... (S-2829), 1688 წ.

977. ველს: მაშინ: მჴეცნი: ძღებოდეს: სისხლითა: მუნ: ნატირითა: ვერ: დაივსებდა: სახმილსა: იწვის: ცეცხლითა: ხშირითა: კვლა: თინათინის: გონება: ავსებს: უფროვე: ჭირითა: ბაგეთა: ვარდი: ანათებს: ბროლი: ძოწისა: ძირითა:

978. ვარდი: ჭნებოდა: ღურებოდა: ალვისა: შტო: ირხეოდა: ბროლი: და: ლალი: გათლილი: ლაჟვარდად: გარდიქცეოდა: გამაგრებოდა: სიკვდილსა: ამისთვის: არ: უმჴნეოდა: იტყვის: თუ: ბნელი: რას: მიკვირს: რადგან: დაგაგდე: მზეო: და:

979. მზესა: ეტყვის: მზეო: გიტყვი: თინათინის: ღაწვთა: დარად: შენ: მას: ჰგავ: და: იგი: შენ: გგავს: თქვენ: ანათობთ: მთად: და: ბარად: ხელსა: მალხენს: ნახვა: შენი: ამად: გიჭურეტ: არ: ნამცდარად: მაგრა: ჩემი: რად: დააგდე: გული: ცივად: გაუმთბარად:

980. თუ: ერთისა: მოშორვება: მზისა: ზამთრის: გაგვამცივებს: მე: გლახ: ორნი: დამიყრიან: გული: ამად: რად: არ: ივნებს: მაგრა: კლდესა: არა: შესწონს: არაოდეს: არ: ატკივნებს: წყლულსა: დანა: ვერა: ჰკურნებს: გაჰკვეთს: ანუ: გაასივნებს:

981. იტყვის: თუ: ჩემი: ჴელმქმნელი: ღ~თო: მზეა: და: ცად: არი: ვინ: პირი: მგზავასად: პირისა: შექმნა: და: შეაცადარი: უმისოდ: სულდგმულობასა: გულო: ვით: შეაცადარი: ვაი: სიცოცხლისა: სოფელმან: აროდეს: არ: დამცა: დარი:

982. მიმავალი: ცასა: შესტირს: ეუბნების: ეტყვის: მზესა: აჰა: მზეო: გეაჯები: შენ: უმძლევთა: მძლეთა: მძლესა: ვინ: მდაბალთა: გაამაღლებ: მეფობასა: მისცემ: სვესა: მე: ნუ: გამყრი: საყვარელსა: ნუ: შემიცვლი: ღამედ: დღესა:

983. მო: ზოჰრაო: მომიმატე: ცრემლი: ცრემლსა: ჭირი: ჭირსა: გული: შავად: შემიღებე: სიბნელესა: მიმეც: ხშირსა: შემომყარე: კაეშანი: ტვირთი: მძიმე: ვითა: ვირსა: მას: უთხარ: თუ: ნუ: გასწირავ: შენია: და: შენთვის: ტირსა:

984. ჰე: მუშთარო: გეაჯები: შენ: მართალსა: ბჭესა: სრულსა: ნუ: ამრუდებ: უმართლესსა: ნუ: წაიწყმედ: ამით: სულსა: მოდი: უყავ: სამართალი: გაებჭობის: გული: გულსა: მართალი: ვარ: გამიკითხე: რად: მაწყლულებ: მისთვის: წყლულსა:

985. მოდი: მარიხო: უწყალოდ: დამჭარ: ლახურითა: შენითა: შეცამღებე: და: შემსვარე: წითლად: სისხლისა: დენითა: მას: უთხრენ: ჩემნი: პატიჟნი: მას: გააგონენ: ენითა: როგორ: გასრულვარ: შენ: იცი: გულია: აღარს: ლხენითა:

986. მოდი: ეთერო: მაგრე: რა: მან: დამწვა: ცეცხლთა: დაგითა: ვინ: მარგალიტსა: გარეშე: მოსცავს: ძოწისა: ბაგითა: შენ: დააშვენებ: კეკლუცთა: დაშვენებითა: მაგითა: ვისმე: გლახ: ჩემებრსა: ატირებ: გაჴდი: ცნობითა: შმაგითა:

987. ოთარიდო: შენგან: კიდე: არვის: მიგავს: საქმე: სხვასა: მზე: მაბრუნვებს: არ: გამიშვებს: შემიყრის: და: მიმცემს: წვასა: დაჯე: წერად: ჭირთა: ჩემთა: მელნად: მოგცემ: ცრემლთა: ტბასა: კალმად: გიკვეთ: გაწლობილსა: ტანსა: წურილსა: ვითა: თმასა:

988. მო: მთვარეო: შემიბრალე: ვილევი: და: შენებრ: ვმჭლდები: მზე: გამავსებს: მზევე: გამლევს: ზოგჯერ: ვჭლდები: ზოგჯერ: ვჭლდები: მას: უამბენ: სჯანი: ჩემნი: რა: მჭირს: ანუ: როგორ: ვბნდები: მიდი: უთხარ: ნუ: გამწირავს: მისი: ვარ: და: მისთვის: ვკვდები:

989. აჰა: მმოწმობენ: ვარსკვლავნი: შვიდნივე: მემოწმებიან: მზე: ოტარიდი: მუშთარი: და: ზუჰულ: ჩემთვის: ბნდებიან: მთვარე: ასპიროზ: მარიხი: მოვლენ: და: მოწმად: მყვებიან: მას: გააგონენ: რანიცა: ცეცხლი: უშენოდ: მდებიან:

990. აწ: გულსა: ეტყვის: ვითამცა: გდის: ცრემლი: არ: გაგჴმობია: რას: გარგებს: მოკლვა: თავისა: ეშმა: ძმად: თურე: გძმობია: მეც: ვიცი: ჩემსა: ჴელმქმნელსა: თმად: ყორნის: ბოლო: სთმობია: მაგრა: თუ: ჭირსა: არ: დასთმობ: ლხინი: რა: დასათმობია:

991. თუ: დავრჩეო: ესე: მიჯობს: სიცოცხლისა: იტყვის: თუსა: ნუთუ: მამხუდეს: ნახვა: მზისა: ნუ: ვიზახი: მიწყივ: უსა: მიიმღერის: ჴმასა: ტკბილსა: არ: დასწყვეტდის: ცრემლთა: რუსა: მისსა: ჴმისა: თანა: ჴმაცა: ბულბულისა: ჰგვანდის: ბუსა:

992. რა: ესმოდის: მღერა: ყმისა: სმენად: მჴეცნი: მოვიდიან: მისვე: ჴმისა: სიტკბოსაგან: წყლითა: თევზნი: გამოსხდიან: ისმენდიან: გაჰკვირდიან: რა: ატირდის: ატირდიან: იმღერს: ჴმითა: საბრალოთა: ღვარისაებრ: ცრემლნი: სდიან:

993. ყმა: მტირალი: სამოცდათ: დღე: ზღვისა: პირსა: მივა: გზასა: შორით: ნახა: მენავენი: მოდიოდეს: შიგან: ზღვასა: მოიცადნა: ჰკითხა: ვინ: ხართ: თქვენ: ამისსა: გნუკევ: თქმასა: ეს: სამეფო: ვისი: არის: ან: ჰმორჩილობს: ვისსა: ჴმასა:

994. მათ: მოახსენეს: ტურფაო: სახითა: და: ნაგებითა: გვეუცხოვე: და: გვეკეთე: მით: გეუბნებით: ქებითა: აქამდის: ზღვარი: თურქთაა: მომძღვრე: ფრიდონის: მზღვრებითა: ჩვენცა: ვისნი: ვართ: გიანბობთ: თუ: ჭურეტით: არ: დავბნდებითა:

995. ნურადინ: ფრიდონ: მეფეა: ამა: ქვეყნისა: ჩვენისა: მოყმე: მჴნე: უხვი: ძლიერი: ფიცხლად: მამხლტომი: ცხენისა: ვნება: არავის: არ: ძალ: უც: მის: მზისა: ოდნად: მშვენისა: იგია: ჩვენი: პატრონი: მგზავსი: ცით: მონაფენისა:

996. ყმამან: უთხრა: ძმანო: ჩემნო: კარგთა: კაცთა: გარდგეკიდე: მე: მეფესა: თქვენსა: ვეძებ: მასწავლეთ: თუ: სით: წავიდე: რა: ვიარო: ოდეს: მივალ: ან: გზასა: აქვს: რა: სიდიდე: მენავეთა: უწინამძღურეს: არ: დააგდეს: გზამდის: კიდე: