... (S-2829), 1688 წ.

877. ესე: ამბავი: მართალი: ჩინეთსს: ქვასა: ზედა: სწერია: ვინ: მოყვარესა: არ: ეძებს: იგი: თავისა: მტერია: აწ: ზაფრანია: ვის: წინათ: ვერ: ვარდი: ჰგვანდის,: ვერ: ია: თუღა: მონახავ: მონახე: ქენ: რაცა: შენი: ფერია:

878. ყმამან: უთხრა: უმართლე: ხარ: არ: მამართლო: მდურვად: მისად: მაგრა: გაბჭევ: რა: მიქნია: სამსახური: ტყვისა: ტყვისად: გამოჭრილ: ვარ: სახლით: ჩემით: ვით: ირემი: ძებნად: წყლისად: მას: ვეძებ: და: მას: ვიგონებ: ვიარები: ველთა: ვლისად:

879. სად: სადაფნი: მარგალიტსა: ლალის: ფერსა: სცვენ: და: ბურვენ: მას: მოვშორდი: ვერ: ვიახელ: ვერ: ვისურვე: ვერ: ვასურვენ: გამოპარვით: წამოსრულ: ვარ: დიდებულნი: მოვიმდურვენ: ნაცულად: მათთა: წყალობათა: გულნი: მათნი: მოვაურვენ:

880. პატრონი: ჩემი: გამზრდელი: ღ~თი: და: ღ~თულებრ: ცხოელი: მორჭმული: ტკბილი: მოწყალე: ცა: წყალობისა: მთოველი: მას: უორგულე: წამოველ: მართ: დავივიწყე: ყოველი: მისი: შემცოდე: ღ~თისაგან: კარგსა: არაღას: მოველი:

881. ესე: ყველაი: ასრე: მჭირს: დაო: ბედითა: მისითა: არ: უტყუვე: წამოველ: მგზავრი: ღამით: და: დღისითა: აწ: იგი: სადმე: წასრულა: ვიწვი: ცეცხლითა: ვისითა: ცუდ: მაშურალი: და: მტირალი: ქვე: ვზივარ: პირითა: მქისითა:

882. დაო: მეტსა: საუბარსა: აღარ: მამცემს: ჟამი: და: დრო: არ: ვინანი: გარდასრულსა: ბრძენთა: სიტყვა: გავაადრო: წავალ: ვეძებ: ანუ: ვჰპოვებ: ან: სიკვდილი: მოვიადრო: თვარამ: ბედი: აზომ: თურე: მიკვეთს: ღ~თსა: რაღა: ვჰკადრო:

883. ამის: მეტი: აღარა: თქვა: ატირდა: და: წამოვიდა: ქვაბი: ჩავლო: წყალსა: გახდა: შამბი: ჩავლო: ველს: გავიდა: ქარი: ველთა: მონაქროლი: ლალის: ფერსა: ვარდსა: ზრვიდა: რად: მიმეცო: ამა: ჭირსა: ბედსა: ამას: უზრახვიდა:

884. იტყვის: ღ~თო: რა: შეგცოდე: შენ: უფალსა: არსთა: მხედსა: რად: გამყარე: მოყვარესა: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: ერთი: ორთა: მგონებელი: ვარ: საქმესა: წარსაწყმედსა: მოვჰკვდე: თავი: არ: მეწყალვის: სისხლი: ჩემი: ჩემსა: ქედსა:

885. მოყვარემან: ვარდის: კონა: გულსა: მკრა: და: დამიწყლულა: იგი: ფიცი: ჩემგან: სრული: მან: აღარა: გამისრულა: მას: თუ: გამყრი: საწუთროო: ჩემი: ლხინი: გარდასრულა: სხვა: მოყვარე: თვალსა: ჩემსა: გაკიცხულა: გაბასრულა:

886. კვლა: იტყვის: მიკვირს: ნაღველი: კაცისა: მე: ჭკვიანისა: რომ: ჭმუნვარებდეს: რას: არგებს: ნაკადი: ცრემლთა: ბანისა: სჯობს: გამორჩევა: აზრობა: საქმისა: დასაგვანისა: აწ: მეცა: მიჯობს: მონახვა: მის: მზისა: ლერწამ-ტანისა:

887. ყმა: გაემართა: საძებრად: მტირალი: ცრემლთა: მფქვეველი: ეძებს: უძახის: უყივის: დღეებრ: ღამეთა: მთეველი: სამ: დღემდი: მოვლო: მრავალი: ჴევ: შამბნარი: ტყე: ველი: ვერ: პოვა: მივა: მჭმუნვარე: ვერას: ამბისა: მცნეველი:

888. იტყვის: ღ~თო: რა: შეგცოდე: ეგზომ: დიდი: რა: გაწყინე: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: რა: სასჯელი: მამივლინე: გამკითხველო: გამიკითხე: აჯა: ჩემი: შეისმინე: დაამოკლე: დღენი: ჩემნი: ჭირნი: ჩემი: გამილხინე:

889. მივიდოდა: მიუბნობდა: ყმა: მტირალი: ფერშეცულილი: ქედსა: რასმე: გარდაადგა: ველი: აჩნდა: მზიან: ჩრდილი: ნახა: შავი: შამბთა: პირსა: დგა: სადავე: უკუყრილი: თქვა: უცილოდ: იგიაო: არა: უნდა: ამას: ცილი:

890. რა: შეხედნა: ყმასა: გულმან: გაუფეთქნა: გაუნათდა: აქა: ლხინი: დაღრეჯილსა: უათასდა: არ: უათდა: ვარდმან: ფერი: გაანათლა: ბროლი: ბროლდა: სათი: სათდა: ვით: გრიგალმან: ჩაირბინა: არ: მოსცალდა: ჭურეტად: მათდა:

891. რა: ტარიელ: დაინახა: განაღამცა: დაეღრიჯა: ახლოს: მყოფი: სიკვდილისა: ჯდა: და: პირი: დაებღნიჯა: საყელონი: გარდეხივნეს: თავი: სრულად: გაეგლიჯა: მას: აღარა: შეესმოდა: სოფლით: გაღმა: გაებიჯა:

892. ერთკე: უც: ლომი: მოკლული: და: ჴრმალი: სისხლ: მოცხებული: კვლა: ერთ: კერძ: ვეფხი: უსულო: მკუდარი: ქვე: დანარცხებული: მას: წყაროსაებრ: თვალთაგან: ცრემლი: სდის: გაფიცხებული: მუნ: აგრე: გულსა: უნთებდა: ცეცხლი: ცხინვარე: გზებული:

893. თვალთა: ახმადცა: ზარ: ედვა: სრულად: მიჴდოდა: ცნობასა: მიახლებოდა: სიკუდილსა: მოჰშორვებოდა: თმობასა: ყმა: სახელდებით: უყივის: ლამის: სიტყვითა: მცრობასა: ვეღარ: ასმინა: გარდიჭრა: ძმა: გამოაჩენს: ძმობასა:

894. ჴელითა: ცრემლსა: უწურავს: თვალთა: ავლებდა: საჴელსა: ახლოს: უზის: და: უზახის: მართ: სახელდობით: სახელსა: ეტყვის: ვერ: მიცნობ: ავთანდილს: შენთვის: გაჭრილსა: და: ხელსა: მას: არა: დია: შეესმის: რეტსა: თვალ: დაუფახველსა:

895. ესე: ყველაი: ასრეა: რაცა: აწ: ჩემგან: თხრობილა: ცრემლნი: მოსწურნა: თვალთაგან: ცოტადრე: მოაცნობილა: მაშინღა: იცნა: აიჭრა: მოეჭდო: მოეძმობილა: ვიმოწმებ: ღ~თსა: ცხოველსა: მათებრივ: არა: შობილა:

896. უთხრა: ძმაო: არ: გიტყუვე: ვჰქენი: რაცა: შემოგფიცე: გნახე: სულთა: გაუყრელმან: ფიცი: ასრე: დავამტკიცე: აწ: დამეხსენ: სიკვდილამდის: ვიტირო: და: თავსა: ვიცე: მაგრა: გვედრებ: დამარხვასა: მჴეცთა: საჭმლად: არ: მიმცე: