... (S-2829), 1688 წ.

897. ყმამან: უთხრა: რაშიგან: ხარ: შენ: საქმესა: რად: იქ: ავსა: ვინ: მიჯნური: არ: ყოფილა: ვის: საჴმილი: არა: სწვავსა: ვის: უქნია: შენი: მგზავსი: სხვათა: კაცთა: ნათესავსა: რად: სატანას: წაუღიხარ: რად: მოიკლავ: ნებით: თავსა:

898. თუ: ბრძენი: ხარ: ყოვლნი: ბრძენნი: აპირებენ: ამა: პირსა: ჴამს: მამაცი: მამაცურად: სჯობს: რაზომცა: ნელად: ტირსა: ჭირსა: შიგან: გამაგრება: ასრე: უნდა: ვით: ქვიტკირსა: თვით: თავისა: ჭკუისაგან: ჩავარდების: კაცი: ჭირსა:

899. ბრძენი: ხარ: და: გამორჩევა: არა: იცი: ბრძენთა: თქმულებ: მინდორს: სტირ: და: მჴეცთა: ახლავ: არას: წადილსა: აისრულებ: ვისთვის: ჰკვდები: ვერ: მიხუდები: თუ: სოფელსა: მოიმდურვებ: თავსა: მრთელსა: რად: შეიკრავ: წყლულსა: ახლად: რად: იწყლულებ:

900. ვინ: არ: ყოფილა: მიჯნური: ვის: არ: საჴმილნი: სდებიან: ვის: არ: უნახვან: პატიჟნი: ვისთვის: ვინ: არა: ბნდებიან: მითხარ: უსახო: რა: ქნილა: სულნი: რად: ამოგჴდებიან: არ: იცი: ვარდნი: უეკლოდ: არავის: მოუკრებიან:

901. ვარდსა: ჰკითხეს: ეგზომ: ტურფა: რამან: შეგქმნა: ტანად: პირად: მიკვირს: რად: ხარ: ეკლიანი: პოვნა: შენი: რადგან: ჭირად: მან: თქვა: ტკბილსა: მწარე: ჰპოვებს: სჯობს: იქნების: რაცა: ძვირად: ოდეს: ტურფა: გაიეფდეს: არღარა: ღირს: არცა: ჩირად:

902. რადგან: ვარდი: ამას: იტყვის: უსულო: და: უასაკო: მაშა: ლხინსა: ვინ: მოიმკის: პირველ: ჭირთა: უმუშაკო: უბოროტო: ვის: ასმია: რაცა: საქმე: საეშმაკო: რად: ემდურვი: საწუთროსა: რა: უქნია: უარაკო:

903. ისმინე: ჩემი: თხრობილი: შეჯე: წავიდეთ: ნებასა: ნუ: მიჰყოლიხარ: თავისა: თათბირსა: გაგონებასა: რაცა: არ: გწადდეს: იგი: ქენ: ნუ: სდევ: წადილთა: ნებასა: ასრე: არ: სჯობდეს: არ: გეტყვი: რად: მეჭუ: რასაცა: თნებასა:

904. მან: უთხრა: ძმაო: რა: გითხრა: ძვრაცა: არ: ძალმიც: ენისა: ძალი: არა: მაქვს: ჴელქმნილსა: შენთა: სიტყვათა: სმენისა: რად: ადვილად: გჩანს: მოთმენა: ჩემთა: სასჯელთა: თმენისა: აწ: მივსწურვილვარ: სიკვდილსა: დრო: მამეახლა: ლხენისა:

905. ამას: მოკუდავი: ვილოცავ: აროდეს: ვითხოვ: არ: ენით: აქა: გაყრილნი: მიჯნურნი: მუნამცა: შევიყარენით: მუნ: ერთმანერთი: კვლა: ვნახნეთ: კვლა: რამე: გავიხარენით: მოი: მოყვარეთა: დამმარხეთ: მიწანი: მომაყარენით:

906. საყვარელმან: საყვარელი: ვით: არ: ნახოს: ვით: გაწიროს: მისკენ: მივალ: მხიარული: მერმე: იგი: ჩემ: კერძ: იროს: მივეგებვი: მამეგებოს: ამიტირდეს: და: ამატიროს: ჰკითხე: ასთა: ჰქენ: გულისა: რა: გინდ: რა: ვინ: გივაზიროს:

907. მართ: გარდაწყვეტით: იცოდი: გეტყვი: მართალსა: პირასა: სიკვდილი: მახლავს: დამეხსენ: ხანსაღა: დავჰყოფ: მცირასა: არ: ცოცხალ: ვიყო: რას: მაქნევ: რა: დავრჩე: ჴელსა: მჴდი: რასა: დამშლიან: ჩემი: კავშირნი: შევრთვივარ: სულთა: სირასა:

908. რა: სთქვი: რას: იტყვი: არ: მესმის: არცა: მცალს: სმენად: მაგისად: სიკვდილი: მახლავს: ჴელქნილსა: სიცოცხლე: არის: წამისად: აწ: გამიარმდასოფელი: მეტად: ყოვლისა: ჟამისად: მუნ: მეცა: მივალ: ცრემლისა: მიწად: სად: გამდის: ლამი: სად:

909. ბრძენი: ვინ: ბრძენი: რა: ბრძენი: ჴელი: ვითა: იქს: ბრძნობასა: ეგ: საუბარი: მაშინ: ჴამს: თუცაღა: ვიყო: ცნობასა: ვარდი: ვერ: არის: უმზეოდ: იყოს: დაიწყებს: ჭკნობასა: მაწყენ: დამეხსენ: არა: მცალს: არცაღა: ვახლავ: თმობასა:

910. კვლა: ეუბნების: ავთანდილ: სიტყვითა: მრავალ: ფერითა: ეტყვის: რამ: მოჰკუდე: გერგების: საქმითა: მაგ: ოჴერითა: ნუ: იქ: საქნელად: არა: სჯობს: ნუ: ხარ: თავისა: მტერითა: ვერ: წაიყვანა: ვერა: ქნა: სიტყვითა: ვერა: ვერითა:

911. მერმე: უთხრა: აჰა: რათგან: არ: მომისმენ: არას: არა: აღარ: გაწყენს: ენა: ჩემი: აქამდისცა: ცუდად: მცდარა: თუ: სიკვდილი: გიჯობს: მოკვე: ვარდი: დაჭკნეს: დაცამჭკნარა: ერთსა: რასმე: გეაჯები: მიყავ: ცრემლი: ამდუღარა:

912. სადა: ინდონი: ბროლ: ვარდსა: სარვენ: გიშრისა: სარითა: მას: მოვეშორვე: წამოვე: სიჩქარით: არ: სიწყნარითა: ვერ: დამიჭირა: მეფემან: მშობლურად: საუბარითა: შენ: არ: შემიყრი: გამიყრი: აწ: ჩემი: ლხინი: ვთქვა: რითა:

913. ნუ: გამგზავნი: გულ: მოკლულსა: ერთი: მიყავ: საწადელი: ერთხელ: შეჯე: ცხენოსანი: გნახო: ჩემი: სულთა: მდგმელი: ნუთუ: მაშინ: მოვიქარვო: სევდა: ესე: აწინდელი: მე: წავალ: და: შენ: დაგაგდებ: იქნას: შენი: საწადელი:

914. ეხვეწებოდა: შეჯეო: აჯას: ხვეწნითა: არვებდა: იცოდა: რომე: შეჯდომა: კაეშანს: მოაქარვებდა: ლერწმისა: სარსა: დასდრეკდა: გიშერსა: დააკარვებდა: დაიმორჩილა: იამა: არ: ივაგლახა: არ: ვებდა:

915. წყნარად: უთხრა: შევჯდებიო: მამიყვანე: ცხენი: წინა: მან: მოჰგუარა: წყნარად: შესვა: არ: სიჩქარით: ააქშინა: მინდორთაკენ: წაიყვანა: ტანი: მჭევრი: აძრუევინა: ცოტა: წავლეს: სიარულმან: მოჯობება: დააჩნინა:

916. შეაქცევს: და: ეუბნების: საუბართა: შვენიერთა: მისთვის: ძვრიდა: სასაუბროდ: მათ: ბაგეთა: ძოწის: ფერთა: მისი: სმენა: გააყმობდა: მსმენელისა: ყურთა: ბერთა: მოიშორვა: კაეშანი: დათმობავე: შეაერთა: