... (H-461), XVIII ს.

719. ავთანდილცა჻ მას჻ ღამესა჻ მათთანავე჻ ცრემლსა჻ ღურიდა჻ რა჻ გათენდა჻ გაემართა჻ აკოცებდა჻ თავსა჻ ხრიდა჻ ტარიელსა჻ გაყრა჻ მისი჻ ვითა჻ დანა჻ გულსა჻ სჭრიდა჻ მოყმე჻ შეჯდა჻ მოსწრაფებით჻ მივიდოდა჻ მართ჻ მიქრიდა჻

720. ავთანდილს჻ ასმათ჻ ჩამოჰყვა჻ ზენარით჻ ეუბნებოდა჻ მუჴლსა჻ უყრიდა჻ ტიროდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა჻ ადრე჻ მოსულასა჻ ვედრებდა჻ მართ჻ ვითა჻ ია჻ ჭკნებოდა჻ მან჻ უთხრა჻ დაო჻ უთქვენოდ჻ სხვა჻ რამცა჻ მეგონებოდა჻

721. ადრე჻ მოვალ჻ არ჻ გაგწირავ჻ არას჻ დავჰყოფ჻ შინა჻ ხანსა჻ ოდენ჻ სხვაგან჻ არ჻ წავიდეს჻ ნურსად჻ არებს჻ იმა჻ ტანსა჻ აქათ჻ ორ჻ თვე჻ არ჻ მოვიდე჻ ვიქმ჻ საქმესა჻ დასაგმანსა჻ შეიტყევით჻ მივსცემივარ჻ ჭირსა჻ თურმე჻ თანისთანსა჻

722. იგი჻ მუნით჻ წარმოსრული჻ სევდამანცა჻ განა჻ მოკლა჻ პირსა჻ იცემს჻ ვარდსა჻ აპობს჻ ჴელი჻ მისი჻ გაამხოკლა჻ სისხლსა჻ მისგან჻ დადენილსა჻ მჴეცი჻ ველთა჻ გაამლოკლა჻ მისმან჻ ფიცხლად჻ სიარულმან჻ შარა჻ გრძელი჻ შეამოკლა჻

723. მუნ჻ მივიდა჻ სადა჻ იგი჻ მისნი჻ სპანი჻ დაეყარნეს჻ ნახეს჻ იცნეს჻ ოგორაცა჻ მართებს჻ ეგრე჻ გაეხარნეს჻ შერმანდისცა჻ ახარებდეს჻ ფიცხლად჻ თავნი჻ არნეს჻ მოვიდაო჻ აქანამდის჻ ვითვის჻ ლხინი჻ გაგვიმწარნეს჻

724. მიეგება჻ მოეხვივა჻ ზედა჻ დახვდა჻ პირი჻ ჴელსა჻ აკოცებდა჻ სიხარულით჻ ცრემლსა჻ ღვრიდა჻ ველთა჻ მსვრელსა჻ ესე჻ თქუა჻ თუ჻ ნეტარ჻ ღმერთო჻ ცხადსა჻ ვხედავ჻ ანუ჻ ბნელსა჻ მე჻ ვით჻ ღირს჻ ვარ჻ ამას჻ რომე჻ თუალნი჻ ჩემნი჻ გხედვენ჻ მრთელსა჻

725. ყმამან჻ მდაბლად჻ მოიკითხა჻ ზედა჻ დასდვა჻ პირი჻ პირსა჻ უბრძანა჻ თუ჻ ღ~თსა჻ ვმადლობ჻ შენ჻ თუ჻ სულად჻ არა჻ გჭირსა჻ დიდებულთა჻ თაყვანისცეს჻ აკოცებდეს჻ ვინცა჻ ღირს჻ ა჻ ზარსა჻ სცემდეს჻ უხაროდა჻ უფროსსა჻ და჻ ანუ჻ მცირსა჻

726. მოვიდეს჻ სადა჻ სამყოფლად჻ სახლი჻ დგა჻ მუნ჻ აგებული჻ მოვიდა჻ ნახვად჻ ყოველი჻ მის჻ ქვეყანისა჻ კრებული჻ მაშინვე჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ მორჭმით჻ ლაღი჻ შვებული჻ ენა჻ მის჻ დღისა჻ შვებასა჻ ყოლე჻ ვერ჻ იტყვის჻ კრებული჻

727. შერმადინს჻ უთხრა჻ უამბო჻ ყოველი჻ მისგან჻ ნახული჻ ანუ჻ ვით჻ ჰპოვა჻ იგი჻ ყმა჻ მისგანვე჻ მზედ჻ დასახული჻ ავთანდილს჻ ცრემლი჻ უყოფდა჻ უბნობდა჻ თვალდაფახული჻ უმისოდ჻ მყოფსა჻ სწორად჻ მიჩს჻ ჩემთვის჻ დარბაზი჻ და჻ ხული჻

728. შერმადინცა჻ შინაური჻ ყველაკაი჻ წურილად჻ მოახსენა჻ მას჻ დღე჻ მუნით჻ არ჻ წავიდა჻ ინადიმა჻ განისვენა჻ თქუენი჻ წასულა჻ არვინ჻ იცის჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქენა჻ ცისკრად჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დღე჻ რა჻ მზემან჻ გაათენა჻

729. არცაღა჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ არცა჻ ქნა჻ ხალვათისა჻ ფიცხლად჻ წავიდა჻ სავალი჻ სამ჻ დღე჻ ვლო჻ დღისა჻ ათისა჻ შერმადინ჻ მახარობელი჻ წავა჻ მისულისა჻ მათისა჻ მას჻ ლომსა჻ ნახვა჻ უხარის჻ მის჻ მზისა჻ მოკამათისა჻

730. შესთვალა჻ მეფე჻ უკადრი჻ ხარმცა჻ მორჭუმით჻ და჻ დიდებით჻ ამა჻ საქმესა჻ ვიკადრებ჻ შიშით჻ კრძალვით჻ და჻ რიდობით჻ მის჻ ყმისა჻ ვერას჻ ვერ჻ მცნობი჻ უჴმობდი჻ თავსა჻ ფლიდებით჻ აწე჻ ვცან჻ კადრე჻ ყოველსა჻ მოვალ჻ შვებით჻ და჻ მშვიდობით჻

731. ფიცხლავ჻ გაგზავნეს჻ მეფისა჻ წინაშე჻ შემტყობელია჻ სამი჻ წელია჻ ქვეყანა჻ ჩვენთვის჻ უმზეო჻ ბნელია჻ შესთვალეს჻ ყველა჻ უკლებლად჻ რისაცა჻ იყოს჻ მქნელია჻ უპოვნია჻ და჻ მოსულა჻ არ჻ ავი჻ საძებნელია.჻

732. როსტევან჻ მეფე჻ უკადრი჻ მორჭმული჻ შეუპოველი შერმადინ჻ მოციქულობა჻ თვით჻ მოახსენა჻ ყოველი჻ ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ მის჻ ყმისა჻ ვისმე჻ მპოელი჻ მან჻ ბრძანა჻ ვჰპოვე჻ ღ~თისაგან჻ სააჯო჻ და჻ სათხოელი჻

733. რა჻ მოისმინა჻ მეფემან჻ სიტყვანი჻ არ჻ საწყინისა჻ ბრძანა჻ თუ჻ ღმერთმან჻ კვლავ჻ მოგვცეს჻ ჩვენ჻ დამართება჻ ლხინისა჻ მივეგებნეთო჻ შესხდომა჻ თქვეს჻ ცისკრად჻ განთიადისა.჻ შეიტყო჻ რომე჻ ნაქმარი჻ იყო჻ ეს჻ თინათინისა.

734. თინათინს჻ ჰკადრა჻ შერმადინ჻ ნათელსა჻ მას჻ უღამოსა჻ ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ გკადრებს჻ ამბავსა჻ ამოსა჻ იგი჻ მით჻ აკრთთობს჻ ელვასა჻ მზისაცა჻ უთამამოსა჻ მას჻ საბოძვარი჻ უბოძა჻ მისი჻ ყველაი჻ დამოსა჻

735. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგება჻ ყმასა჻ მუნით჻ მომავალსა჻ ამას჻ პირმზე჻ მეფისაგან჻ ივალებდა჻ ვითა჻ ვალსა჻ მიეგება჻ მოეგება჻ მხიარული჻ მხიარულსა჻ დიდებულთა჻ ჯარისაგან჻ ზოგი჻ ელის჻ ნახვად჻ ხვალსა჻

736. რა჻ მიეახლა჻ გარდაჴდა჻ ყმა჻ თაყვანსა჻ სცემს჻ მეფესა჻ აკოცა჻ როსტან჻ მიმხვუდარმან჻ ნიშატთა჻ სიიეფესა჻ გულმხიარულნი჻ შვებულნი჻ მივლენ჻ დარბაზსა჻ სეფესა჻ მის჻ ყმისა჻ მოსულა჻ უხარის჻ ყოველსა჻ მუნ჻ მეკრეფესა჻

737. ავთანდილცა჻ თაყვანისცა჻ ლომთა჻ ლომმან჻ მზეთა჻ მზესა჻ ლალ჻ ბროლი჻ და჻ ვარდ჻ გიშერი჻ გაეტურფა჻ სინაზესა჻ პირი჻ მათი჻ უნათლეა჻ სინათლესა჻ მზისა჻ მზესა჻ სახლსაყოფი჻ არა჻ მართებს჻ ცამცა჻ გაიდარბაზესა჻

738. მას჻ დღე჻ დასხდეს჻ ნადიმადვე჻ გაამრავლეს჻ სმა჻ და჻ ჭამა჻ მეფე჻ ყმასა჻ ასრე჻ უჭურეტს჻ ვითა჻ შვილსა჻ ტკბილი჻ მამა჻ მათ჻ ორთავე჻ აშუენებდა჻ ფიფქსა჻ თოვნა჻ ვარდსა჻ ნამა჻ უხვად჻ გასცეს჻ საბოძვარი჻ მარგალიტი჻ ვითა჻ დრამა჻