... (H-461), XVIII ს.

913. გული჻ ცნობა჻ და჻ გონება჻ ერთმანერთზედა჻ ჰკიდიან჻ რა჻ გული჻ წავა჻ იგიცა჻ წავლენ჻ და჻ მისკენ჻ მიდიან჻ უგულო჻ კაცი჻ ვერ჻ კაცობს჻ კაცთაგან჻ განაკიდიან჻ შენ჻ არ჻ გინახავნ჻ არ჻ იცი჻ მას჻ რომე჻ ცეცხლნი჻ სწვიდიან჻

914. შენ჻ უმართლე჻ ხარ჻ ემდურვი჻ შენ჻ გაეყარე჻ ცნობილსა჻ მაგრა჻ ვით჻ ითქუმის჻ ვით჻ გაჴმა჻ ვითა჻ გეამბობის჻ ძმობილსა჻ ენა჻ დაშურების჻ გაცუდების჻ გულსა჻ შელამის჻ ლმობილსა჻ ამას჻ მით჻ ვაზრობ჻ მინახავს჻ მე჻ უბედურსა჻ შობილსა჻

915. ჯერთ჻ მისი჻ მგზავსი჻ სასჯელი჻ არცა჻ ვის჻ ამბად჻ სმენია჻ თუ჻ არა჻ კაცთა჻ სასჯელი჻ ქვათაცა჻ შესაძრწენია჻ დიჯლიშად჻ კმარის჻ მას჻ რომე჻ თუალთაგან჻ ცრემლი჻ სდენია჻ სხვა჻ რაცა჻ ბრძანოთ჻ მართალ჻ ხართ჻ სხვა჻ სხვისა჻ ომსა჻ ბრძენია჻

916. მას჻ წამავალსა჻ ვჰკითხევდი჻ დამწვარსა჻ ცეცხლმოდებულსა჻ მოვიდეს჻ რა჻ ქნას჻ ავთანდილ჻ მისსა჻ დამვედრე჻ მე჻ გულსა჻ მიბრძანა჻ მოღა჻ მნახვიდეს჻ მე჻ მისთვის჻ გაცუდებულსა჻ ამათ჻ არ჻ დავჰყრი჻ არეთა჻ არ჻ გავსტეხ჻ მისს჻ ქადებულსა჻

917. მას჻ ზენაარსა჻ არ჻ გავჰტეხ჻ მას჻ ფიცსა჻ არ჻ ვერცუები჻ მად჻ პაემნამდის჻ მოვიცდი჻ რაზომცა჻ გამდის჻ რუები჻ თუ჻ მკვდარი჻ მნახოს჻ დამმარხოს჻ თქვას჻ ვაგლახი჻ და჻ უები჻ ცოცხალი჻ დავხუდე჻ უკვირდეს჻ სიცოცხლე჻ არს჻ სათუები჻

918. ჩემთვის჻ გარდახდა჻ მას჻ აქათ჻ გაყრა჻ მზისა჻ და჻ ქედისა჻ ოდენ჻ მოდენა჻ ცრემლისა჻ მჭირს჻ ცრემლთა჻ მოსალბედისა჻ მრჯის჻ გამრავლება჻ ხელ჻ ქნილსა჻ სულთქმისა჻ ზედა჻ ზედისა჻ დავვიწყებივარ჻ სიკვდილსა჻ ნახეთ჻ ნაქმარი჻ ბედისა჻

919. ესე჻ ამბავი჻ მართალი჻ ჩინეთს჻ ქვაზედა჻ სწერია჻ ვინ჻ მოყუარესა჻ არ჻ ეძებს჻ იგი჻ თავისა჻ მტერია჻ აწ჻ ზაფრანია჻ ვის჻ წინას჻ ვერ჻ ვარდი჻ ჰგვანდის჻ ვერ჻ ია჻ თუღა჻ მონახავ჻ მონახე჻ ჰქენ჻ რაცა჻ შენი჻ ფერია჻

920. ყმამან჻ უთხრა჻ უმართლე჻ ხარ჻ არ჻ მამართლო჻ მდურვად჻ მისად჻ მაგრა჻ გაბჭე჻ რა჻ მიქნია჻ სამსახური჻ ტყვესა჻ ტყვისად჻ გამოჭრილვარ჻ სახლით჻ ჩემით჻ ვით჻ ირემი჻ ძებნად჻ წყლისად჻ მას჻ ვეძებ჻ და჻ მას჻ ვიგონებ჻ ვიარები჻ ველთა჻ ვლისად჻

921. ბროლ჻ სადაფნი჻ მარგალიტსა჻ ლალის჻ ფერსა჻ სცვენ჻ და჻ ბურვენ჻ მას჻ მოვშორდი჻ ვერ჻ ვიახლენ჻ ვერ჻ ვისურვენ჻ ვერ჻ ვასურვენ჻ გამოპარვით჻ წამოსულითა჻ ღ~თისა჻ სწორნი჻ მოვიმდურვენ჻ ნაცვლად჻ მათთა჻ წყალობათა჻ გულნი჻ მათნი჻ შევიურვენ჻

922. პატრონი჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ღ~თი჻ და჻ მღრთულებრ჻ ცხოველი჻ მშობლური჻ ტკბილი჻ მოწყალე჻ ცა჻ წყალობისა჻ მთოველი჻ მას჻ უორგულე჻ წამოველ჻ მართ჻ დავივიწყე჻ ყოველი჻ მისი჻ შემცოდე჻ ღ~თნ჻ კარგსა჻ რაღასა჻ მოველი჻

923. ესე჻ ყველაი჻ ასრე჻ მჭირს჻ დაო჻ ბედითა჻ მისითა჻ არ჻ უმტყუვნე჻ და჻ მოსრულვარ჻ მგზავრი჻ დღისით჻ და჻ ღამითა჻ აწ჻ იგი჻ სადმე჻ წასრულა჻ ვიწვი჻ ცეცხლითა჻ ვისითა჻ ცუდ჻ მაშურალი჻ და჻ მტირალი჻ ქვე჻ ვზივარ჻ პირითა჻ მქისითა჻

924. დაო჻ მეტსა჻ საუბარსა჻ აღარ჻ მამცემს჻ ჟამი჻ და჻ დრო჻ არ჻ ვინანი჻ გარდასრულსა჻ ბრძენთა჻ სიტყვა჻ დავაღადრო჻ წავალ჻ ვძებნი჻ ვჰპოვებ჻ ანუ჻ მე჻ სიკვდილი჻ მოვიადრო჻ ბედი჻ მიზამს჻ ეგზომ჻ თურმე჻ მეტი჻ ღ~თსა჻ რაღა჻ ვჰკადრო჻

925. ამის჻ მეტი჻ აღარა჻ თქვა჻ ატირდა჻ და჻ წამოვიდა჻ ქვაბი჻ ჩავლო჻ წყალსა჻ გაჴდა჻ შამბი჻ ჩავლო჻ ველს჻ გავიდა჻ ქარი჻ ველთა჻ მონაქროლი჻ ლალის჻ ფერსა჻ ვარდსა჻ ზრვიდა჻ რად჻ მიმეცო჻ ამა჻ ჭირსა჻ ბედსა჻ ამას჻ უზრახვიდა჻

926. იტყვის჻ ღ~თო჻ რა჻ შეგცოდე჻ შენ჻ უფალსა჻ არსთა჻ მხედსა჻ რად჻ გამყარე჻ მოყვარეთა჻ რად჻ შემასწარ჻ ამა჻ ბედსა჻ ერთი჻ ორთა჻ მგონებელი჻ ვარ჻ საქმესა჻ წარსაწყმედსა჻ მოვჰკუდე჻ თავი჻ არ჻ მეწყალვის჻ სისხლი჻ ჩემი჻ ჩემსა჻ ქედსა჻

927. მოყვარემან჻ ვარდის჻ კონა჻ გულსა჻ მკრა჻ და჻ დამაწყლულა჻ იგი჻ ფიცი჻ ჩემგან჻ სრული჻ მან჻ აღარა჻ გამისრულა჻ მას჻ თუ჻ გამყრი჻ საწუთროვო჻ ჩემი჻ ლხინი჻ გარდასრულა჻ სხვა჻ მოყვარე჻ თვალსა჻ ჩემსა჻ გაკიცხულა჻ გაბასრულა჻

928. კვლავ჻ იტყვის჻ მიკვირს჻ ნაღველი჻ კაცისა჻ მე჻ ჭკვიანისა჻ ცუდ჻ მჭმუნვარება჻ რას჻ არგებს჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ბანისა჻ სჯობს჻ გამორჩევა჻ აზრობა჻ საქმისა჻ დასაგვანისა჻ აწ჻ მეცა჻ მიჯობს჻ მონახვა჻ მის჻ მზისა჻ ლერწამტანისა჻

929. ყმა჻ გაემართა჻ საძებრად჻ მტირალი჻ ცრემლთა჻ მფქვეველი჻ ეძებს჻ უძახის჻ უყივის჻ დღეებრ჻ ღამეთა჻ მთეველი჻ სამ჻ დღემდი჻ მოვლო჻ მრავალი჻ ჴევი჻ შამბნარი჻ ტყე჻ ველი჻ ვერ჻ ჰპოვა჻ მივა჻ მჭუნვარე჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნეველი჻

930. იტყვის჻ ღ~თო჻ რა჻ შეგცოდე჻ ეგზომ჻ დიდი჻ რა჻ გაწყინე჻ რად჻ შემასწარ჻ ამა჻ ბედსა჻ რა჻ სასჯელი჻ მამივლინე჻ გამკითხველო჻ გამიკითხე჻ აჯა჻ ჩემი჻ შეისმინე჻ დაამოკლე჻ დღენი჻ ჩემნი჻ ჭირნი჻ ჩემი჻ მამილხინე჻

აქა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელის პოვნა჻

931. მივიდოდა჻ მიუბნობდა჻ ყმა჻ მტირალი჻ ფერშეცულილი჻ ქედსა჻ რასმე჻ გარდაადგა჻ ველი჻ აჩნდა჻ მზიან჻ ჩრდილი჻ ნახა჻ შავი჻ შამბთა჻ პირსა჻ დგა჻ სადავე჻ უკუყრილი჻ თქვა჻ უცილოდ჻ იგიაო჻ არა჻ უნდა჻ ამას჻ ცილი჻