... (H-461), XVIII ს.

817. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ გაგულისდა჻ გაუცნობდა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გასაშიშრდა჻ შემჴედველთა჻ შეაშთობდა჻ შეუზახა჻ რასთქვის჻ შმაგობ჻ მაგას჻ სხვამცა჻ ვინ჻ მითხრობდა჻ ავსა჻ კაცსა჻ ურჩევნია჻ ავსამცა჻ რას჻ ადრე჻ სცნობდა჻

818. ვითამც჻ რამე჻ სიხარული჻ საქმე჻ მითხარ჻ ვითა჻ ღადრად჻ მაგის჻ მეტი჻ რა჻ ვინ჻ მიყოს჻ თუ჻ არ჻ მომკლას჻ მალვით჻ ღადრად჻ შმაგო჻ ენა჻ ვით჻ იჴმარე჻ შენ჻ მაგისად჻ ჩემად჻ კადრად჻ აგრე჻ შმაგი჻ არ჻ ვაზირად჻ არად჻ ვარგხარ჻ არცა჻ სხვად჻ რად჻

819. რამცა჻ კაცმან჻ პატრონისა჻ საწყინარსა჻ არ჻ შეხედნეს჻ ოდენ჻ სიტყვა჻ უმეცრული჻ უალაგოდ჻ დაიყბედნეს჻ მე჻ მაგისად჻ მოსმენამდის჻ რად჻ არ჻ ყურნი჻ შემეჭედნეს჻ შენ჻ თუ჻ მოგკლა჻ სისხლნი჻ შენნი჻ შენმან჻ ქედმან჻ მიიქედნეს჻

820. კვლავ჻ უბრძანა჻ თუმცა჻ მისგან჻ აწ჻ არ჻ იყავ჻ მოგზავნილი჻ თავმან჻ ჩემმან჻ თავსა჻ მოგკვეთდი჻ არად჻ უნდა჻ ამას჻ ცილი჻ წა჻ უკუდეგ჻ უჭკო჻ შმაგი჻ უმეცარი჻ შლეგი჻ წბილი჻ შაბაშ჻ სიტყვა჻ შაბაშ჻ კაცი჻ შაბაშ჻ საქმე჻ მისეული჻

821. დადრკა჻ სკამნი჻ შემოსტყორცნა჻ ჰკრნა჻ კედელსა჻ შეალეწნა჻ დააცდუნვა჻ მაგრა჻ მისთვის჻ აალმასნა჻ არ჻ აძეწნა჻ ვით჻ მიანბე჻ წასულა჻ მისი჻ ვინ჻ ალვისა჻ მორჩი჻ ხე჻ წნა჻ ვეზირისამ჻ ცრემლმან჻ ცხელმან჻ ღაწუნი჻ ვარდნი჻ აუხეწნა჻

822. ვეზირმან჻ გლახ჻ გამორიდნა჻ მართ჻ ვეღარას჻ ვერ჻ იწრწინვებს჻ გამოძურწა჻ გამომელდა჻ გულსა჻ წყლულსა჻ მოიმტკივნებს჻ შეის჻ ხასობს჻ გაის჻ ქუშობს჻ ენით჻ თავსა჻ მოაყივნებს჻ მტერი჻ მტერსა჻ ვერას჻ ავნებს჻ რომე჻ კაცი჻ თავსა჻ ივნებს჻

823. თქვა჻ ცოდვათა჻ ჩემთა჻ მგზავსი჻ ღმერთმან჻ მეტი჻ რა჻ მიჩუენოს჻ რად჻ მოვღორდი჻ ვით჻ დავბნელდი჻ ნეტარ჻ ვინღა჻ გამითენოს჻ ვინცა჻ სხუარა჻ კადნიერად჻ პატრონსა჻ რა჻ მოახსენოს჻ ჩემიმც჻ დღენი჻ მასმცა჻ ადგანან჻ ვერცა჻ მან჻ რამ჻ მოისვენოს჻

824. ვეზირი჻ გაწბილებული჻ მივა჻ ბედითა჻ შავითა჻ ავთანდილს჻ უთხრა჻ დაღრეჯით჻ პირითა჻ გამქუშავითა჻ მადლი჻ რა჻ გკადრო჻ აწ჻ თქვენგან჻ გავხასდი჻ მე჻ მაშა჻ ვითა჻ ვაი჻ კარგი჻ თავი჻ უებრო჻ დაგკარგე჻ დავაშავითა჻

825. ქრთამსა჻ სთხოვს჻ და჻ ამხანაგობს჻ თუმცა჻ ცრემლსა჻ ვერ჻ იწურვებს჻ მიკვირს჻ რად჻ სცალს჻ წყლიანობად჻ რად჻ არ჻ გულსა჻ შეიურვებს ვინ჻ არ჻ მისცეს჻ ქადებულსა჻ მოურავსა჻ მოიმდურვებს თქმულა჻ ქრთამი჻ საურავსა჻ ჯოჯოხეთსცა჻ დაიურვებს჻

826. ვით჻ გამჴადა჻ რა჻ მიბრძანა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ თხრობა჻ რა჻ სიავე჻ რა჻ სირეგუნე჻ რა჻ შლუობა჻ რა჻ შმაგობა჻ მე჻ თვით჻ კაცად჻ აღარ჻ ვარგ჻ ვარ჻ აღარა჻ მიც჻ თავსა჻ ცნობა჻ ესე჻ მიკვირს჻ რად჻ არ჻ მამკლა჻ მისცა჻ თურე჻ ღმერთმან჻ თმობა჻

827. მეცა჻ ვიცოდი჻ რაცა჻ ვჰქენ჻ ცნობით჻ არ჻ წამკიდებია჻ ვიაზრე჻ გამიწყრებოდა჻ ჭმუნვა჻ მით჻ გამდიდებია჻ განგებით჻ ქნილსა჻ საქმესა჻ ვერავინ჻ დარიდებია჻ შენთვის჻ სიკვდილი჻ ლხინად჻ მჩანს჻ ჭირი჻ არ჻ გამცუდებია჻

828. ყმამან჻ უთხრა჻ შენთვის჻ წყრომა჻ მემცა჻ განა჻ დამიმძიმდა჻ მაგრა჻ ქრთამი჻ რადღა჻ გმართებს჻ გაიცინნა჻ გაცაღიმდა჻ შენ჻ ადამი჻ გაგიშეშდა჻ ართუ჻ მეში჻ გიადიმდა჻ რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ ვისთუის჻ ვინმცა჻ გააქიმდა჻

829. მოახსენა჻ კვლავ჻ ვეზირმან჻ მე჻ რა჻ გინდა჻ წამეკიდოს჻ მოიწყრომებს჻ შეცა჻ მინდობსნუთუ჻ გული჻ გაიწმინდოს჻ შენ჻ რასა჻ იქ჻ ესე჻ მოთხარ჻ ჩემი჻ ჭმუნვა჻ გაიდიდოს჻ ჴამს჻ თუ჻ კაცმან჻ სასიკვდილოდ჻ თავსა჻ არა჻ არ჻ დარიდოს჻

830. ყმამან჻ უთხრა჻ აღარ჻ წასლვა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ აროს჻ იადონი჻ მაშინ჻ მოკუდეს჻ ოდეს჻ ვარდმან჻ იდამჭკნაროს჻ ჴამს჻ უძებნოს჻ წყლისა჻ ცვარი჻ მისთვის჻ თავი჻ ყოვლგან჻ აროს჻ ვერ჻ უპოვოს჻ რა჻ ქნას჻ ანუ჻ გული჻ რათა჻ დაიწყნაროს჻

831. უმისოდ჻ მყოფი჻ ვერ჻ გავსძლებ჻ ჯდომასა჻ ვერცა჻ წოლასა჻ მართ჻ ნადირთაებრ჻ გაჭრასა჻ ვირჩევ჻ მათთანა჻ რბოლასა჻ ასრე჻ გასრულსა჻ რად჻ მნუკევს჻ მისთა჻ მებრძოლთა჻ ბრძოლასა჻ სჯობს჻ უყოლობა჻ კაცისა჻ მომდურავისა჻ ყოლასა჻

832. მოვახსენებ჻ ერთხელ჻ კვლაცა჻ რაზომსაცა჻ მეფე჻ წყრების჻ ნუთუ჻ გაბრჭოს჻ გული჻ ჩემი჻ ვით჻ იწვის჻ და჻ ვით჻ ენთების჻ არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ რა჻ იმედი჻ გარდმიწყდების჻ მე჻ თუ჻ მოვჰკვდე჻ ჩემი჻ კერძი჻ სოფელიმცა჻ გარდიფხურების჻

833. მოიუბნეს჻ ვეზირმან჻ ქნა჻ ჭამა჻ ლხინი჻ მათნი჻ ფერნი჻ უმასპინძლა჻ ძღუენი჻ უძღუნა჻ შვენიერსა჻ შვენიერნი჻ მისნი჻ ყმანი჻ აღაავსნა჻ მოყმენი჻ თუნდა჻ ბერნი჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ სახლად჻ ჩადგეს჻ მზისა჻ წვერნი჻

834. ასი჻ ათასი჻ წითელი჻ პირ჻ მზემან჻ ტანად჻ სარომან჻ ათასი჻ ლალ჻ იაგუნდი჻ ფერად჻ ვარდისა჻ დარომა჻ სამასი჻ სტავრა჻ ატლასი჻ უხუმან჻ არ჻ მიმხუდარომან჻ მიგზავნა჻ კაცი჻ ვეზირსა჻ ეს჻ ყველა჻ მისთვის჻ არომა჻

835. შესთვალა჻ თუ჻ რაცა჻ გმართებს჻ ვით჻ მოგცე჻ და჻ ვით჻ გაქონო჻ ვალთა჻ შენთა჻ გარდასაჴდლად჻ რა჻ ნაცვალი჻ მოვიგონო჻ თუღა჻ დავრჩე჻ შენთუის჻ მოვკვდე჻ თავი჻ ჩემი჻ შენ჻ გამონო჻ სიყვარული჻ სიყვარულსა჻ შეგიცალო჻ შეგიწონო჻

836. მე჻ ვითა჻ ვთქუა჻ უებრობა჻ სიკეთე჻ და჻ ქება჻ მისი჻ კაცი჻ იყო჻ საქმისაცა჻ შესაფერი჻ შესატყვისი჻ ასრე჻ უნდა჻ მოხმარება჻ გავიდოდეს჻ ვისცა჻ ვისი჻ ოდეს჻ კაცსა჻ დაეჭიროს჻ მაშინ჻ უნდა჻ ძმა჻ და჻ თვისი჻