... (H-461), XVIII ს.

739. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ისმენდა჻ ეუბნებოდა჻ ბაგეთათ჻ გასჭვრის჻ ბროლ჻ ლალსა჻ მათ჻ კბილთა჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ახლოს჻ სხდეს჻ ღირსნი჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა჻ უტარიელო჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა

740. სმა჻ გარდაჴდა჻ თავისთავის჻ გაიყარნეს჻ მსმელნი჻ შინა჻ დი჻ დებულნი჻ არ჻ გაუშვნეს჻ ყმა჻ დაისუეს჻ ახლოს჻ წინა჻ მეფე჻ ჰკითხავს჻ იგი჻ ჰკადრებს჻ რაცა჻ ჭირი჻ მოეთმინა჻ მერმე჻ მისსა჻ მგზავრობასა჻ რა჻ ენახა჻ რა჻ ესმინა჻

741. მას჻ ვახსენებდე჻ ნუ჻ გიკვირს჻ თქმა჻ მჭირდეს჻ მიწყივ჻ ახისა჻ იგია჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ჩემო჻ მამცემი჻ ახისა჻ ვინ჻ უნახავ჻ ქნის჻ გონება჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მნახისა჻ ვარდი჻ დამჭკნარი჻ ეკალთა჻ შუა჻ შორს჻ მყოფი჻ ახ჻ ის჻ ა჻

742. რა჻ ჭირი჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მოუთმოს჻ მოუთმინამან჻ ქაცვი჻ ზაფრანა჻ ლერწამმან჻ იმგზავსოს჻ ფერად჻ მინამან჻ ავანდილ჻ მისმან჻ მხსენებმან჻ ცრემლი჻ გლახ჻ დაიდინა჻ მან჻ წურილად჻ უამბო჻ ამბავი჻ მან჻ მისმან჻ მონასმინამან჻

743. ქვაბნი჻ წაუხმან჻ დევთათვის჻ სახლად჻ აქუს჻ დევთა჻ სახლები჻ საყვარელისა჻ მისისა჻ ქალი჻ ჰყავს჻ თვით჻ ნაახლები჻ ვეფხისა჻ ტყავი჻ აცვია჻ ცუდად჻ ჩანს჻ სტავრა჻ ნახლები჻ აღარად჻ უნდა჻ სოფელი჻ ცეცხლი჻ სწვავს჻ ახალ჻ ახლები჻

744. რა჻ დაასრულა჻ ამბავი჻ საქმე჻ მისისა჻ ჭირისა჻ ნახვა჻ მის჻ მზისა჻ ნათლისა჻ მის჻ თუალად჻ არ჻ დუხჭირისა჻ იამა჻ აქო჻ ჴელთა჻ აქუს჻ ვარდი჻ მძლედ჻ დანამჭირისა჻ ეგე჻ ჴამს჻ სიმჴნე჻ სიმჴნისა჻ რაღად჻ ხარ჻ მომხუეჭი჻ რისა჻

745. გამხიარულდა჻ თინათინ჻ ამა჻ ამბისა჻ სმენითა჻ სამ჻ დღე჻ იხარებს჻ გულ჻ ამოდ჻ ლხინისა჻ ამ჻ მოწყენითა჻ მისულა჻ ებრძანა჻ იამა჻ თქუმა჻ არ჻ ეგების჻ ენითა჻ კვლა჻ საწოლს჻ დახუდა჻ მას჻ ლომსა჻ მუნცა჻ სიტყვითა჻ ბრძენითა჻

746. ყმა჻ წავიდა჻ მხიარული჻ ლმობიერი჻ არ჻ გამწყრალი჻ ლომი჻ მინდორს჻ ლომთა჻ თანა჻ მიარული჻ ფერნამკრთალი჻ ყმა჻ სოფლისა჻ ხასიათი჻ ჯავარი჻ სრული჻ მრავალ჻ წყალი჻ მაგრა჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ გული჻ გულსა჻ განაცვალი჻

747. ყმა჻ მხიარული჻ წყლიანი჻ დასვა჻ სკამითა჻ მისითა჻ სხენან჻ სავსენი჻ ლხინითა჻ ორთავე჻ შესატყვისითა჻ უბნობენ჻ ლაღნი჻ წყლიანნი჻ არა჻ სიტყვითა჻ მქისითა჻ უთხრა჻ ჰპოვეო჻ წამალი჻ ნახე჻ ძებნითა჻ ვისითა჻

748. მზე჻ მორჭმული჻ ტახტსა჻ ზედა჻ მორჭმითაა჻ ნადევარად჻ წყლად჻ ეფრატსა჻ უხვად჻ ურწყო჻ ედემს჻ ზდილი჻ ტანი჻ მჭევრი჻ ბროლ჻ ბალახშსა჻ აშვენებდა჻ თმა჻ გიშერი჻ წარბი჻ ტევრი჻ მე჻ ვინ჻ ვაქებ჻ ათინს჻ ბრძენთა჻ ჴამს჻ აქებდეს჻ ენა჻ ბევრი჻

749. ჰკადრა჻ მართ჻ ღ~თნ჻ რა჻ კაცსა჻ მისცეს჻ წადილი჻ გულისა჻ ხსოვნა჻ არა჻ ჴამს჻ ჭირისა჻ ჴამს჻ პირველ჻ გარდასრულისა჻ ვჰპოვე჻ ხე჻ ტანი჻ ალვისა჻ სოფლისა჻ წყალთა჻ რწყულისა჻ მუნ჻ პირი჻ მგზავსი჻ ვარდისა჻ მაგრა჻ აწ჻ ფერ჻ ნაკლულისა჻

750. მუნ჻ სარო჻ მგზავსი჻ ვარდისა჻ ვნახე჻ მისჭირდა჻ მინები჻ იტყუის჻ დავჰკარგე჻ ბროლი჻ და჻ სადა჻ რთავს჻ ბროლსა჻ მინები჻ მით჻ ვიწვი჻ რადგან჻ ჩემებრვე჻ ცეცხლი჻ სწვავს჻ მოუთმინები჻ მერმე჻ კვლა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მან჻ მისგან჻ მონასმინები჻

751. პირველ჻ მისგან჻ ძებნად჻ მისად჻ პატიჟთა჻ და჻ მოსრულისა჻ ჭირსა჻ მერმე჻ ჰკადრა჻ საწადლისა჻ ღმერთმან჻ პოვნა჻ ვით჻ აღირსა჻ საწუთრო჻ და჻ სოფელს჻ ყოფა჻ კაცი჻ უჩანს჻ ვით჻ ნადირსა჻ ოდეს჻ ხელი჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარების჻ მინდორს჻ ტირსა჻

752. მის჻ ყმისა჻ ქება჻ ვით჻ ითქმის჻ ჩემგან჻ ვითმც჻ გაგეგონების჻ მისსა჻ მნახავსა჻ ნახული჻ აღარა჻ მოეწონების჻ თვალი჻ მჭვრეტლისა჻ ვით჻ მზისა჻ ციატსა჻ დაეღონების჻ ვარდი჻ არ჻ ქნილი჻ ზაფრანად჻ აწ჻ ია჻ შეიკონების჻

753. წურილად჻ ჰკადრა჻ რაც჻ იცოდა჻ მონახული჻ მონასმენად჻ ვითა჻ ვეფხსა჻ წავარნა჻ და჻ ქვაბნი჻ აქუსო჻ სახლად჻ მენად჻ ქალი჻ ახლავს჻ სასურველად჻ სულთა჻ დგმად჻ და჻ ჭირთა჻ თმენად჻ ვაი჻ სოფელმან჻ სოფელს჻ მყოფი჻ ყოვლი჻ დასვა჻ ცრემლ჻ ნადენად჻

754. მზესა჻ რა჻ ესმა჻ ამბავი჻ მიხუდა჻ წადილი჻ ნებისა჻ განათლდა჻ პირი჻ მთუარისა჻ ვით჻ ნათლად჻ ნავანებისა჻ უბრძანა჻ რა჻ ვქნათ჻ რა჻ ვარგოთ჻ ჭირთა჻ მოსათნებისა჻ რა჻ წამალია჻ მისისა჻ წყლულისა჻ განკურნებისა჻

755. ყმა჻ ეტყვის჻ ვის჻ აქუ჻ წამალი჻ კაცისა჻ მამცქაფავისა჻ მან჻ ჩემთვის჻ დაწვა჻ თავისი჻ დადვა჻ არ჻ დასაწვავისა჻ დრო჻ დამიც჻ ჩემგან჻ მისულისა჻ მითქვამს჻ დადება჻ თავისა჻ მზე჻ დამიფიცავს჻ თავისა჻ ჩემგან჻ მზედ჻ სახედავისა჻

756. თუ჻ მოყვარე჻ მოყვრისათვის჻ ტირს჻ ტირილსა჻ ემართკების჻ სიარული჻ მარტოება჻ შვენის჻ გაჭრა჻ მოეცლების჻ იგონებდეს჻ მისგან჻ კიდე჻ ნუმცაღავინ჻ ეგულების჻ არ჻ დააჩნდეს჻ მიჯნურობა჻ სჯობს჻ თუ჻ კაცთა჻ იახლების჻

757. ჴამს჻ მოყვარე჻ მოყვრისათვის჻ თავი჻ ჭირსა჻ არ჻ დამრიდად჻ გული჻ მისცეს჻ სიყვარული჻ გამავალი჻ გზად჻ და჻ ჴიდად჻ კვლავ჻ მიჯნური჻ მიჯნურობდეს჻ ჭირი჻ უჩნდეს჻ ჭირად჻ დიდად჻ აჰა჻ მაქუსმცა჻ უმისოსა჻ ლხინი჻ არმად჻ თავი჻ ფლიდად჻

758. მზე჻ ეტყუის჻ მამხუდა჻ ყოველი჻ ჩემი჻ წადილი჻ გულისა჻ პირველ჻ შენ჻ მოხველ჻ მშვიდობით჻ მპოვნელი჻ დაკარგულისა჻ ვზი჻ მზრდელი჻ სიყვარულისა჻ მის჻ შენგან჻ დანერგულისა჻ ვპჰოვე჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდი჻ დადაგულისა჻