... (S-2829), 1688 წ.

797. რაღას: ვაგრძელებ: სიტყვასა: ჟამია: შემოკლებისა: რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვიდრე: დრო: გქონდეს: ხლებისა: აწ: გაპარვაა: წამალი: ამა: გულისა: ლხენისა: შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა:

798. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე: სიკეთე: და: უკლებრობა: შენი: ერთობ: გააცხადე: სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სამსახური: აქანამდის: კვლა: გავლენა: გააკვლადე:

799. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების: ერთგულთათვის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიმცა: შენი: კვდების: შემოვიქცე: ვალი: შენი: ჩემგან: კარგად: გარდიჴდების: პატრონისა: სამსახური: არაოდეს: არ: წაჴდების:

800. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინსა: თვალთა: სდინდი: მოახსენა: მარტოობით: ჭირსა: რადმცა: შევუშინდი: მაგრა: რა: ვქმნა: უშენოსა: დამეცემის: გულსა: ბინდი: წამიტანე: სამსახურად: მოგეჴმარვი: რადცა: გინდი:

801. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი: ვის: ასმია: პატრონთანა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი: დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქმნები: აქა: ფლიდი: ყმამან: უთხრა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღვრიდი:

802. შენგან: ჩემი: სიყვარული: ვითამც: არა: დამეჯერა: მაგრა: საქმე: არ: მოჰჴდების: ჟამი: ასრე: დამემტერა: ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: მეტი: ვინ: ეფერა: გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერათ: ვერა:

803. თუ: მიჯნური: ვარ: ერთი: ვჴამ: ხელი: მინდორთა: მე: რებად: არ: მარტო: უნდა: გაჭრილი: სისხლსა: ცრემლითა: ღვარებად: მაგრა: ხელია: მიჯნურთა: სადა: სცალს: თავისა: ბრალებად: ასრეა: ესე: სოფელი: შესჯერდი: კვლა: შეჯერებად:

804. რა: მოგშორდე: მახსენებდი: სიყვარული: ჩემი: გქონდეს: არ: ვეშიშვი: მტერთა: ჩემთა: თავი: მონად: მამიმონდეს: ჴამს: მამაცი: გაგულოვნდეს: ჭირსა: შიგან: არ: დაღონდეს: მძულს: რომ: კაცსა: სააუგო: საქმე: არა: არ: შესწონდეს:

805. მე: იგი: ვარ: ვინ: სოფელსა: არ: ამოვჰკრეფ: კიტრად: ბერად: ვის: სიკვდილი: მოყვრისათვის: თამაშად: და: მიჩანს: მღერად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: გავუშვივარ: დავდგე: მე: რად: თუ: მას: დავთმობ: სახლსა: ჩემსა: ვეღარ: დავსთმობ: ვისსა: მე: რად:

806. აწ: ანდერძსა: ჩემსა: მოგცემ: როსტანს: წინა: დაწერილსა: შენ: შეგვედრებ: დაგიჭიროს: ვითა: გმართებს: ჩემსა: ზრდილსა: მოვკვდე: თავსა: ნუ: მოიკლავ: სატანისგან: ნუ: იქ: ბნელსა: ამაზედა: ატირებდი: დაიდებდი: თვალთა: მილსა:

807. დაჯდა: წერად: ანდერძისად: საბრალოსა: საუბრისად: ჰე: მეფეო: გავიპარე: ძებნად: ჩემდა: საძებრისად: ვერ: დავდგები: შეუყრელად: ჩემთა: ცეცეხლთა: მამდებრისად: შემინდევ: და: წამატანე: მოწყალება: ღ~თეებრისად:

808. ვიცი: ბოლოდ: არ: დამიგმობ: ამა: ჩემსა: გაზრახულსა: კაცი: ბრძენი: ვერ: გასწირავს: მოყვარესა: მოყვარულსა: მე: სიტყვასა: ერთსა: გკადრებ: პლატონისგან: სწავლა: თქმულსა: სიცრუე: და: ორპირობა: ავნებს: ჴორცსა: მერმე: სულსა:

809. რადგან: თავია: სიცრუე: ყოვლისა: უბადობისა: მე: რად: გავწირო: მოყვარე: ძმა: უმტკიცესი: ძმობისა: არა: ვიქ: ცოდნა: რას: მარგებს: ფილასოფოსთა: ბრძნობისა: მით: ვისწავლიდით: მოგვეცეს: შერთვა: ზესთ: წესთა: მწყობისა:

810. წაგიკითხავს: სიყვარულსა: მოციქულნი: როგორ: სწერენ: ვით: იტყვიან: ვით: აქებენ: ცან: ცნობანი: მიაფერენ: სიყვარული: აღგვამაღლებს: ვით: ეჟვანი: ამას: ჟღერენ: შენ: არ: ჯერხარ: უსწავლელნი: კაცნი: რადმცა: შევაჯერენ:

811. ვინ: დამბადა: შეძლებაცა: მანვე: მამცა: მძლევად: მტერთად: ვინ: საზღვარსა: დაუსაზღურებს: ზის: უკვდავი: ღ~თი: ღ~თად: ვინ: არს: ძალთა: მეცნიერი: შემწედ: ყოვლთა: მიწიერთად: იგი: გაჰჴდის: წამი: ყოფით: ერთსა: ასად: ასსა: ერთად:

812. რაცა: ღ~თსა: არა: სწადდეს: არა: საქმე: არ: იქნების: მზისა: შუქთა: ვერ: მჭურეტელი: ია: ჴმების: ვარდი: ჭკნების: თვალთა: ტურფა: საჭურეტელი: უცხოდ: რასმე: ეამების: მე: ვით: გავსძლო: უმისობა: ან: სიცოცხლე: ვით: გეთნების:

813. რაზომცა: სწყრები: შემინდევ: შეცულა: თქვენისა: მცნებისა: ძალი: არ: მქონდა: ტყვე: ქმნილსა: მე: მაგისისა: თნებისა: აწ: წასულა: იყო: წადილი: ჩემთა: საჴმილთა: გზნებისა: სადა: გინდ: ვიყო: რა: მგამა: ყოფამცა: მქონდა: ნებისა:

814. არას: გარგებს: სიმძიმილი: უსარგებლო: ცრემლთა: დენა: არ: გარდავა: გარდუვალად: მომავალი: საქმე: ზენა: წესი: არის: მამაცთაგან: მოჭირვება: ჭირთა: თმენა: არვის: ძალ: უცს: ჴორციელსა: განგებისა: გარდავლენა:

815. რაცა: ღ~თსა: გაუგია: თავსა: ჩემსა: გარდასავლად: გარდამჴდეს: და: შემოვიქცე: აღარ: დამრჩეს: გული: ავლად: თქვენვე: გნახო: მხიარული: დიდებით: და: დავლა: მრავლად: მას: რა: ვარგო: ესე: ჩემთვის: დიდებად: და: კმარის: დავლად:

816. მეფეო: ესე: თათბირი: მამკალ: ვინ: დამიწუნოსა: მეფეო: ნუთუ: წასულამან: თქვენ: ჩემმან: დაგაჭმუნოსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: საქმესა: საძაბუნოსა: პირის: პირ: მარცხვენს: ორნივე: მივალთ: მას: საუკუნოსა: