... (S-2829), 1688 წ.

957. მაგ: საუბარსა: ესე: სჯობს: ისმინე: ჩემი: თხრობილი: მქნელი: საქმისა: ძნელისა: კაციმცა: იყოს: ცნობილი: ვერას: ვერ: შეიქს: ნაყოფსა: ვარდი: უმზეოდ: ჭკნობილი: შენ: ვერას: ირგებ: მე: გარგებ: ძმა: ძმისა: უნდა: ძმობილი:

958. სადაცა: გწადდეს: მუნ: იყავ: მითვე: წესითა: მაგითა: გწადდეს: გულითა: ბრძენითა: გწადდეს: ცნობითა: შმაგითა: მაგა: ქცევითა: ტურფითა: ანაგებითა: ნაგითა: ოდენ: გამაგრდი: არ: მოჰკვდე: არ: დასდნე: ცეცხლთა: დაგითა:

959. ამის: მეტსა: არას: გნუკევ: წელიწადსა: ერთსა: მგზეფსა: აქავ: ქვაბსა: მამნახვიდე: მე: ამბავთა: ყოვლგნით: მკრეფსა: ამა: ჟამსა: ნიშნად: მოგცემ: დროსა: ამას: ვარდიეფსა: ვარდთა: ნახვა: გაგაკრთობდეს: მართ: ვითამცა: ძაღლი: ყეფსა:

960. ვირ: ვარდი: იყოს: და: მზეს: ჯდეს: კირჩხიბსა: და: სარიტანსა: აქა: ქვაბსვე: მამნახევდი: მოარებდი: ლომო: ტანსა: ვერა: ვჰპოვებ: აგრე: მოვალ: თუ: რას: ვჰპოვებ: მოსატანსა: უაქაოდ: არ: დავდგები: ერანს: ვარ: თუ: ზულისტანსა:

961. ამა: დროსა: გარდავსცილდე: აქა: ქვაბსა: არ: მოვიდე: ცან: ცოცხალი: არ: თურე: ვარ: უღონიოდ: მოვკვე: კიდე: ესე: მისად: ნიშნად: კმარის: შენ: თუ: ჩემთვის: ცრემლსა: ღურიდე: მაშინ: გწადდეს: იხარებდი: გწადდეს: ჭმუნვა: გაადიდე:

962. აწ: რაცა: გკადრე: ამისთვის: ნუთუ: შენ: იყო: მჭმუნავი: მოგშორდები: და: არ: ვიცი: თუ: ცხენი: დამცემს: თუ: ნავი: არ: თქმა: არ: ვარგა: არ: სჯობს: არ: პირუტყვი: ვარ: მჩმუნავი: არ: ვიცი: ღ~თი: რას: მიზამს: ანუ: ცა: მიწყივ: მბუნავი:

963. მან: უბრძანა: აღარ: გაწყენ: არცა: სიტყვა: გამიმედეს: არ: მომისმენ: რაზომიცა: საუბარი: მიდიადდეს: თუ: არ: მოგყვეს: საყვარელი: შენ: მას: მიჰყევ: რაცა: სწადდეს: ბოლოდ: ყოვლი: დამალული: საქმე: ცხადად: გამოცხადდეს:

964. არ: დაიჯერო: მაშინ: სცნა: ჩემთა: საქმეთა: გძელობა: ჩემთვის: ყველაი: სწორია: გაჭრა: და: გაუჭრელობა: შენ: რაცა: გითქვამს: მაგას: ვიქ: მრჯის: რაზომ: გინდა: ხელობა: უშენოდ: მომხვდეს: რაღა: ვქნა: არ: დია: დღეთა: გრძელობა:

965. საუბარი: გარდასწყვიტეს: დააპირეს: ესე: პირი: ცხენსა: შესხდეს: მოიარეს: თვითო: მოკლეს: ველს: ნადირი: შემოიქცეს: აატირეს: გული: კვლაცა: ანატირი: ხვალ: გაყრისა: გონებამან: სხვა: უმატა: ჭირსა: ჭირი:

966. ლექსთა: მკითხველო: თქვენიმცა: თვალი: ცრემლისა: მღვრელია: გულმან: გლახ: რა: ქნას: უგულოდ: თუ: გული: გულსა: ელია: ვაი: მოშორვება: მოყვრისა: გაყრა: კაცისა: მკვლელია: ვინცა: არ: იცის: არ: ესმის: ესე: დღე: როგორ: ძნელია:

967. დილა: გათენდა: შესხდეს: და: მას: ქალსა: გაესალამნეს: ტარიელ: ასმათ: ავთანდილ: თვალთაგან: ცრემლნი: დალამნეს: სამთავე: ღაწუთა: ალამნი: არღავნის: ფერად: ალამნეს: მათ: ლომთა,: მიწყივ: მჴეცქმნილთა: თავნი: მჴეცთავე: ალამნეს:

968. ქვაბი: ჩავლეს: და: წავიდეს: ტირილით: ცრემლთა: მდინანი: ასმათ: ტირს: მოთქვამს: ჰე: ლომნო: ვისნი: ვით: მოგთქმენ: ენანი: მზემან: დაგუწვა: და: დაგუდაგნა: ცისა: მნათობნი: ზენანი: ვაი: ჩემნი: ჭირნი: ეზომნი: ვაი: სიცოცხლისა: თმენანი:

969. მათ: ყმათა: მუნით: წასრულთა: იგი: დღე: ერთგან: იარეს: ზღვის: პირს: მივიდეს: მუნ: დადგეს: არ: ჴმელთა: არე: იარეს: არ: გაიყარნეს: მას: ღამეს: კვლა: ცეცხლი: გაიზიარეს: ერთმანერთისა: შორს: ყოფნა: იტირეს: იმგლოვიარეს:

970. ტარიელს: ეტყვის: ავთანდილ: რუ: გაჴმა: ცრემლთა: დენისა: რად: მოიშორე: შენ: ფრიდონ: მამცემი: ამა: ცხენისა: მუნით: იცნობის: ამბავი: ღონე: მის: მზისა: ლხენისა: აწ: მე: მუნ: მივალ: მასწავლე: გზა: ძმად: ფიცისა: შენისა:

971. ტარიელ: სიტყვით: ასწავლის: გზასა: ფრიდონის: მჴრისასა: მართ: გააგონა: რაც: ოდენ: შეეძლო: ძალსა: თქმისასა: აღმოსავლითკენ: წადიო: პირსა: იარე: ზღვისასა: თუ: ნახე: ჩემი: უამბე: გკითხავს: ამბავსა: ძმისასა:

972. თხა: მოკლეს: და: მიითრიეს: ცეცხლი: შექნეს: ზღვისა: პირსა: სვეს: და: ჭამეს: რაცა: ჭამა: შეჰფეროდა: მათსა: ჭირსა: მას: ღამესა: ერთად: იყვნეს: ერთგან: მიწვეს: ხეთა: ძირსა: ვჰგმობ: მუხთალსა: საწუთროსა: ზოგჯერ: უხუსა: ზოგჯერ: ძვირსა:

973. ცისკრად: ადგეს: გასაყრელად: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: მაშინ: მათგან: ნაუბარნი: დადნეს: ვინცა: მოისმინეს: თვალთა: ვითა: წყაროს: თვალი: ცრემლი: ველთა: მოადინეს: დიდხანს: დგანან: შეჭედილნი: მკერდი: მკერდსა: შეარკინნეს:

974. გაიყარნეს: ტირილით: პირსა: ხოჭით: თმათა: გლეჯით: ერთი: აღმა: ერთი: ჩაღმა: უგზოდ: მივლენ: შამბთა: ეჯით: ვირემ: უჩნდის: ერთმანერთი: იზახდიან: პირსა: ბღნეჯით: იგი: ნახნეს: დაღრეჯილნი: მზე: დაიღრეჯს: მათის: ღრეჯით:

975. ვაი: სოფელო: რაშიგან: ხარ: რას: მაბრუნვებ: რა: ზნე: გჭირსა: ყოვლიმც: შენი: მონდობილი: ნიადაგმცა: ჩემებრ: ტირსა: სად: წაიყვან: სადაურსა: სად: აღუფხვრი: სადათ: ძირსა: მაგრამ: ღ~თი: არ: გასწირავს: კაცსა: შენგან: განაწირსა:

976. ავთანდილ: მისი: გაყრილი: ტირს: ჴმა: მისწვდების: ცათამდის: იტყვის: თუ: ღვარი: სისხლისა: კვლაცა: მდენია: კვლაცა: მდის: აწ: ასრე: გაყრა: ძნელია: ვით: მაშინ: შეყრა: ცათამდის: კაცი: არ: ყველა: სწორია: დიდი: ძეს: კაცით: კაცამდის: