... (S-2829), 1688 წ.

917. რა: შეატყვა: მოჯობება: მან: სევდისა: მუფარახმან: გაანათლა: პირი: ვარდი: სიხარულმან: დაუსახმან: ცნობიერთა: დასტაქარმან: უცნობოთა: ოხრა: ახმან: ცნობიერი: სიტყვა: უთხრა: უცნობოსა: რასმე: მძრახმან:

918. შერასმეჰყვეს: საუბარსა: სიტყვა: ჰკადრა: არ: მალული: ერთსა: რასმე: მოგახსენებ: გამიცხადე: დაფარული: ეგე: სამჴრე: მისეული: შენ: გაჩნია: ვისგან: წყლული: როგორ: გიყვარს: როგორ: გიღირს: თქვი: დალიე: მერმე: სული:

919. მან: უთხრა: სახე: რა: გითხრა: მის: უსახოსა: სახისა: ესეა: ჩემი: სიცოცხლე: ჩემი: მამცემი: ახისა: მჯობი: ყოვლისა: სოფლისა: წყლისა: მიწისა: და: ხისა: არ: სასმენლისა: მოსმენა: არს: უმჟავესი: წმახისა:

920. ავთანდილ: უთხრა: ვლამოდი: მართ: მაგისისა: თქმევასა: აწ: რადგან: გითქვამს: პასუხსა: გკადრებ: და: ნუ: მეჭუ: თნევასა: სჯობს: ასმათისა: არლევა: მაგა: სამჴრისა: ლევასა: ამად: არ: გიქებ: საქმისა: უარესისა: რჩევასა:

921. სამჴრე: გაბია: ოქროსა: ოქრომჭედლისა: დნობილი: აღარად: გინდა: ასმათი: ნახე: მათალი: ბრჭობილი: უასაკო: და: უსულო: არ: სიტყვიერი: ცნობილი: პირველ: მისი: გამზრდელი: და: მერმე: შენი: დობილი:

922. თქვენს: შუა: მქმნელი: საქმისა: შენგან: ნაჴმობი: დობისა: თქვენი: შემყრელი: მსახური: შენგან: ღირს: ქნილი: ჴმობისა: მისი: გამზრდელი: გაზრდილი: მისთვის: მიჴდილი: ცნობისა: გლახ: დაგიგდია: არ: ნახავ: შაბაშ: მართლისა: ბრჭობისა:

923. მან: უბრძანა: რაცა: გითქვამს: უმართლე: ხარ: მეტის: მეტად: საბრალოა: ასმათ: მისად: მგონებლად: და: ჩემად: მჭურეტად: მე: სიცოცხლე: არ: მეგონა: შენ: მამესწარ: ცეცხლთა: შრეტად: რადგან: დავრჩი: გვალე: ვნახოთ: თუცავე: ვარ: ჯერცა: რეტად:

924. დამორჩილდა: გაემართნეს: ავთანდილ: და: ამილბარი: ვერ: მიგია: ქება: მათი: ვერა: ქება: საქებარი: კბილნი: ვითა: მარგალიტნი: ბაგე: ვარდი: ნაპობარი: გველსა: ჴვრელით: ამოიყვანს: ენა: ტკბილად: მოუბარი:

925. ამას: ეტყვის: შენთვის: დავსდებ: გონებასა: სულსა: გულსა: მაგრა: შენცა: ნუ: აგრე: ხარ: ნუ: იწყლულებ: ახლად: წყლულსა: არას: გარგებს: სწავლულობა: თუ: არა: იქ: ბრძენთა: თქმულსა: არ: იჴმარებ: რას: ჴელსა: ჰჴდი: საუნჯესა: დაფარულსა:

926. არას: გარგებს: შეჭირვება: რომ: სჭმუნვიდე: რა: გერგების: არ: თუ: იცი: უგანგებოდ: არათ: კაცი: არ: მოკვდების: მზისა: შუქთა: მომლოდინე: ვარდი: სამ: დღე: არ: წაჴდების: ბედი: ცდაა: გამარჯვება: ღ~თსა: უნდეს: მოცაგხვდების:

927. მოახსენა: ეგე: სწავლა: ჩემთვის: ყოვლად: სოფლად: ღირდეს: გონიერსა: მწურთელი: უყვარს: უგუნურსა: გულსა: ჰგმირდეს: მაგრა: რა: ვქნა: როგორ: გავსძლო: მეტის: მეტი: რა: მიმჭირდეს: შენცა: გჭირან: ჭირნი: ჩემნი: არ: მამართლო: არ: მიკვირდეს:

928. ცვილსა: ცეცხლის: სიმჴურვალე: უგავს: ამად: აენთების: მაგრა: წყალსა: არსით: ახლავს: თუ: ჩავარდეს: დაცაშრტების: რაცავისცა: საქმე: თვით: სჭირს: სხვათათვისცა: ევარგების: თავიდაღმა: რად: არ: ვიტყვი: ჩემი: გული: რისთვის: ბნდების:

929. რა: წამეკიდა: ყველაი: წურილად: გიამბო: ენითა: მერმეღა: გაპრჭევ: მართალი: მაგა: გულითა: ბრძენითა: შენ: მოგელოდი: მიმჭირდა: მოლოდინითა: შენითა: ქვაბს: ვეღარ: გავსძელ: მინდორად: მოვლა: მომინდა: ცხენითა:

930. იმა: ქედსა: გარდავადეგ: იგი: შამბნი: მამეარნეს: ერთი: ლომი: ერთი: ვეფხი: შეკრბეს: ერთად: შეიყარნეს: ჰგვანდეს: რათმე: მოყვარულთა: მათი: ნახვა: გამეხარნეს: მათ: რა: უყვეს: ერთმანერთსა: გამიკვირდეს: შემეზარნეს:

931. ქედსა: გარდავდეგ: ლომ: ვეფხი: მოვიდეს: ერთგან: რებულნი: სახედ: ვამსგავსე: მიჯნურთა: ცეცხლნი: დამევსნეს: გზებულნი: შეიყარნეს: და: შეიბნეს: იბრძოდეს: გამწარებულნი: ლომი: სდევს: ვეფხი: მიურბის: იყვნეს: არ: ჩემგან: ქებულნი:

932. პირველ: ამოდ: ილაღობეს: მერმე: მედგრად: წაიკიდნეს: თვითო: ტოტი: ერთმანეთსა: ჰკრეს: სიკვდილსა: არ: დარიდნეს: გამოჰრიდა: ვეფხმან: გული: დედათამცა: განა: იდნეს: ლომი: მედგრად: წაეკიდა: იგი: ვერვინ: დაამშვიდნეს:

933. ლომსა: დაუგმე: ნაქმარი: ვარქვი: არა: ხარ: ცნობასა: შენ: საყვარელსა: რად: აწყენ: ფუ: მაგა: მამაცობასა: ჴრმალ: გამოწვდილი: გაუჴე: მივეც: ლახვართა: სობასა: თავსა: გარდავჰკარ: მოცავჰკალ: დავხსენ: სოფლისა: თმობასა:

934. ჴრმალი: გავჰტყორცე: გარდვიჭერ: ვეფხი: შევიპყარ: ჴელითა: მის: გამო: კოცნა: მომინდა: ვინ: მწვავს: ცეცხლითა: ცხელითა: მიღრინვიდა: და: მაწყენდა: ბრჭალითა: სისხლთა: მღურელითა: ვეღარ: გაუძელ: იგიცა: მოვკალ: გულითა: ჴელითა:

935. რაზომსაცა: ვამშვიდებდი: ვეფხი: ვერა: დავამშვიდე: გავგულისდი: მოვიქნივე: ვჰკარ: მიწასა: დავაწყვიდე: მამეგონა: ოდეს: ჩემსა: საყვარელსა: წავეკიდე: სული: სრულად: არ: ამომჴდა: რას: გიკვირს: რომ: ცრემლსა: ვღვრიდე:

936. აჰა: ძმაო: მითხრობია: ჭირი: ჩემი: რაცა: მჭირდეს: სულთა: დგმაცა: არა: მმართებს: ასრე: გასლვა: რად: გიკვირდეს: სიცოცხლესა: გავეყარე: სიკვდილიცა: დამიძვირდეს: ესე: სიტყვა: დაასრულა: ყმამან: სულთქნა: აცატირდეს: