... (H-461), XVIII ს.

778. ყმამან჻ რაცა჻ არვის჻ უთხრის჻ კითხვად჻ ვინმცა჻ გამოჰრიდა჻ დააძვირის჻ საუბარი჻ მართალ჻ არს჻ და჻ ძვირად჻ ღირდა჻ სმა჻ გარდაჴდა჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ მიცასჭირდა჻ ვეღარ჻ გასძლო჻ გულ჻ მისი჻ აუჩუქდა჻ აუტირდა჻

779. რა჻ გულსა჻ უთხრა჻ გულისა჻ სიტყვანი჻ საგულისონი჻ მან჻ მარგალიტნი჻ მოიხუნა჻ მზისაგან჻ საიმისონი჻ მის჻ მკლავთა჻ ზედა჻ ნაბამნი჻ მათ჻ ტკბილთა჻ სამეყვისონი჻ პირსა჻ დასდვა჻ დაცაბნდა჻ ცრემლი჻ სდის჻ ვითა჻ ბისონი჻

780. თქვა჻ ამა჻ ჟამსა჻ წუხელის჻ მე჻ დილა჻ გამთენებოდა჻ მუნ჻ ვიყავ჻ სადა჻ სამყაროს჻ ღაწუთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ აწ჻ სიშორისა჻ მამლოდნე჻ გულიმცა჻ ვისთუის჻ კვდებოდა჻ მზემან჻ რად჻ მისცა჻ სინათლე჻ თუ჻ მთუარე჻ გაეყრებოდა჻

781. ყმა჻ მივიდა჻ გულმოკლული჻ ცრემლი჻ ველთა჻ მოედინა჻ მართ჻ მისივე჻ სიყვარული჻ უარებდის჻ თვალთა჻ წინა჻ ზოჯერ჻ ადგის჻ ზოგჯერ჻ ადგის჻ ხელსა჻ რამცა჻ მოელხინა჻ კვლავცა჻ აჯა჻ დათმობისა჻ გულმან჻ ვისმცა჻ მოითმინა჻

782. წევს჻ იტყვის჻ გულსა჻ სალხინო჻ რამცაღა჻ დაუსახეო჻ მოგშორდი჻ ედემს჻ ნაზარდო჻ ტანო჻ ლერწამო჻ და჻ ხეო჻ შენთა჻ მჭურეტელთა჻ ნიშატო჻ ვერ჻ მჭურეტთა჻ მოვაგლახეო჻ ცხადად჻ ნახვასა჻ არ჻ ვღირს჻ ვარ჻ ნეტარმცა჻ სიზმრად჻ გნახეო჻

783. ამას჻ მოსთქმიდის჻ სტიროდის჻ ცრემლისა჻ საგუბრისა჻ საროსა჻ კვლავ჻ გულსა჻ ეტყვის჻ დათმობა჻ გვანდეს჻ სიბრძნისა჻ წყაროთა჻ არ჻ დავსთმოთ჻ ნეტარ჻ სევდასა჻ რა჻ ვქნათ჻ რა჻ მოეგვაროსა჻ ვის჻ ლხინი჻ უნდეს჻ ღმრთისაგან჻ ჭირნიცა჻ შევიწყნაროსა჻

784. კვლავ჻ იტყვის჻ გულო჻ რაზომცა჻ გაქუს჻ სიკვდილისა჻ წადება჻ სჯობს჻ სიცოცხლისა჻ გაძლება჻ მისთუის჻ თავისა჻ დადება჻ მაგრა჻ დამალე჻ არ჻ გიჩნდეს჻ შენი჻ ცეცხლისა჻ კვლა჻ დება჻ ავად჻ შეჰფერობს჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობისა჻ ცხადება჻

აქა ავთანდილისაგან ვეზირისას მისულა და ტარიელთანვე დათხოვნა჻

785. რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ ყმა჻ გავიდა჻ ადრე჻ გარე჻ იტყუის჻ ნეტარ჻ მიჯნურობა჻ არ჻ დამაჩნდა჻ დაცავფარე჻ დათმობასა჻ ეაჯების჻ გულსა჻ შენ჻ რა჻ მოუგვარე჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ წამოვიდა჻ ვაზირისა჻ სახლსა჻ მთვარე჻

786. ვაზირმან჻ ცნა჻ გაეგება჻ ჩემსა჻ მზეო჻ ამოსრული჻ ამას჻ თურე჻ მახარებდა჻ დღეს჻ ნიშანი჻ სიხარული჻ მიეგება჻ თაყვანისსცა჻ ჰკადრა჻ ქება჻ სრულსა჻ სრული჻ ჴამს჻ სტუმარი჻ სასურველი჻ მასპინძელი჻ მხიარული჻

787. ყრმა჻ გარდასვა჻ მასპინძელმან჻ არ჻ ღაფალმან჻ ავმან჻ უქმან჻ ფერჴთა჻ ქვეშე჻ ხატაურსა჻ უფენენ჻ და჻ მიწად჻ უქმან჻ ყმამან჻ სახლი჻ გაანათლნა჻ ვით჻ სამყარო჻ მზისა჻ შუქმან჻ თქუეს჻ სურნელი჻ სული჻ ვარდთა჻ დღეს჻ მოგუფინა჻ ქუენა჻ ბუქმან჻

788. დაჯდა჻ მისთა჻ შემხედველთა჻ გული჻ მათი჻ მართლად჻ ხელეს჻ მისთა჻ მჭურეტთა჻ მისთვის჻ ბნედა჻ დია჻ მეტად჻ ისახელეს჻ სულთქმა჻ ბევრი჻ იათასეს჻ აღარა჻ თუ჻ იერთხელეს჻ აყრა჻ ბრძანეს჻ აიყარნეს჻ ჯალაბობა჻ გაათხელეს჻

789. რა჻ ჯალაბი჻ გაიყარა჻ ყმა჻ ვეზირსა჻ ეუბნების჻ ეტყვის჻ შენი჻ დამალული჻ დარბაზს჻ არა჻ არ჻ იქნების჻ რაცა჻ გწადდეს჻ საურავი჻ მეფე჻ იქს჻ და჻ შენ჻ გეთნების჻ გაიგონე჻ ჭირი჻ ჩემი჻ მკურნე჻ რაცა჻ მეკურნების჻

790. მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ მედების჻ წვა჻ მკლავს჻ მისისა჻ მწველისა჻ მრჯის჻ სურვილი჻ და჻ ვერ჻ ჭურეტა჻ მართ჻ მისგან჻ სასურველისა჻ მას჻ ჩემთვის჻ სული჻ არ჻ შურდეს჻ შეზღვა჻ ჴამს჻ შემაზღველისა჻ ჴამს჻ სიყუარული჻ მოყურისა჻ უხვისა჻ უშურველისა჻

791. მისი჻ ნახვა჻ გულსა჻ ჩემსა჻ ვითა჻ ბადე჻ დაებადა჻ მუნვე჻ დარჩა჻ დათმობაცა჻ მასთანავე჻ დამება჻ და჻ რადგან჻ დასწვავს჻ მოახლეთა჻ ღმერთსა჻ მზედცა჻ დაებადა჻ მერმე჻ ასმათ჻ ღმერთმან჻ ჩემთვის჻ მართ჻ დად჻ უფრო჻ დაებადა჻

792. როდეს჻ წამოვე჻ შევფიცე჻ ფიცითა჻ საშინელითა჻ კვლავ჻ მოვალ჻ გნახავ჻ პირითა჻ არ჻ მტერთა჻ საწუნელითა჻ წამალსა჻ ვეძებ჻ მოგივალ჻ კარგისა჻ საპოვნელითა჻ წასულის჻ ჟამია჻ მით჻ ვიწვი჻ არა჻ ცეცხლითა჻ ნელითა჻

793. ყოველსავე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არ჻ სიტყვასა჻ საკვეხელსა჻ მიმელის჻ და჻ ვერ჻ მივსულვარ჻ ესე჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ ცხელსა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ ზენაარსა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ ხელი჻ ხელსა჻ არცა჻ სადმე჻ გაემარჯვა჻ კაცსა჻ ფიცის჻ გამტეხელსა჻

794. რაცა჻ გითხრა჻ ჩემაგიერ჻ როსტანს჻ ჰკადრე჻ მიედ჻ სრასა჻ თავმან჻ მისმან჻ ფიცით჻ გეტყუი჻ შენ჻ ვეზირსა჻ უსტასრასა჻ არ჻ შემიპყრობს჻ არ჻ დავდგები჻ თუ჻ შემიპყრობს჻ მაქნევს჻ რასა჻ მიშველე჻ რა჻ გული჻ ცეცხლმან჻ არ჻ დამიჭრას჻ არას჻ რასა჻

795. ჰკადრე჻ თუ჻ გაქოს჻ ყოველმან჻ პირმან჻ არ჻ მეუმზრახემან჻ ვითა჻ ვიშიშვი჻ გაცნობოს჻ თქვენ჻ ღ~თეებისა჻ სახემან჻ მაგრა჻ მან჻ ყმამან჻ ცეცხლითა჻ დამწვა჻ ალვისა჻ სახემან჻ გული჻ წამსავე჻ წამიღო჻ ვერათ჻ ვერ჻ შევინახე჻ მან჻

796. აწ჻ მეფეო჻ უმისობა჻ ჩემგნ჻ ყოლე჻ არ჻ ეგების჻ გული჻ მას჻ აქუს჻ უგულოსა჻ აქა჻ ჴელი჻ რა჻ მეჴდების჻ თუ჻ რას჻ ვარგებ჻ პირველ჻ ხვალემ჻ თვით჻ სახელი჻ თქვენ჻ მოგხვდების჻ ვერას჻ ვარგებ჻ გულსა჻ დავსდებ჻ ჩემი჻ ფიცი჻ არ჻ გატყდების჻