... (S-2829), 1688 წ.

777. თქვა: ცოდვათა: ჩემთა: მსგავსი: ღმერთმან: მეტი: რა: მიჩვენოს: რად: მოვღორდი: რად: დავბნელდი: ნეტარ: ვინღა: გამითენოს: ვინცა: სხვა: რა: კადნიერად: პატრონსა: რა: მოახსენოს: ჩემნი: დღენი: მასმცა: ადგან: რაძი: ვითა: გაისვენოს:

778. ვაზირი: გაწბილებული: მივა: ბედითა: შავითა: ავთანდილს: უთხრა: დაღრეჯით: პირითა: გამქუშავითა: მადლი: რა: გკადრო: არ: ვიცი: გამჴადა: მაშა: ვაითა: ვაი: კარგი: თავი: უებრო: დავჰკარგე: დავაშავითა:

779. ქრთამსა: სთხოვს: და: ამხანაგობს: თუცა: ცრემლსა: ვერ: იწურვებს: მიკვირს: რად: სცალს: წყლიანობად: რად: არ: გულსა: შეიურვებს: ვინ: არ: მისცეს: ქადებულსა: მოურავსა: მოიმდურვებს: თქმულა: ქრთამი: საურავსა: ჯოჯოხეთსცა: დაიურვებს:

780. ვით: გამჴადა: რა: მიბრძანა: არ: ეგების: ჩემგან: თხრობა: რა: სიავე: რა: სირეგვნე: რა: შლეგობა: რა: შმაგობა: მე: თვით: კაცად: აღარ: ვარგ: ვარ: აღარა: მიც: თავსა: ცნობა: ესე: მიკვირს: რად: არ: მამკლა: მისცა: თურე: ღმერთმან: თმობა:

781. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვქენ: ცთომით: არ: წამკიდებია: ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია: განგებით: ქნილსა: რისხვასა: ვერავინ: დარიდებია: შენთვის: სიკვდილი: ლხინად: მიჩს: ჭირი: არ: გამცუდებია:

782. ყმამან: უთხრა: შენთვის: წყრომა: მემცა: განა: დამიმძიმდა: მაგრა: ქრთამი: არა: გმართებს: გაიცინნა: გაცაღიმდა: შენ: ადამი: გაგიმეშდა: ართუ: მეში: გაადიმდა: რა: აქიმი: დასნეულდეს: ვისთვის: ვინმცა: გააქიმდა:

783. მოახსენა: კვლა: ვაზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს: მოიწყრომებს: შეცამინდობს: ნუთუ: გული: გაიწმინდოს: შენ: რასა: იქ: ესე: მოთხარ: ემი: ჭმუნვა: გაიდიდოს: ჴამსცა: კაცმან: სასიკვდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს:

784. ყმამან: უთხრა: აღარ: წასლვა: არ: ეგების: ჩემგან: აროს: იადონი: მაშინ: მოკვდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს: ჴამს: უძებნოს: ცვარი: წყლისა: მისთვის: თავი: ყოვლგან: აროს: ვერ: უპოვოს: რა: ქნას: ანუ: გული: რათა: დაიწყნაროს:

785. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავსძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა: მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვარჩევ: მათთანა: რბოლასა: ასრე: გასრულსა: რად: მნუკევს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა: სჯობს: უყოლლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა:

786. მოვახსენებ: ერთხელ: კვლაცა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების: ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწვის: და: ვით: ენთების: არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების: მე: თუ: მოვჰკვდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გაქარდების:

787. მოიუბნეს: ვაზირმან: ქნა: ჭამა: სმანი: მათნი: ფერნი: უმასპინძლა: ძღვენი: უძღვნა: შვენიერსა: შვენიერნი: მისნი: მყოლნი: აცაავსნა: მოყმენი: თუნდა: ბერნი: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წვერნი:

788. შეკრა: წითელი: ასი: ათასი: პირად: მზემან: და: ტანად: სარომან: სამასი: თავი: სტავრა: ატლასი: უხუმან: და: მიუმხვდარომან: სამოცი: თვალი: ლალ: იაგუნდი: ფერად: მართ: მიუმხვდარომან: კაცი: გაგზავნა: ვაზირისასა: ესე: ყველაი: მისთვის: არო: მან:

789. შესთვალა: თუ: რაცა: გმართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო: ვალთა: შენთა: გარდასაჴდლად: რა: ნაცვალი: მოვიგონო: თუღა: დავრჩე: შენთვის: მოვკვდე: თავი: ჩემი: დაგამონო: სიყვარული: სიყვარულსა: შეგიცალო: შეგიწონო:

790. მე: ვითა: ვთქვა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი: კაცი: იყო: საქმისაცა: შესაფერი: შესატყვისი: ასრე: უნდა: მოჴმარება: გავიდოდეს: ვისცა: ვისი: ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი:

791. შერმადინს: ეტყვის: უბრძანებს: პირ: მზე: ნათელთა: მფენელი: ესე: დღე: არის: იმედი: ჩემის: გულისა: მლხენელი: შენგან: თავისა: შენისა: საჩემოდ: გამომჩენელი: მქებრად: ამბისა: მათისა: ჴამს: მკითხავი: და: მსმენელი:

792. იტყვის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყვა: მამისმინა: მან: არ: იცის: რა: მჭირს: ანუ: ან: სულდგმული: ვისგან: ვინა: უმისომცა: ნუ: ცოცხალ: ვარ: ნუცა: გარე: ნუცა: შინა: რაცა: საქმე: უსამართლო: ღ~თნ: ვისმცა: შეარჩინა:

793. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არ: სათუობს: გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქუამს: ვაებს: უშობს: ლხინსა: არას: არ: იახლებს: კრთების: კუშტობს: ვაჴშობს: ქუშობს: ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღ~თსა: ჰგმობს: და: აგრე: ცრუობს:

794. ოდეს: ბრძენთა: გაიგონოთ: მინდორით: და: მთით: და: გორით: მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით: ერთად: ვთქვენით: გაუყრელად: მათი: არა: გავაშოროთ: მოყუარესა: მოყურისაგან: მოგონება: უნდა: შორით:

795. სამი: არის: მოყურისაგან: მოყურობისა: გამოჩენა: პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა: მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა: გავლენა: და: მოჴმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა:

796. მან: გამისრულა: ყველაი: ესე: წესი: და: რიგები: აწ: ჩემგან: მმართებს: მუქაფა: გულომცა: ჭირსა: შეები: თუ: ვერა: ვარგებ: მათთანა: მეცა: წასადმე: ვეგები: რაზომ: ფერი: ხარ: სოფელო: არვისგან: არ: შეიგები: