... (H-461), XVIII ს.

894. რა჻ ანდერძი჻ წაიკითხეს჻ კვლავ჻ იტირეს჻ დიდი჻ ხანი჻ მერმე჻ ბრძანა჻ მხიარულსა჻ ნუ჻ ჩაიცმენ჻ ჩემნი჻ სპანი჻ ვამლოცუელნეთ჻ დავრდომილნი჻ ობოლნი჻ და჻ ქვრივნი჻ სხვანი჻ შევეწივნეთ჻ ნუთუ჻ ღმერთმან჻ მშვიდობისა჻ მისცეს჻ გზანი჻

აქა წასვლა ავთანდილისა მეორედ ტარიელის ძებნათ გაპარვითა჻

895. მთვარე჻ მზესა჻ მოეშორვოს჻ მოშორვება჻ გაანათლებს჻ რა჻ იახლოს჻ შუქი჻ დასწუავს჻ გაეყრების჻ ვერ჻ იახლებს჻ მაგრა჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ გააჴმობს჻ და჻ ფერსა჻ აკლებს჻ ჩვენ჻ ვერჭვრეტა჻ საყვარლისა჻ ჭირსა჻ ძნელსა჻ გაგვიახლებს჻

896. აწყა჻ დავიწყებ჻ ამბავსა჻ მის჻ ყმისა჻ წამავლობასა჻ მივა჻ და჻ მიტირს჻ გულმდუღრად჻ ვერ჻ ვიტყვი჻ ცრემლთა჻ მცრობასა჻ წამწამ჻ მობრუნდის჻ იაჯდის჻ მისთვის჻ მზისავე჻ მზობასა჻ უჭურეტდის჻ თვალნი჻ ვერ჻ მოხსნის჻ თუ჻ მოხსნის჻ მიხდის჻ ცნობასა჻

897. რა჻ მიეახლის჻ დაბნედად჻ ვერ჻ ჴელყვის჻ გაძრვად჻ ენისად჻ მაგრა჻ სდის჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ მგზავსად჻ დიჯლისა჻ დენისად჻ ზოგჯერ჻ დაბრუნდის჻ იჭურეტდის჻ ღონედ჻ პატიჟთა჻ თმენისად჻ რა჻ გაემართის჻ არ჻ იცის჻ მას჻ თუ჻ არბევდის჻ ცხენი჻ სად჻

898. თქვა჻ ჩემო჻ შენი჻ შორს჻ მყოფი჻ კრულია჻ ვინმცა჻ დადუმდეს჻ რადგან჻ შენ჻ დაგრჩა჻ გონება჻ გული჻ შენკენვე჻ დაბრუნდეს჻ თვალთა჻ მტირალთა჻ შეხედვა჻ შენივე჻ სჭირდეს჻ და჻ უნდეს჻ სჯობს჻ საყვარელსა჻ მოყვარე჻ რაზომცა჻ დაუძაბუნდეს჻

899. მე჻ რა჻ ვჰქნა჻ შენად჻ შეყრამდის჻ ანუ჻ რას჻ ვეჭუდე჻ ლხენასა჻ თავსა჻ მოვიკლავ჻ მე჻ თუცა჻ შენგან჻ არ჻ ვეჭუდი჻ წყენასა჻ მაგრა჻ შენ჻ გაწყენ჻ ჩემისა჻ არ჻ სიცოცოხლისა჻ სმენასა჻ მოდი჻ აწ჻ მივსცე჻ ცოცხალმან჻ ღაწუნი჻ ცრემლისა჻ დენასა჻

900. ტირს჻ იტყვის჻ დავდვა჻ კაეშნი჻ ლახვარმან჻ ჩემთვის჻ ათმანო჻ ინდოთა჻ რაზმან჻ ჩემად჻ კლვად჻ თქვა჻ ესე჻ ტევრი჻ ვთხზა჻ თმანო჻ თვალთა჻ გიშერი჻ აშვენებს჻ სათმან჻ რად჻ მამკლა჻ სათმანო჻ ბაგე჻ კბილო჻ და჻ თვალწარბო჻ მამცემდი჻ პატიჟთა჻ თმანო჻

901. იტყვის჻ ჰე჻ მზეო჻ ვინ჻ ხატად჻ გთქვის჻ მზიანისა჻ ღამისად჻ ერთ჻ არსებისა჻ ერთისა჻ მის჻ უჟამოსა჻ ჟამისად჻ ვის჻ გმორჩილობენ჻ ციერნი჻ ერთი჻ იოტის჻ წამისად჻ ბედსა჻ ნუ჻ მიცული჻ მიაჯე჻ შეყრამდის჻ ჩემად჻ და჻ მისად჻

902. ვის჻ ხატად჻ ღ~თისად჻ გიტყვიან჻ ფილასოფოსნი჻ წინანი჻ შენ჻ მიშველე჻ რა჻ ტყვექმნილსა჻ ჯაჭუნი჻ მაბიან჻ რკინანი჻ ბროლ჻ ბალახშისა჻ მძებნელმან჻ სათნი჻ დავჰკარგე჻ მინანი჻ მაშინ჻ ვერ჻ გავძელ჻ სიახლე჻ აწ჻ სიშორესა჻ ვინანი჻

903. ამას჻ მოთსქმიდის჻ და჻ იწვოდის჻ ვითა჻ სანთელი჻ დნებოდის჻ დაყოვნებისა჻ მოშიში჻ ისწრაფდის჻ იარებოდის჻ რა჻ შეუღამდის჻ ვარსკულავთა჻ ამოსლვა჻ იამებოდის჻ მას჻ ამგზავსებდის჻ ილხენდის჻ უჭურეტდის჻ ეუბნებოდის჻

904. მთვარესა჻ ეტყვის჻ იფიცე჻ სახელი჻ ღ~თისა჻ შენისა჻ შენ჻ ხარ჻ მამცემი჻ მიჯნურთა჻ მიჯნურობისა჻ სენისა჻ შენ჻ გაქუს჻ წამალი჻ მისისა჻ მოთმინებისა჻ თმენისა჻ მიაჯე჻ შეყრა჻ პირისა჻ შენ჻ გამო჻ შენგან჻ მშვენისა჻

905. ღამე჻ ალხენდის჻ დღე჻ რჯიდის჻ ელის჻ ჩასლუასა჻ მზისასა჻ რა჻ წყალი჻ ნახის჻ გარდიჴდის჻ უჭურეტდის჻ ჭავლსა჻ წყლისასა჻ მას჻ თანა჻ რთევიდის჻ ნაკადსა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ტბისასა჻ კვლავ჻ გაემართის჻ ისწრაფდის჻ წასლვასა჻ მისვე჻ გზისასა჻

906. ამას჻ მოსთქმიდის჻ ტიროდის჻ ტანად჻ ალვისა჻ ხიანი჻ მინდორს჻ თხა჻ მოკლის჻ სადაცა჻ ადგილი჻ დახუდის჻ კლდიანი჻ შეწვის჻ ჭამის჻ და჻ წავიდის჻ პირ჻ მზე჻ გულ჻ მარიხიანი჻ იტყვის჻ დავჰყარენ჻ ვარდნი჻ და჻ აჰა჻ მე჻ ვაგლახ჻ იანი჻

907. აწ჻ ვერ჻ ვიტყვი჻ მაშინდელსა჻ მე჻ მის჻ ყმისა჻ ნაუბარსა჻ რას჻ უბნობდის჻ რას჻ მოთქმიდის჻ რას჻ ტურფასა჻ რაზომ჻ გვარსა჻ ზოგან჻ თოვლი჻ გაეწითლის჻ ვარდსა჻ ბრჭყალით჻ ნახოკარსა჻ ქვაბნი჻ ნახნა჻ გაეხარნეს჻ ზე჻ გავიდა჻ ქვაბთა჻ კარსა჻

908. რა჻ ასმათმან჻ დაინახა჻ მოეგება჻ ცრემლი჻ სწუთების჻ ვით჻ იამა჻ სიხარულსა჻ მართ჻ ვეღარას჻ ვერ჻ მიხუდების჻ ყმა჻ გარდაჴდა჻ მოეხვია჻ აკოცებს჻ და჻ ეუბნების჻ კაცი჻ კაცსა჻ მოელოდეს჻ მოსლვა჻ უცხოდ჻ იამების჻

909. ყმა჻ ქალსა჻ ეტყვის჻ პატრონი჻ ნეტარ჻ სად჻ არის჻ და჻ ვითა჻ ქალი჻ ატირდა჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესართავითა჻ ეტყვის჻ რა჻ წახველ჻ გაიჭრა჻ ქვაბს჻ ყოფა჻ მისჭირდა჻ ვითა჻ აწ჻ მისი჻ არა჻ არ჻ ვიცი჻ არ჻ ნახვით჻ არ჻ ამბავითა჻

910. ყმა჻ დაჭმუნდა჻ ვითამც჻ რამე჻ ჰკრეს჻ ლახვარი჻ გულსა჻ შუა჻ ქალსა჻ ეტყვის჻ აჰა჻ დაო჻ ეგეთიმცა჻ კაცი჻ ნუა჻ იგი჻ ფიცი჻ რად჻ გატეხა჻ არ჻ ვეცრუე჻ ვით჻ მეცრუა჻ არ჻ იქმოდა჻ რად჻ მიქადა჻ თუ჻ მიქადა჻ რად჻ მიტყუა჻

911. მე჻ უმისოდ჻ სოფელს჻ ყოფა჻ რათგან჻ ჭირად჻ არ჻ მიღირდა჻ რად჻ დავვიწყდი჻ რად჻ მივსცილდი჻ რად჻ ვერ჻ გაძლო჻ რა჻ მისჭირდა჻ მან჻ გატეხა჻ ზენარისა჻ ვით჻ შემართა჻ რად჻ გაჰპირდა჻ მაგრა჻ ავის჻ ბედისაგან჻ ჩემი჻ რამცა჻ გამიკვირდა჻

912. კვლავ჻ ქალი჻ ეტყვის჻ მართლაც჻ ხარ჻ მაგისსა჻ დამძიმებასა჻ მაგრა჻ რა჻ გავბრჭო჻ მართალი჻ ნუ჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებასა჻ არ჻ გული჻ უნდა჻ ფიცის჻ და჻ პირისა჻ გასრულებასა჻ იგი჻ უგულო჻ მოელის჻ მართ჻ დღეთა჻ შემოკლებასა჻