... (H-461), XVIII ს.

932. რა჻ შეხედნა჻ ყმასა჻ გულმან჻ გაუფეთქნა჻ გაუნათდა჻ აქა჻ ლხინი჻ დაღრეჯილსა჻ უათასდა჻ არ჻ უათდა჻ ვარდმან჻ ფერი჻ განანათლა჻ ბროლი჻ ბროლად჻ სათნი჻ სათდა჻ ვით჻ გრიგალმან჻ ჩაირბინა჻ არ჻ მოსცალდა჻ მჭურეტად჻ მათდა჻

933. მან჻ ტარიელ჻ დაინახა჻ გაღანამცა჻ დაეღრიჯა჻ ახლოს჻ მყოფი჻ სიკუდილისა჻ ჯდა჻ და჻ პირი჻ დაებღნიჯა჻ საყელონი჻ გარდეხივნეს჻ თმანი჻ სრულად჻ გაეგლიჯა჻ მას჻ აღარა჻ შეესმოდა჻ სოფლით჻ გაღმა჻ გაებიჯა჻

934. ერთკე჻ უც჻ ლომი჻ მოკლული჻ და჻ ჴრმალი჻ სისხლთა჻ ცხებული჻ კვლავ჻ ერთი჻ ვეფხი჻ უსულო჻ მიწასა჻ დანარცხებული჻ მას჻ წყაროსაებრ჻ თუალთაგან჻ ცრემლი჻ სდის჻ გაფიცხებული჻ მუნ჻ აგრე჻ გულსა჻ უნთებდა჻ ცეცხლი჻ მცხინვარე჻ ცხებული჻

935. თვალთა჻ ახადცა჻ ზარედვა჻ სრულად჻ მიჰჴდოდა჻ ცნობასა჻ მიახლებოდა჻ სიკვდილსა჻ მოჰშორვებოდა჻ ნობასა჻ ყმა჻ სახელდობით჻ უძახის჻ ლამის჻ სიტყვითა჻ კლობასა჻ ვეღარ჻ ასმინა჻ გარდიჭრა჻ ძმა჻ გამოაჩენს჻ ძმობასა჻

936. ჴელითა჻ ცრემლსა჻ უწურავს჻ თვალთა჻ ავლებდა჻ სახელსა჻ ახლოს჻ უზის჻ და჻ უძახის჻ მართ჻ სახელდობით჻ სახელსა჻ ეტყვის჻ ვერ჻ მიცნობ჻ ავთანდილს჻ შენთვის჻ გაჭრილსა჻ და჻ ჴელსა჻ მას჻ არა჻ დია჻ შეესმის჻ რეტსა჻ თვალ჻ დაუფახველსა჻

937. ესე჻ ყველაი჻ ასრეა჻ რაცა჻ აწ჻ ჩემგან჻ თხრობილა჻ ცრემლნი჻ მოსწურნა჻ თვალთაგან჻ ცოტადრე჻ მოაცნობილა჻ მაშინღა჻ იცნა჻ აკოცა჻ მოეჭდო჻ მოეძმობილა჻ ვიმოწმებ჻ ღ~თსა჻ ცხოველსა჻ მათებრივ჻ არა჻ შობილა჻

938. უთხრა჻ ძმაო჻ არ჻ გიტყუვე჻ გიყავ჻ რაცა჻ შემოგფიცე჻ გნახე჻ სულთა჻ გაუყრელმან჻ ფიცი჻ ასრე჻ დავამტკიცე჻ აწ჻ დამეხსენ჻ სიკვდილამდი჻ ვიტირო჻ და჻ თავსა჻ ვიცე჻ მაგრა჻ გვედრებ჻ დამარხვასა჻ მჴეცთა჻ საჭმლად჻ არ჻ მივიცე჻

939. ყმამან჻ უთხრა჻ რაშიგან჻ ხარ჻ შენ჻ საქმესა჻ რად჻ იქ჻ ავსა჻ ვინ჻ მიჯნური჻ არ჻ ყოფილა჻ ვის჻ საჴმილი჻ არა჻ სწვავსა჻ ვის჻ უქნია჻ შენი჻ მგზავსი჻ სხვათა჻ კაცთა჻ ნათესავსა჻ რად჻ სატანას჻ წაუღიხარ჻ რად჻ მოიკლავ჻ ნებით჻ თავსა჻

940. თუ჻ ბრძენი჻ ხარ჻ ყოვლნი჻ ბრძენნი჻ აპირებენ჻ ამა჻ პირსა჻ ჴამს჻ მამაცი჻ მამაცობა჻ სჯობს჻ რაზომცა჻ ნელად჻ ტირსა჻ ჭირსა჻ შიგან჻ გამაგრება჻ ასრე჻ უნდა჻ ვით჻ ქვითკირსა჻ თავისისა჻ ცნობისაგან჻ ჩავარდების჻ კაცი჻ ჭირსა჻

941. ბრძენი჻ ხარ჻ და჻ გამორჩევა჻ არა჻ იცი჻ ბრძენთა჻ თქმულებ჻ მინდორს჻ სტირ჻ და჻ მჴეცთა჻ ახლავ჻ რას჻ წადილსა჻ აისრულებ჻ ვისთვის჻ ჰკუდები჻ ვერ჻ მიხუდები჻ თუ჻ სოფელსა჻ მოიძულებ჻ თავსა჻ მრთელსა჻ რად჻ შეიკრავ჻ წყლულსა჻ ახლად჻ რად჻ იწყლულებ჻

942. ვინ჻ არ჻ ყოფილა჻ მიჯნური჻ ვის჻ არ჻ საჴმილი჻ სდებიან჻ ვის჻ არ჻ უნახვან჻ პატიჟნი჻ ვისთვის჻ ვინ჻ არა჻ ბნდებიან჻ მითხარ჻ უსახო჻ რა჻ ქნილა჻ სულნი჻ რად჻ ამოგჴდებიან჻ არ჻ იცი჻ ვარდნი჻ უეკლოდ჻ არავის჻ მოუკრებიან჻

943. ვარდსა჻ ჰკითხეს჻ ეგზომ჻ ტურფა჻ რამან჻ შეგქმნა჻ ტანად჻ პირად჻ მიკვირს჻ რად჻ ხარ჻ ეკლიანი჻ პოვნა჻ შენი჻ რად჻ ა჻ ჭირად჻ მან჻ თქვა჻ ტკბილსა჻ მწარე჻ ჰპოებს჻ სჯობს჻ იქნების჻ რაცა჻ ძვირად჻ ოდეს჻ ტურფა჻ გაიეფდეს჻ არღარა჻ ღირს჻ არცა჻ ჩირად჻

944. რადგან჻ ვარდი჻ ამას჻ იტყვის჻ უსულო჻ და჻ უარაკო჻ მაშა჻ ლხინსა჻ ვინ჻ მოიმკის჻ პირველ჻ ჭირთა჻ უმუშაკო჻ უბოროტო჻ ვის჻ ასმია჻ რაცა჻ კარგი჻ საეშმაკო჻ რად჻ ემდურვი჻ საწუთროსა჻ რა჻ უქმნია჻ უარაკო჻

945. ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი჻ შეჯე჻ წავიდეთ჻ ნებასა჻ რაცა჻ არ჻ გწადდეს჻ იგი჻ ქენ჻ ნუ჻ სდევ჻ წადილსა჻ ნებასა ნუ჻ მიჰყოლიხარ჻ თავისა჻ თათბირსა჻ გაგონებასა჻ ასრე჻ არ჻ სჯობდეს჻ არ჻ გეტყვი჻ რად჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებასა჻

946. მან჻ უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გითხრა჻ ძურაცა჻ არ჻ ძალმიც჻ ენისა჻ ღონე჻ არა჻ მაქვს჻ ჴელქმნილსა჻ შენთა჻ სიტყვათა჻ სმენისა჻ რა჻ ადვილად჻ გჩანს჻ მოთმენა჻ ჩემთა჻ სასჯელთა჻ თმენისა აწ჻ მივსწურვილვარ჻ სიკვდილსა჻ დრო჻ მომეახლა჻ ლხენისა჻

947. ამას჻ მოკუდავი჻ ვილოცავ჻ აროდეს჻ ვიტყვი჻ არ჻ ენით჻ აქა჻ გაყრილნი჻ მიჯნურნი჻ მუნამცა჻ შევიყარენით჻ მუნ჻ ერთმანერთი჻ კვლავ჻ ვნახნეთ჻ ნახვითა჻ გავიხარენით჻ მო჻ მოყვარეთა჻ დამმარხეთ჻ მიწანი჻ მამაყარენით჻

948. საყვარელმან჻ საყვარელი჻ თუ჻ არ჻ ნახოს჻ ვით჻ გაწიროს჻ მისკენ჻ მივალ჻ მხიარული჻ მერმე჻ მანცა჻ ჩემკენ჻ იროს჻ მივეგებვი჻ მამეგებვის჻ ამიტირდეს჻ და჻ ამატიროს჻ ჰკითხე჻ ასთა჻ ქენ჻ გულისა჻ რა჻ გინდ჻ რა჻ ვინ჻ გივაზიროს჻

949. მართ჻ გარდაწყვეტით჻ იცოდი჻ გეტყვი჻ მართალსა჻ პირასა჻ სიკვდილი჻ მახლავს჻ დამეხსენ჻ ხანსაღა჻ დავჰყოფ჻ მცირასა჻ რომ჻ ცოცხალ჻ ვიყო჻ რას჻ მაქნევ჻ რა჻ დავრჩე჻ ჴელსა჻ მჴდი჻ რასა჻ დამშლიან჻ ჩემი჻ კავშირნი჻ შევრთვივარ჻ სულთა჻ სირასა჻

950. რა჻ სთქვი჻ არვიცი჻ არ჻ მესმის჻ არცა჻ მცალს჻ სმენად჻ მაგისად჻ სიკვდილი჻ მახლავს჻ ტყვე჻ ქნილსა჻ სიცოცხლე჻ არის჻ წამისად჻ აწ჻ გამიარმდა჻ სიცოცხლე჻ მეტად჻ ყოვლისა჻ ჟამისად჻ მუნ჻ მეცა჻ მივალ჻ ცრემლითა჻ მირწყავს჻ მიწა჻ და჻ ლამი჻ სად჻

951. ბრძენი჻ ვინ჻ ბრძენი჻ რა჻ ბრძენი჻ ხელი჻ ვითა჻ იქს჻ ბრძნობასა჻ ეგ჻ საუბარი჻ მაშინ჻ ჴამს჻ თუმცაღა჻ ვიყავ჻ ცნობასა჻ ვარდი჻ ვერ჻ არის჻ უმზეოდ჻ იყოს჻ დაიწყებს჻ ჭკნობასა჻ მაწყენდა჻ მეხსენ჻ არა჻ მცალს჻ არცაღა჻ ვახლავ჻ თმობასა჻