ვით: მიცრუა: ქალსა: ეტყვის: აჰა: დაო: აგეთიმცა: კაცი: ნუა: ვერ: იქმოდა: რად: მიქადა: თუ: მიქადა: რად: მიტყუა:

870. კვლა: ქალი: ეტყვის: მართლა: ხარ: მაგისსა: დამძიმებასა: მაგრა: რა: გავბრჭო: მართალი: ნუ: მეჭუ: რასაცა: თნებასა: არ: გული: უნდა: ფიცის: და: პირისა: გასრულებასა: იგი: უგულო: მოელის: მართ: დღეთა: შემოკლებასა:

871. გული: ცნობა: და: გონება: ერთმანერთზედა: ჰკიდიან: რა: გული: წავა: იგიცა: წავლენ: და: მისკენ: მიდიან: უგულო: კაცი: ვერ: კაცობს: კაცთაგან: განაკიდიან: შენ: არ: გინახავნ: არ: იცი: მას: რომე: ცეცხლნი: სწვიდიან:

872. შენ: უმართლე: ხარ: ემდურვი: შენ: გაეყარე: ძმობილსა: მაგრა: ვით: ითქმის: ვით: გაჴდა: ვითა: გიამბობ: ცნობილსა: ენა: დაშურების: გაცუდების: გულსა: შეელმის: ლმობილსა: ამას: მით: ვაზრობ: მინახავს: მე: უბედურსა: შობილსა:

873. ჯერთ: მისი: მგზავსი: სასჯელი: არცა: ვის: ამბად: სმენია: არათუ: კაცთა: სასჯელი: ქვათაცა: შესაძრწენია: დიჯლადცა: კმარის: მას: რომე: თვალთაგან: ცრემლი: სდენია: თვით: რაცა: ბრძანოთ: თვით: იცი: სხვა: სხვისა: ომსა: ბრძენია:

874. მას: წამავალსა: ვჰკითხევდი: დამწვარსა: ცეცხლ: მოდებულსა: მოვიდეს: რა: ქმნას: ავთანდილ: მისსა: დამვედრე: დობულსა: მიბრძანა: მოღამნახვიდეს: მე: მისთვის: გაცუდებულს: ამა: არეთა: არ: დავჰყრი: არ: გავსტეხ: მისს: ქადებულსა:

875. მას: ზენაარსა: არ: გავსტეხ: მას: ფიცსა: არ: ვერცუები: მად: პაემნამდის: მოვიცდი: რაზომცა: გამდის: რუები: თუ: მკვდარი: მნახოს: დამმარხოს: თქვას: ვაგლახი: და: ვუები: ცოცხალი: დავხვდე: უკვირდეს: სიცოცხლე: არ: სათუები:

876. ჩემთვის: გარდაჴდა: მას: აქათ: გაყრა: მზისა: და: ქედისა: ოდენ: მოდენა: ცრემლისა: მჭირს: ველთა: მოსალბედისა: მსჯის: გამრავლება: დღე: კრულსა: სულთქმისა: ზედა: ზედისა: დავვიწყებივარ: სიკვდილსა: ნახეთ: ნაქმარი: ბედისა: