... (H-461), XVIII ს.

759. საწუთრო჻ კაცთა჻ ყოველი჻ ვითა჻ ტაროსი჻ უხუდება჻ ზოგჯერ჻ მზეა჻ და჻ ოდესმე჻ ცა჻ რისხვით჻ მოუქუხდება჻ მაშინ჻ ჭირი჻ ჩნდა჻ ჩემზედა჻ აწ჻ ესე჻ ლხინთა჻ უხუდება჻ რადგან჻ შვება჻ აქვს჻ სოფელსა჻ რისთვის჻ ვინ჻ შეუწუხდება჻

760. შენ჻ არ჻ გატეხა჻ კარგი჻ გჭირს჻ ზენაარისა჻ ფიცისა჻ ჴამს჻ გასრულება჻ მოყვრისა჻ სიყვარულისა჻ მტკიცისა჻ ძებნა჻ წამლისა჻ მისისა჻ ცოდნა჻ ჴამს჻ მართ჻ უვიცისა჻ ჩემი჻ თქვი჻ რა჻ ვქნა჻ ხელქმნილმან჻ მზე჻ მამეშოროს჻ მე჻ ცისა჻

761. ყმამან჻ უთხრა჻ სიახლითა჻ შევრთე჻ ჭირი჻ შვიდსა჻ მე჻ რვა჻ ცუდი჻ არის჻ დამზრალისა჻ გასათბობლად჻ წყლისა჻ ბერვა჻ ცუდი჻ არის჻ სიყვარული჻ ქუეით჻ კოცნა჻ მზისა჻ წვევა჻ თუ჻ გიახლო჻ ერთხელ჻ ვაი჻ რა჻ მოგშორდე჻ ათასჯერ჻ ვა჻

762. ვაი჻ თუ჻ გავიჭრა჻ გაჭრილსა჻ სადა჻ გლახ჻ დამწვავს჻ სამალი჻ გულსა჻ ძეს჻ საგნად჻ ისრისა჻ მესურის჻ საკრავად჻ სამალი჻ დროდ჻ სიცოცხლისა჻ ჩემისად჻ დღისაღა჻ ჩანს჻ ნასამალი მალვა჻ მწადს჻ მაგრა჻ გარდაჴდა჻ ჟამი჻ პატიჟთა჻ სამალი჻

763. მესმა჻ თქუენი჻ ნაუბარი჻ გავიგონე჻ რაცმცა჻ ბრძანე჻ ვარდსა჻ ქაცვი჻ მოაპოვებს჻ ეკალსამცა჻ რად჻ ვეფხანე჻ მაგრა჻ მზეო჻ თავი჻ მზესა჻ ჩემთვის჻ სრულად჻ დააგვანე჻ სიცოცხლისა჻ საიმედო჻ ნიშანი჻ რამ჻ წამატანე჻

764. ყმა჻ ტკბილი჻ და჻ ტკბილქართული჻ სიკეთისა჻ ჴელის჻ მჴდელი჻ მზესა჻ ასრეც჻ ეუბნების჻ ვით჻ გაზრდილსა჻ ამო჻ მზრდელი჻ ქალმან჻ მისცა჻ მარგალიტი჻ სრულქნა჻ მისი჻ საწადელი჻ ღმერთმან჻ ქნა჻ და჻ ასუბუქდა჻ ჭირი჻ მისი჻ პირვანდელი჻

765. სჯობს჻ რა჻ კაცმან჻ გიშერი჻ ბროლ჻ ლალსა჻ თანა჻ ახუიოს჻ ანუ჻ ბაღს჻ ალვა჻ საროსა჻ ახლოს჻ რგოს჻ მორწყოს჻ ახიოს჻ მისსა჻ მჭურეტელსა჻ ალხინოს჻ ვერმჭურეტსა჻ ავაგლახიოს჻ ვა჻ მოყვარისა჻ გაყრილსა჻ ახიო჻ ეყოს჻ ახიოს჻

766. ყმა჻ მხიარული჻ წყლიანი჻ დაიჩენს჻ არ჻ სიმძიმილსა჻ მისნი჻ კბილნი჻ და჻ ბაგენი჻ დააშვენებდეს჻ ღიმილსა჻ რა჻ მოიშორო჻ მოყვარე჻ თუალთაგან჻ დასდები჻ მილსა჻ მუნით჻ ადენდი჻ წყაროსა჻ სოფლისა჻ დასაწვიმილსა჻

767. მათ჻ მიხუდა჻ ლხინი჻ ყოველი჻ ერთმანერთისა჻ ჭვრეტითა჻ ყმა჻ წამოვიდა჻ გაყრილი჻ მივა჻ გულითა჻ რეტითა჻ მზე჻ ტირს჻ სისხლისა჻ ცრემლითა჻ ზღვისაცა჻ მეტისმეტითა჻ იტყვის჻ ვერ჻ გაძღა჻ სოფელი჻ ვაი჻ სისხლთა჻ ჩემთა჻ ხვრეტითა჻

768. ყმა჻ მტირალი჻ სევდიანი჻ გულსა჻ იცემს჻ ამად჻ ილებს჻ რომე჻ კაცსა჻ მიჯნურობა჻ არას჻ ოდეს჻ დაატკბილებს჻ რა჻ ღრუბელი჻ მიეფარვის჻ მზე჻ ჴმელეთსა჻ დააჩრდილებს჻ მოშორვება჻ საყვარლისა჻ თავს჻ სიკვდილსა჻ უადვილებს჻

769. სისხლმან჻ და჻ ცრემლმან჻ გარევით჻ ღაწვი჻ ქნის჻ ღარად჻ და჻ ღარად჻ იტყვის჻ მზე჻ ჩემგან჻ თავისად჻ კმა჻ დასადებლად჻ აღარად჻ მიკვირს჻ თუ჻ გული჻ ალმასი჻ შავმან჻ წამწამმან჻ დაღა჻ რად჻ ვირემ჻ გნახევდე჻ სოფელი჻ მინდა჻ სალხინოდ჻ აღარად჻

770. ვინ჻ გუშინ჻ ედემს჻ ნაზარდი჻ ალვა჻ მრწყო჻ დამრგო჻ მახია჻ დღეს჻ საწუთრომან჻ ლახუარსა჻ მიმცა჻ დამხია჻ მახია჻ აწ჻ გული჻ ცეცხლსა჻ უშრეტსა჻ დაბმითა჻ დაამახია჻ ახლა჻ ვსცან჻ საქმე჻ სოფლისა჻ ზღაპარია჻ და჻ ჩმახია჻

771. ამას჻ მოსთქვამს჻ ცრემლსა჻ აბნევს჻ ათრთოლებს჻ და჻ აწანწარებს჻ გულ჻ ამოსკვნით჻ ოხვრა჻ სულთქმით჻ მიხრის჻ ტანსა჻ მოაწარებს჻ საყვარლისა჻ სიახლესა჻ მოშორვება჻ გაამწარებს჻ ვაი჻ სოფელი჻ ბოლოდ჻ თავსა჻ ასუდარებს჻ აზეწარებს჻

აქა ავთანდილისაგან ტირილით მისულა საწოლს჻

772. ყმა჻ მივიდა჻ საწოლს჻ დაჯდა჻ ზოგჯერ჻ ტირს჻ და჻ ზოგჯერ჻ ბნდების჻ მაგრა჻ ახლავს჻ გონებითა჻ საყვარელსა჻ არ჻ მოსწყდების჻ ვით჻ მწუანვილსა჻ თრთუილისაგან჻ პირსა჻ ფერი჻ მოაკლდების჻ ხედავთ჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ როგორ჻ ადრე჻ დააჩნდების჻

773. საწოლს჻ მყოფმან჻ პირსა჻ ცემით჻ ბროლი჻ ბღუჯოს჻ ვარდი჻ კონოს჻ კაცმან჻ ლხინსა჻ ეგზომიმცა჻ ჭირი჻ ვითმცა჻ შეაწონოს჻ ლხინმან჻ სძლიოს჻ გაძლება჻ ჴამს჻ ჭირი჻ სთმოს჻ და჻ ჟამთა჻ მონოს჻ ვით჻ ქონება჻ არ჻ იმადლოს჻ მას჻ სხუა჻ ღმერთმან჻ რა჻ აქონოს჻

774. გული჻ კრულია჻ კაცისა჻ ხარბი჻ და჻ გაუძღომელი჻ გული჻ ჟამჟამად჻ ყოველთა჻ ჭირთ჻ მომთმო჻ ლხინთა჻ მდომელი჻ გული჻ ბრმა჻ ურჩი჻ ხედვისა჻ თვით჻ ვერას჻ ვერ჻ გამზომელი჻ ვერცა჻ ჰპატრონობს჻ სიკვდილი჻ ვერცა჻ პატრონი჻ რომელი჻

775. რა჻ გათენდა჻ კაცი჻ მოვა჻ მომკითხავი჻ დარბაზს჻ მჴმობი჻ ყმა჻ წავიდა჻ ლაღი჻ ნაზი჻ ნაღუიძები჻ ძილ჻ ნაკრთობი჻ ერთმანერთსა჻ ეჯავრიან჻ დგას჻ მჭურეტელთა჻ ჯარი჻ მსწრობი჻ მეფე჻ მინდორს჻ ეკაზმოდა჻ მოემზადა჻ დაბდაბნობი჻

776. მეფე჻ შეჯდა჻ მაშინდელი჻ ზარი჻ აწმცა჻ ვით჻ ითქმოდეს჻ ქოს჻ დაბდაბთა჻ ცემისაგან჻ ყურთა჻ სიტყვა჻ არ჻ ისმოდეს჻ მზესა჻ ქორნი჻ აჩრდილებდეს჻ ძაღლთა჻ რბოლა჻ მიდამოდა჻ მას჻ დღეს჻ მათგან჻ მონაღვარნი჻ სისხლი჻ ველთა჻ მოესხმოდა჻

777. ინადირეს჻ შემოიქცეს჻ მხიარულნი჻ მინდორს჻ რულნი჻ შეიტანნეს჻ დიდებულნი჻ თავადნი჻ და჻ სპანი჻ სრულნი჻ დაჯდა჻ დახუდეს჻ მოკაზმულნი჻ საჯდომნი჻ და჻ სრანი჻ სრულნი჻ არვინ჻ დარჩა჻ დიდროვანთა჻ დასტაქანთა჻ შეუსრულნი჻