... (H-461), XVIII ს.

952. კვლავ჻ ეუბნების჻ ავთანდილ჻ სიტყვითა჻ მრავალფერითა჻ ეტყვის჻ თუ჻ მოჰკუდე჻ გერგების჻ სიტყვითა჻ რა჻ ოხერითა჻ ნუ჻ იქ჻ არა჻ ვარგა჻ საქმითა჻ ნუ჻ ხარ჻ თავისა჻ მტერითა჻ ვერ჻ წაიყვანა჻ ვერა჻ ქნა჻ სიტყუითა჻ ვერა჻ ვერითა჻

953. მერმე჻ უთხრა჻ აჰა჻ რათგან჻ არ჻ მამისმენ჻ არად჻ არა჻ აღარ჻ გაწყენს჻ ენა჻ ჩემი჻ აქამდისცა჻ ცუდად჻ მცთარა჻ თუ჻ სიკვდილი჻ გიჯობს჻ მოკჰკე჻ ვარდი჻ დაჭკნეს჻ დაცამჭკნარა჻ ერთსა჻ რასმე჻ გეაჯები჻ მიყავ჻ ცრემლი჻ ამდუღარა჻

954. სადა჻ ინდონი჻ ბროლ჻ ვარდსა჻ სარვენ჻ გიშრისა჻ სარითა჻ მას჻ მოვეშორვე჻ წამოვე჻ სიჩქარით჻ არ჻ სიწყნარითა჻ ვერ჻ დამიჭირა჻ მეფემან჻ მშობლურად჻ საუბარითა჻ შენ჻ არ჻ შემიყრი჻ გამიყრი჻ აწ჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვთქვა჻ რითა჻

955. ნუ჻ გამგზავნი჻ გულმოკლულსა჻ ერთი჻ მიყავ჻ საწადელი჻ შეჯე჻ ერთხელ჻ ცხენოსანი჻ გნახო჻ ჩემი჻ სულთა჻ მჴდელი჻ ნუთუ჻ მაშინ჻ მოვიქარვო჻ სევდა჻ ესე჻ აწინდელი჻ მე჻ წავალ჻ და჻ შენ჻ დაგაგდებ჻ იქნას჻ შენი჻ საწადელი჻

956. მეხვეწებოდა჻ შეჯეო჻ აჯას჻ ხუეწნითა჻ არვებდა჻ იცოდა჻ რომე჻ შეჯდომა჻ კაეშანს჻ მოაქარვებდა჻ ლერწმისა჻ სარსა჻ დასდრეკდა჻ გიშერსა჻ დაიკარვებდა჻ დაიმორჩილა჻ იამა჻ არ჻ ივაგლახა჻ არ჻ ვებდა჻

957. ცხადად჻ უთხრა჻ შევჯდებიო჻ მომიყუანე჻ ცხენი჻ წინა჻ მოგვარა჻ და჻ წყნარად჻ შესვა჻ არ჻ სიჩქარით჻ ააქშინა჻ მინდორთაკენ჻ წაიყვანა჻ ტანი჻ მჭევრი჻ აძრუევინა჻ ხანი჻ წავლეს჻ სიარულმან჻ მოჯობება჻ დააჩნინა჻

958. შეაქცევს჻ და჻ ეუბნების჻ საუბართა჻ შვენიერთა჻ მისთვის჻ სძვრიდა჻ სასაუბროდ჻ მათ჻ ბაგეთა჻ ძოწის჻ ფერთა჻ მისი჻ სმენა჻ გააყმობდა჻ მსმენელისა჻ ყურთა჻ ბერთა჻ მოიშორვა჻ კაეშანი჻ დათმობავე჻ შეაერთა჻

959. რა჻ შეატყო჻ მოჯობება჻ მან჻ სევდისა჻ მუფარახმან჻ გაანათლა჻ პირივარდი჻ სიხარულმან჻ დაუსახმან჻ კვლავ჻ გიამბო჻ ქება჻ მისი჻ მართ჻ ჩემგანვე჻ დაუსახმან შვენიერი჻ სიტყვა჻ უთხრა჻ საუბრისა჻ ახლად჻ მზრახმან჻

960. შერასმეჰყვეს჻ საუბარსა჻ სიტყვა჻ უთხრა჻ არ჻ მალული჻ ერთსა჻ რასმე჻ მოგახსენებ჻ გამიცხადე჻ დაფარული჻ ეგე჻ სამჴრე჻ მისეული჻ შენ჻ გაჩნია჻ ვისგან჻ წყლული჻ როგორ჻ გიყვარს჻ როგორ჻ გიღირს჻ თქვი჻ დავიღო჻ მერმე჻ სული჻

961. მან჻ უთხრა჻ სახე჻ რა჻ გითხრა჻ მის჻ უსახოსა჻ სახისა჻ ესეა჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ჩემი჻ მამცემი჻ ახისა჻ მჯობი჻ ყოვლისა჻ სოფლისა჻ წყლისა჻ მიწისა჻ და჻ ხისა჻ არსასმენლისა჻ მოსმენა჻ არს჻ უმჟავესი჻ ჭმახისა჻

962. ავთანდილ჻ უთხრა჻ ველოდი჻ მართ჻ მაგისისა჻ თქმევასა჻ აწ჻ რადგან჻ გითქვამს჻ პასუხსა჻ გკადრებ჻ და჻ ნუ჻ ეჭუ჻ თნევასა჻ ვეჭუ჻ რომ჻ არ჻ გიზამს჻ საქმისა჻ უარესისა჻ რჩევასა჻ სჯობს჻ ასმათისა჻ არ჻ ლევა჻ მაგა჻ სამჴრისა჻ ლევასა჻

963. სამჴრე჻ გაბია჻ ოქროსა჻ ოქრომჭედლისა჻ დნობილი჻ უასაკო჻ და჻ უსულო჻ არ჻ სიტყვიერი჻ ცნობილი჻ აღარად჻ გინდა჻ ასმათი჻ ნახეთ჻ მართალი჻ ბრჭობილი჻ პირველ჻ გლახ჻ მისი჻ ნაჭურეტი჻ თუით჻ მერმე჻ შენი჻ დობილი჻

964. თქვენს჻ შუა჻ მქნელი჻ საქმისა჻ თქვენგავე჻ თქმული჻ დობისა჻ თქვენი჻ შემყრელი჻ მსახური჻ შენგან჻ ღირს჻ ქმნილი჻ ჴმობისა჻ მისი჻ გამზრდელი჻ გაზრდილი჻ მისთვის჻ მიჴდილი჻ ცნობისა჻ დაგიგდია჻ არ჻ ნახავ჻ შაბაშ჻ მართლისა჻ პრჭობისა჻

965. ტარიელ჻ თქვა჻ უმათლეხარ჻ რაცა჻ გითქვამს჻ მეტის჻ მეტი჻ საბრალოა჻ ასმათ჻ მისად჻ მგონებლად჻ და჻ ვერა჻ მჭურეტად჻ მე჻ სიცოცხლე჻ არ჻ მეგონა჻ შენ჻ მამესწარ჻ ცეცხლთა჻ შრეტად჻ რადგან჻ დავრჩი჻ გუალე჻ ვნახოთ჻ თუცა჻ მე჻ ვარ჻ ჯერცა჻ რეტად჻

966. დამორჩილდა჻ გაემართნეს჻ ავთანდილ჻ და჻ ამირბარი჻ ვერ჻ მიქია჻ ქება჻ მათი჻ შესაფერი჻ საქებარი჻ კბილნი჻ ვითა჻ მარგალიტნი჻ ბაგე჻ ვარდი჻ ნაპობარი჻ გველსა჻ ხურელით჻ ამოიყვანს჻ ენა჻ ტკბილად჻ მოუბარი჻

967. ამას჻ ეტყვის჻ შენთვის჻ დავსდებ჻ გონებასა჻ სულსა჻ გულსა჻ მაგრა჻ შენცა჻ ნუ჻ აგრე჻ ხარ჻ ნუ჻ იწყლულებ჻ ახლად჻ წყლულსა჻ არას჻ გარგებს჻ მსწავლულობა჻ თუ჻ არა჻ იქბრძენთა჻ თქმულსა჻ არ჻ იჴმარებ჻ რას჻ ჴელსა჻ ჴდი჻ საუნჯესა჻ დაფარულსა჻

968. არას჻ გარგებს჻ შეჭირვება჻ რომ჻ სჭმუნვიდე჻ რა჻ გერგების჻ არ჻ თუ჻ იცი჻ უგანგებოდ჻ არათ჻ კაცი჻ არ჻ მოკუდების჻ მზისა჻ შუქთა჻ მომლოდინე჻ ვარდი჻ სადმე჻ არ჻ დაჭკნების჻ ბედი჻ ცდაა჻ გამარჯუება჻ ღ~თსა჻ უნდეს჻ მოცაგჴუდების჻

969. ყმამან჻ უთხრა჻ ეგე჻ სიტყვა჻ ჩემთვის჻ ყოვლად჻ ქვეყნად჻ ღირდეს჻ გონიერსა჻ მწურთუნელი჻ უყვარს჻ უგუნურსა჻ გულსა჻ ჰგმირდეს჻ მაგრა჻ რა჻ ვჰქნა჻ როგორ჻ გავსძლო჻ მეტისმეტი჻ რა჻ მიმჭირდეს჻ შენცა჻ გჭირან჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ არ჻ მამართლო჻ ეს჻ მიკვირდეს჻

970. ცვილსა჻ ცეცხლის჻ სამჴურვალე჻ უგავს჻ ამად჻ აენთების჻ მაგრა჻ წყალსა჻ არსით჻ ახლავს჻ თუ჻ ჩავარდეს჻ დაცაშრტების჻ რაცა჻ ვისცა჻ საქმე჻ თვით჻ სჭირს჻ სხვათათვისცა჻ ევარგების჻ თავიდაღმა჻ რად჻ არ჻ იცი჻ ჩემი჻ გული჻ როგორ჻ კუდების჻

აქა ამბავი ტარიელისაგან ლომ ვეფხვის დახოცისა ავთნდილთანა჻