... (S-2829), 1688 წ.

817. არ: დავიწყება: მოყვრისა: აროდეს: გვიზამს: ზიანსა: ვჰგმობ: კაცსა: უაუგოსა: ცრუსა: და: ღალატიანსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: მას: ჴელმწიფესა: ზიანსა: რა: უარია: მამაცსა: სულ: დიდსა: წასულა: გვიანსა:

818. რა: უარეა: მამაცსა: ომშიგან: პირის: მხმეჭელსა: შედრეკით: შეშინებულსა: და: სიკვდილისა: მეჭველსა: კაცი: ჯაბანი: რათა: სჯობს: დიაცსა: ქსლისა: მბეჭველსა: სჯობს: სახელისა: მოხვეჭა: ყოველსა: მოსახვეჭელსა:

819. ვერ: დაიჭირავს: სიკვდილსა: გზა: ვიწრო: ვერცა: კლდოვანი: მისგან: გასწორდეს: ყოველნი: სუსტი: და: ძალ: გულოვანი: ბოლოდ: შეჰყარნეს: მიწამან: ერთგან: მოყმე: და: მჴცოანი: სჯობს: სიცოცხლესა: ნაზრახსა: სიკვდილი: საჴელოვანი:

820. მერმე: ვიშიშვი: მეფეო: თქვენად: კადრებად: ამისად: სცდების: და: სცდების: სიკვდილსა: ვინ: არ: მოელის: წამისად: მოვა: შემყრელი: ყოველთა: ერთად: დღისა: და: ღამისად: თუ: ვერა: გნახო: ცოცხალმან: მშვიდობამცა: გაქვს: ჟამისად:

821. თუ: საწუთრომან: დამამჴოს: ყოველთა: დამამჴობელმან: ღარიბი: მოვკვდე: ღარიბად: ვერ: დამიტიროს: მშობელმან: ვეღარ: შემსუდრონ: დაზრდილთა: და: ვერცა: მისანდობელმან: მუნ: შემიწყალოს: თქვენმავე: გულმან: მოწყალე: ლმობილმან:

822. მაქვს: საქონელი: ურიცხვი: ვერვისგან: ანაწონები: მიეც: გლახაკთა: საჭურჭლე: ათავისუფლე: მონები: შენ: დაამდიდრე: ყოველი: ობოლი: არას: მქონები: მიღვწიან: შეგებრალები: დამლოცვენ: მოვეგონები:

823. ღ~თსა: შემვედრებენ: მრავალი: გლახაკი: გულმხურვალები: დამხსნას: ჴორცთა: და: სოფელსა: ნუმცა: რად: შევიცვალები: კვლა: ცეცხლი: ჯოჯოხეთისა: ნუმცა: მწვავს: იგი: ალები: მამცეს: მკვიდრივე: მამული: მე: ჩემი: სასურვალები:

824. დამხსნას: ბნელი: და: ნათელი: შემმოსოს: ზესთა: ზესია: ჩემი: არ: ჰქონდეს: შეძლება: სოფლისა: მღილთა: კბენისა: მუნ: დამაუნჯოს: წამალი: სადა: ძეს: სულთა: ლხენისა: ფრთენი: მამეც: და: ძალ: მედვას: შეძლება: აღმაფრენისა:

825. რაცა: თქვენთვინ: არ: ვარგიყოს: საჭურჭლესა: დასადებლად: მიეც: ზოგი: ხანაგათა: ზოგი: ჴიდთა: ასაგებლად: ნურა: ნუ: გშურს: საქონელი: ჩემი: ჩემთვის: წასაგებლად: თქვენგან: კიდევ: არვინ: მივის: ცეცხლთა: ცხელთა: დამავსებლად:

826. ამას: იქით: ჩემგან: ჩემი: ამბავიცა: არ: გეცნევის: ამად: გვედრებ: სულსა: ჩემსა: წიგნი: გკადრებს: არ: გეთნევის: არას: მარგებს: ეშმაკისა: საქმეთაგან: დაეძლევის: შემინდევ: და: შემივედრე: მკვდარსა: რაღა: გარდმეჴდევის:

827. გვედრებ: მეფეო: შერმადინს: მონასა: ჩემსა: რჩეულსა: ნაკად: აქვს: ჭირი: სამისოდ: ამ: წელიწადსა: წლეულსა: ნუგეშინის: ეც: წყალობით: ჩემგან: წყალობა: ჩვეულსა: ნუ: დაადინებ: თვალთაგან: ცრემლსა: სისხლითა: ფრქვეულსა:

828. დასრულდა: ჩემი: ანდერძი: ჩემგან: ნაწერი: ჴელითა: აჰა: გამზრდელო: მოგშორდი: წაველ: გულითა: ხელითა: ნუ: სჭმუნავთ: ჩემთვის: მეფენი: ნუ: ხართ: მოსილნი: ბნელითა: სუფევითამც: ხარ: თავითა: მტერთაგან: საკრძალველითა:

829. მისცა: ანდერძი: შერმადინს: რა: გაათავა: წერითა: უთხრა: ჰკადრეო: მეფესა: საქმითა: მეცნიერითა: შენ: დაგამეტებს: ვერავინ: მსახურებითა: ვერითა: მოეხვია: და: ატირდა: ცრემლითა: სისხლთა: ფერითა:

830. ყმა: შეეკაზმა: წასავლად: ცრემლითა: მოერწყო: ველი: მზე: წავიდოდა: არაბეთს: დაეცა: ბინდი: ყოველი: ჴამს: შეპოვნება: მაღლისა: ვინცა: არს: ჭირსა: მოველი: მიზგითას: მივა: ღმრთისაგან: გამარჯვებისა: მთხოველი:

831. ილოცავს: იტყვის: მაღალო: ღ~თო: ზღვათა: და: ჴმელთაო: ზოგჯერ: მამცემო: პატიჟთა: ზოგჯერ: კეთილთა: მზათაო: უცნაურო: და: უთქმელო: უფალო: უფლებათაო: მამეც: დათმობა: სურვილთა: მფლობელო: გულის: თქმათაო:

832. ღ~თო: ღ~თო: მოწყალეო: არვინ: მივის: შენგან: კიდე: შენგან: ვითხოვ: შეწევნასა: რაზომსაცა: გზასა: ვლიდე: მტერთა: ძლევა: ზღვათა: ღელვა: ღამით: მავნე: გამარიდე: თუღა: დავრჩე: გმსახურებდე: შენდა: მსხვერპლსა: შევსწირდე:

833. ღ~თო: ღ~თო: გეაჯები: რომელი: ჰფლობ: ქვენათ: ზესა: შენ: დაბადე: მიჯნურობა: შენ: აწესებ: მისსა: წესსა: მე: სოფელმან: მომაშორვა: უკეთესსა: ჩემსსა: მზესა: ნუ: ამოჰფხვრი: სიყვარულსა: მისსა: ჩემთვის: დანათესსა:

834. რა: ილოცა: ცხენსა: შეჯდა: მალვით: კარნი: გაიარნა: შერმადინცა: დააბრუნა: თუმცა: ვამნი: ადიადნა: მონა: ტირს: და: მკერდსა: იცემს: საბრალომან: ცრემლი: ღვარნა: პატრონისა: ვერა: მჭურეტმან: ყმამან: რამცა: გაიხარნა:

835. მოსთქვამს: და: იტყვის: ვაი: მზეო: შენი: ადგილი: ჩრდილდები: შენ: მოგეშორე: დაღამდა: ჩემთვის: აღარა: დილდების: მე: მანდით: მესურის: ისარი: ერთიცა: არ: ამცილდების: გამყარა: ლხინა: სოფელმან: აწ: თვალთა: ცრემლი: მდინდების:

836. აწ: ამბავი: სხვა: დავიწყო: ყმასა: წავჰყვე: წამავალსა: არ: შეექნა: დარბაზობა: მას: დღეს: როსტანს: გულ: გამწყრალსა: რა: გათენდა: ქუში: ადგა: ჰგავს: თუ: ადენს: პირით: ალსა: ჴმობა: ბრძანა: ვაზირისა: მიიყვანდეს: შიშით: მკრძალსა: