... (H-461), XVIII ს.

856. რაცა჻ ღ~თსა჻ გაუგია჻ თავსა჻ ჩემსა჻ გარდასავლად჻ გარდამჴდეს჻ და჻ შემოვიქცე჻ აღარ჻ დამრჩეს჻ გული჻ ავლად჻ თქუენვე჻ გნახნე჻ მხიარულად჻ დიდებულთა჻ დავლა჻ მრავლად჻ მას჻ რა჻ ვარგო჻ ესე჻ ჩემთვის჻ დიდებად჻ და჻ კმარის჻ დავლად჻

857. მეფეო჻ ესე჻ თათბირი჻ მამკალ჻ ვინ჻ დაგიწუნოსა჻ მეფეო჻ ნუთუ჻ წასულამან჻ თქუენ჻ ჩემმან჻ დაგაჭმუნოსა჻ ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ უზამ჻ საქმესა჻ საძაბუნოსა჻ პირისპირ჻ მარცხვენს჻ ორნივე჻ მივალთ჻ მას჻ საუკუნოსა჻

858. ვიცი჻ ბოლოდ჻ არ჻ დამიგმობ჻ ამა჻ ჩემსა჻ გაზრახულსა჻ კაცი჻ ბრძენი჻ ვერ჻ გასწირავს჻ მოყვარესა჻ მოყვარულსა჻ მე჻ სიტყვასა჻ ერთსა჻ გკადრებ჻ პლატონისგან჻ სწავლებულსა჻ სიცრუე჻ და჻ ორპირობა჻ ავნებს჻ ჴორცსა჻ მერმე჻ სულსა჻

859. არ჻ დავიწყება჻ მოყურისა჻ აროდეს჻ გვიზამს჻ ზიანსა჻ ვჰგმობ჻ კაცსა჻ უაუგოსა჻ ცრუსა჻ და჻ ღალატიანსა჻ ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ უზამ჻ მას჻ ჴელმწიფესა჻ მზიანსა჻ რა჻ უარია჻ მამაცსა჻ სულ჻ გრძელსა჻ სწავლა჻ გვიანსა჻

860. რა჻ უარეა჻ მამაცსა჻ ომშიგან჻ პირის჻ მჴმეჭელსა჻ შედრეკილშეშინებულსა჻ და჻ სიკვდილისა჻ მეჭველსა჻ კაცი჻ ჯაბანი჻ ვითა჻ სჯობს჻ დიაცსა჻ ქსლისა჻ მბეჭუელსა჻ სჯობს჻ სახელისა჻ მოხვეჭა჻ ყოველსა჻ მოსახვეჭელსა჻

861. ვერ჻ დაიჭირავს჻ სიკვდილსა჻ გზა჻ ვიწრო჻ ვერცა჻ კლდოვანი჻ მისგან჻ გასწორდეს჻ ყოველნი჻ სუსტი჻ და჻ ძალგულოვანი჻ ბოლოდ჻ შეჰყარნეს჻ მიწამან჻ ერთგან჻ მოყმე჻ და჻ მჴცოანი჻ სჯობს჻ სიცოცხლესა჻ ნაზრახსა჻ სიკვდილი჻ საჴელოვანი჻

862. დია჻ ვიშიშუი჻ მეფეო჻ თქვენად჻ კადრებად჻ ამისად჻ ვეჭუ჻ რომე჻ სცთების჻ სიკვდილსა჻ ვინ჻ არ჻ მოელის჻ წამისად჻ მოვა჻ შემყრელი჻ ყოველთა჻ ერთად჻ დღისა჻ და჻ ღამისად჻ თუ჻ ვერა჻ გნახო჻ ცოცხალმან჻ სიცოცხლე჻ მქონდა჻ ჟამისად჻

863. თუ჻ საწუთრომან჻ დამამჴოს჻ ყოველთა჻ დამამჴობელმან჻ ღარიბი჻ მოვჰკვდე჻ ღარიბად჻ ვერ჻ დამიტიროს჻ მშობელმან჻ ვეღარ჻ შემსუდრონ჻ დაზრდილთა჻ და჻ ვერცა჻ მისანდობელმან჻ მუნ჻ შემიწყალოს჻ თქვენმავე჻ გულმან჻ მოწყალე჻ მლმობელმან჻

864. მაქუს჻ საქონელი჻ ურიცხვი჻ ვერუისგან჻ ანაწონები჻ მიეც჻ გლახაკთა჻ და჻ ჴელ჻ ჰყავთ჻ თავისუფლება჻ მონების შენ჻ დაამდიდრე჻ ყოველი჻ უქონო჻ შეჰქენ჻ ქონების჻ დამლოცვენ჻ ჩემთვის჻ იღუწვიან჻ მიცემა჻ მოაგონდების჻

865. ღ~თსა჻ მვედრებდეს჻ მრავალნი჻ გლახაკი჻ გულმჴურვალები჻ დამჴსნას჻ ჴორცთა჻ და჻ სოფელსა჻ ნუმცა჻ რით჻ შევიცვალები჻ კვლავ჻ ცეცხლი჻ ჯოჯოხეთისა჻ ნუმცა჻ მწვავს჻ მისი჻ ალები჻ მამეცეს჻ მკვიდრივე჻ მამული჻ მუნ჻ ჩემი჻ სასურვალები჻

866. დამხსნას჻ ბნელი჻ და჻ ნათელი჻ შემმოსოს჻ ზესთა჻ ზენისა჻ ჩემი჻ არ჻ ჰქონდეს჻ შეძლება჻ სოფლისა჻ მღილთა჻ კბენისა჻ მუნ჻ დამაუნჯოს჻ წამალი჻ სადა჻ ძეს჻ სულთა჻ ლხენისა჻ ფრთენი჻ მამესხნენ჻ და჻ ძალი჻ მომეცეს჻ აღმაფრენისა჻

867. რაცა჻ თქუენთვინ჻ არ჻ ვარგიყოს჻ საჭურჭლესა჻ დასადებლად჻ მიეც჻ ზოგი჻ ამხანაგთა჻ ზოგი჻ ჴიდთა჻ ასაგებლად჻ ნურა჻ ნუ჻ გშურს჻ საქონელი჻ ჩემი჻ ჩემთვის჻ წასაგებლად჻ შენგან჻ კიდევ჻ არვინ჻ მივის჻ ცეცხლთა჻ ჩემთა჻ დამავსებლად჻

868. ამას჻ იქით჻ ჩემგან჻ ჩემი჻ ამბავიცა჻ არ჻ გეცნევის჻ ამად჻ გვედრებ჻ სულსა჻ ჩემსა჻ წიგნი჻ გკადრებსარ჻ გეთნევის჻ არას჻ არგებს჻ ეშმაკისა჻ საქმეთაგან჻ დაიძლევის჻ შემინდევ჻ და჻ შემივედრე჻ მკვდარსა჻ რაღა჻ გარდმეჴდევის჻

869. გვედრებ჻ მეფეო჻ შერმადინს჻ მონასა჻ ჩემსა჻ რჩეულსა ნაკად჻ აქუს჻ ჭირი჻ სამისოდ჻ ამ჻ წელიწადსა჻ წლეულსა ნუგეშინის჻ ეც჻ წყალობით჻ ჩემგან჻ პატივით჻ ჩვეულსა჻ ნუ჻ დაადინებ჻ თვალთაგან჻ ცრემლთა჻ სისხლითა჻ ფრქვეულსა჻

870. გათავდა჻ ჩემი჻ ანდერძი჻ ჩემგან჻ ნაწერი჻ ჴელითა჻ ვაი჻ გამზრდელო჻ მოგშორდი჻ წაველ჻ გულითა჻ ჴელითა჻ ნუ჻ სჭმუნავთ჻ ჩემთვის჻ გულითა჻ ნუ჻ ხართ჻ მოსილნი჻ ბნელითა჻ სუფევითამც჻ ხართ჻ თავითა჻ მტერთაგან჻ საკრძალველითა჻

871. მისცა჻ ანდერძი჻ შერმადინს჻ რა჻ გაათავა჻ წერითა჻ უთხრა჻ ჰკადრეო჻ მეფესა჻ საქმითა჻ მეცნიერითა჻ შენ჻ დაგამეტებს჻ ვერავინ჻ მსახურებითა჻ ვერითა჻ მოეხვივნეს჻ და჻ იკოცნეს჻ იტირეს჻ სისხლთა჻ ფერითა჻

872. ყმა჻ შეეკაზმა჻ წასავლად჻ ცრემლითა჻ მოერწყო჻ ველი჻ მზე჻ მოეშორვა჻ დაეცა჻ არაბეთს჻ ბინდი჻ ყოველი჻ ჴამს჻ შეპოვნება჻ მაღლისა჻ ვინცა჻ არს჻ ჭირსა჻ მოველი჻ მიზგითას჻ მივა჻ ღ~თისაგან჻ გამარჯვებისა჻ მთხოველი჻

აქა ავთანდილისაგან მიზგითს სალოცავად მისულა჻

873. ილოცავს჻ იტყვის჻ მაღალო჻ ღ~თო჻ ჴელთა჻ და჻ ზღვათაო჻ ზოგჯერ჻ მიმცემო჻ პატიჟთა჻ ზოგჯერ჻ კეთილთა჻ მზათაო჻ უცნაურო჻ და჻ უთქმელო჻ უფალო჻ უფლებათაო჻ მამეც჻ დათმობა჻ სურვილთა჻ მფლობელო჻ გულის჻ თქმათაო჻

874. ღ~თო჻ ღ~თო჻ შენ჻ უფალსა჻ გევედრები჻ არსთა჻ მხედსა჻ შენ჻ დაბადე჻ მიჯნურობა჻ შენ჻ აწესებ჻ მათსა჻ ბედსა჻ მე჻ სოფელმან჻ მამაშორვა჻ უკეთესსა჻ ჩემსსა჻ მზესა჻ ნუ჻ ამიფხური჻ სიყვარულსა჻ ნუ჻ შემიცვლი჻ ღამედ჻ დღესა჻