... (S-2829), 1688 წ.

737. ყმამან: რაცა: არვის: უთხრის: კითხვად: ვინმცა: გამოჰრიდა: მართალ: ა: თუ: საუბარსა: აძვირებსა: ძვირად: ღირდა: სმა: გარდაჰჴდა: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: მიცა: სჭირდა: ვეღარ: გასძლო: გულ: მისი: აუჩუქდა: აუტირდა:

738. თქვა: ამა: ჟამსა: წუხელის: მე: დილა: გამთენებოდა: მუნ: ვიყავ: სადა: სამყაროს: ღაწუთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: აწ: სიშორისა: მომლოდე: გულიმცა: მისთვის: კვდებოდა: მზემან: რა: მისცა: სინათლე: თუ: მთვარე: გაეყრებოდა:

739. ყმა: წავიდა: გულმოკლული: ცრემლი: ველთა: მოედინა: მართ: მისივე: სიყვარული: უარებდის: თვალთა: წინა: ზოჯერ: ადგის: ზოგჯერ: დაწვის: ხელსა: რადმცა: დაეძინა: რაცა: აჯა: დათმობისა: გულმან: ვისმცა: მოუსმინა:

740. წევს: იტყვის: გულსა: სალხინო: რამცაღა: დაუსახეო: მოგშორდი: ედემს: ნაზარდო: ტანო: ალვაო: და: ხეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინო: და: ვერ: მჭვრეტთა: სავაგლახეო: ცხადად: ნახვასა: არ: ღირს: ვარ: ნეტარმცა: სიზმრად: გნახეო:

741. ამას: მოსთქმიდის: ტირილით: ცრემლისა: დასაღვაროთა: კვლა: გულსა: ეტყვის: დათმობა: ჰგვანდეს: სიბრძნისა: წყაროთა: არ: დავსთმოთ: რა: ვქმნათ: სევდასა: გულსა: რა: მოუგვაროთა: თუ: ლხინი: გვინდა: ღმრთისაგან: ჭირნიცა: შევიწყნაროთა:

742. კვლა: იტყვის: გულო: რასთენცა: გაქვს: სიკვდილისა: წადება: სჯობს: სიცოცხლისა: გაძლება: მისთვის: თავისა: დადება: მაგრა: დამალე: არ: გაჩნდეს: შენი: ცეცხლისა: კვლა: დება: ავად: შეჰფერობს: მიჯნურსა: მიჯნურობისა: ცხადება:

743. რა: გათენდა: შეეკაზმა: ყმა: გავიდა: ადრე: გარე: იტყვის: ნეტარ: მიჯნურობა: არ: დამაჩნდა: დაცავფარე: დათმობასა: ეაჯების: გულსა: შენ: რა: მოუგვარე: ცხენსა: შეჯდა: წამოვიდა: ვაზირისა: სახლსა: მთვარე:

744. ვაზირმან: ცნა: გაეგება: ჩემს: ა: მზეო: ამოსრული: ამას: თურე: მახარებდა: დღეს: ნიშანი: სიხარული: მიეგება: თაყვანის: სცა,: ჰკადრა: ქება: სრულსა: სრული: ჴამს: სტუმარი: სასურველი: მასპინძელი: მხიარული:

745. ყრმა: გარდასვა: მასპინძელმან: არ: ღაფალმან: ავმან: უქმან: ფერხთა: ქუეშე: ხატაურსა: უფენენ: და: მიწად: უქმან: ყმამან: სახლი: გაანათლნა: ვით: სამყარო: მზისა: შუქმან: თქვეს: სურნელი: სული: ვარდთა: დღეს: მოგუბერნა: ქვენა: ბუქმან:

746. დაჯდა: მისთა: შემხედველთა: გული: მათი: მართლად: ხელეს: მისთა: მჭურეტთა: მისთვის: ბნედა: თავისათვის: ისახელეს: სულთქმა: ბევრი: აათასეს: აღარა: თუ: აერთხელეს: გაყრა: ბრძანეს: გაიყარნეს: ჯალაბობა: გაათხელეს:

747. რა: ჯალაბი: გაიყარა: ყმა: ვაზირსა: ეუბნების: ეტყვის: შენი: დამალული: დარბაზს: არა: არ: იქნების: რაცა: გწადდეს: საურავი: მეფე: იქს: და: შენ: გეთნების: გაიგონე: ჭირი: ჩემი: მკურნე: რაცა: მეკურნების:

748. მის: ყმისა: ცეცხლი: მედების: წვა: მისისა: მჭირს: მწველისა: მკლავს: სურვილი: და: ვერ: ჭურეტა: ჩემისა: სასურველისა: მას: ჩემთვის: სულნი: არ: შურდეს: შეზღვა: ჴამს: შეუზღველისა: ჴამს: სიყვარული: მოყვრისა: უხვისა,: უშურველისა:

749. მისი: ნახვა: გულსა: ჩემსა: ვითა: ბადე: დაებადა: მუნვე: დარჩა: დათმობაცა: მასთანავე: დაება: და: რათგან: დასწვავს: მოახლეთა: ღ~თსა: მზედცა: დაებადა: მერმე: ასმათ: ჩემთვის: დისა: უფრო: დადცა: დაებადა:

750. ოდეს: წამოვე: შევჰფიცე: ფიცითა: საშინელითა: კვლა: მოვალ: გნახავ: პირითა: არ: მტერთა: საწუნელითა: შენსა: მე: ვეძებ: ნათელსა: შენ: ხარ: გულითა: ხელითა: ჟამია: ჩემგან: წასულისა: ვიწვი: ცეცხლითა: ცხელითა:

751. ყოველსავე: მართლად: გითხრობ: არ: სიტყვასა: საკვეხელსა: მიმელის: და: ვერ: მისულვარ: ესე: მიდებს: ცეცხლსა: ცხელსა: ვერ: გაუტეხ: ზენაარსა: ვერ: გავსწირავ: ხელი: ხელსა: რადმცა: სადა: გაუმარჯვდა: კაცთა: ფიცთა: გამტეხელსა:

752. რაცა: გითხრა: ჩემაგიერ: როსტანს: ჰკადრე: მიედ: სრასა: თავმან: მისმან: ფიცით: გეტყვი: შენ: ვაზირსა: ოსტასრასა: არ: შემიპყრობს: არ: დავდგები: თუ: შემიპყრობს: მაქნევს: რასა: მიშველე: რა: გული: ცეცხლმან: არ: დამიჭრას: არა: სრასა:

753. კადრე: ვინ: გაქოს: ყოველმან: პირმან: არ: მეუმზრახემან: ვითა: ვიშიშვი: ღ~თნვე: გაცნობოს: თქვენმან: სახემან: მაგრა: მან: ყმამან: ცეცხლითა: დამწვა: ალვისა: სახემან: გული: წამსავე: წამიღო: ვერათ: ვერ: შევინახე: მან:

754. აწ: მეფეო: უმისობა: ჩემგნ: ყოლა: არ: ეგების: გული: მას: აქვს: უგულოსა: აქა: ჴელი: რა: მეჴდების: თუ: რას: ვარგებ: გულსა: დავდებ: თვით: სახელი: თქვენ: მოგხუდების: ვერას: ვარგებ: გულსა: დავსდებ: ჩემი: ფიცი: არ: გატყდების:

755. წასლვა: ჩემი: გულსა: თქვენსა: არ: ეწყინოს: არ: დაჭმუნდეს: თავსა: ჩემსა: გაგებული: იქნას: ღ~თსა: რაცა: უნდეს: მანვე: ქნას: და: გაგიმარჯვდეს: თქვენი: თქვენკე: დავებრუნდეს: არ: მოვბრუნდე: თქვენმცა: სუფევთ: თქვენი: მტერი: დაძაბუნდეს:

756. კვლა: პირ: მზე: ეტყვის: ვაზირსა: მე: სიტყვა: შევამცირეო: წა: ესე: ჰკადრე: მეფესა: შევინვიდოდეს: ვირეო: მიაჯე: ამოდ: გაშვება: და: თავი: გაიგმირეო: ასი: ათასი: წითელი: შენ: ქრთამად: შეიწირეო: